ნუ იპარავთ პოსტებს!!!


4 წელზე მეტია ათასობით ადამიანი უფასოდ სარგებლობს იმ რესურსით, რომელსაც საკუთარი დროისა და ენერგიის ფასად ვქმნი და ამ ბლოგზე ვაქვეყნებ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ – საავტორო უფლებების დაცვაა! სანამ რაიმე ინფორმაციას, ან თუნდაც ფრაზის გადატანას გადაწყვეტთ საკუთარ საიტზე, ითხოვეთ ნებართვა!!!! არსებობს კონტაქტის ფორმა, არსებობს კომენტარები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი – gijmaj.press@gmail.com. მომწერეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები (1) ინფორმაცია დავხურო და (2) პასუხისგებაში მივცე კანონდამრღვევი! ამით (მატერიალურად) დაზარალდებით თქვენ და ასევე ბევრი მომხმარებელიც, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს რესურსები!

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია


Tallinn University of Technology, ინფო-სესია მარიოტში, თბილისი

Tallinn University of Technology, ინფო-სესია მარიოტში, თბილისი

19 აპრილს თბილისი-მარიოტში ჩატარდა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია და ინგლისური ენის ტესტი. ტესტის ჩაბარების შემთხვევაში აღარ იყო საჭირო  TOEFL/IELTS-ის გაგზავნა უნივერსიტეტში. ინფო-სესიაზე მიმდინარეობდა წინასწარი რეგისტრაცია. თუმცა გაცილებით მეტი სწავლასმოწყურებული ახალგაზრდა მივიდა. ბევრს გავლილი არც კი ჰქონდა ონლაინ რეგისტრაცია. ამიტომ საჭირო გახდა ტესტის 3 ნაკადად ჩატარება.

ტესტი

30-წუთიანი ტესტი 40 საკითხისგან შედგებოდა. გამსვლელი იყო 31 ქულა. იქვე ასწორებდნენ. 29 ან 30 ქულის მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტის ინგლისურის პროფესორი ატარებდა გასაუბრებას. თავად ტესტი საკმაოდ მარტივი იყო (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის), ინგლისურის საშუალოდ ცოდნა საკმარისი იყო მის წარმატებით შესავსებად.

ინფო-სესია

ტესტის შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჩაატარა საინფორმაციო სესია ესტონეთისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ. ესტონეთის მოსახლეობა სულ რაღაც 1.3 მილიონი ყოფილა, უნივერსიტეტში 80 ქართველი სტუდენტი სწავლობს (შეიძლება რომელიმე მათგანი თქვენი ნაცნობიც იყოს), ესტონეთი საქართველოსთან შედარებით ცივი ქვეყანაა, მაგრამ შესანიშნავი გათბობის სისტემა აქვს (გიხაროდენ :) ); ესტონეთში ჩასვლისას შენგენის ვიზას იღებთ და შეგიძლიათ ევროპაში თავისუფლად იმოგზაუროთ… მოკლედ, კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი.  Continue reading

კარსანი


ინტერნეტში ძალიან მწირი ცნობებია კარსანის შესახებ – დასახლების, რომელიც თბილისიდან 15-იოდე კილომეტრში მდებარეობს. საჯარო ბიბლიოთეკის (ელექტრონულ) კატალოგებშიც კარსანის შესახებ წიგნები არ იძებნება. ადგილი გარკვეულწილად მისტიფიცირებულია, ვიკიპედიაში არსებული ინფორმაციაც მოკლე და გაურკევეველია, მისი ნაწილი თვითმხილველების გადმოცემებს ეფუძნება:

Screen Shot 2015-03-03 at 2.21.43 PM

ძველი შენობა ჯერ კიდევ ძალიან ლამაზად გამოიყურება. წინ აუზია (რომელსაც ფოტოზე ბუჩქები ფარავს).

IMG_0484

ოთახები, დერეფნები, ავეჯი, აღჭურვილობა – განადგურებულია. დაქცეული, ჩანგრეული, ჩამპალი სართულები, დამტვრეული ფანჯრები და კარებები, უკაცრიელი დერეფნები… 2007 წელს ოთახებში შემორჩენილი იყო პაციენტების პირადი ნივთები – კედელზე მიკრული კალენდრები, რვეულები, ჩანაწერები, ფოტოალბომები… ახლა ეს ყველაფერი ნანგრევებშია ჩამარხული.

კარსანი

ჟანგიანი კაუჭები, დრო-ჟამისაგან შეხალული კედლები, დახეთქილი საღებავი  კიდევ ერთხელ ახსენებს მნახველს რომ “დრონი მეფობენ”……

ტუბდისპანსერის კედლები დახეთქილია

ოთახებში ყველაფერი განადგურებულია, იატაკი – ატალახებული. კედლებსა და ფანჯრებზე მცენარეები იზრდება.

16276065469_9111c0c8d4_b

Continue reading

ზამთრის ლაშქრობა კახისის ტბაზე


სიგიჟეა, მართლა დიდი სიგიჟეა შუა ზამთარში თოვლში უცნობ ადგილას გაბოდიალება. მით უმეტეს, თუ ეს ადგილი ზღვის დონიდან 1752 მეტრზე მდებარეობს (ბორჯომის მუნიციპალიტეტში).

ბილიკები იწყება სოფლიდან.

გზის დასაწყისი

მიდის, სიმაღლეებს ეფინება და საბაგიროს გაუქმებულ გზას მისდევს. ალაგ-ალაგ გამოკიდებულია საბაგიროს სკამები, რომლებსაც ალბათ ტურისტები დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდა.

საბაგირო

საბაგიროები ცისკენ მიემართებიან

მოკლე გზით, ბილიკებით სავალი დაახლოებით 4,5-5 კილომეტრია. ნელ-ნელა მაღლა მიიწევ და თვალწინ ულამაზესი ხედი იშლება.

დეკემბერში რა ლაშქრობა აგიტყდაო, მკითხა ერთიორმა, მაგრამ გული თუ გულობს, კახისის ტბაზე ბობღვითაც ახვალ :)) არად ჩააგდებ გზის სირთულეს, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს, თოვლს, რომელზეც ფეხი სრიალებს და ზამთრის სუსხს…

მიდიხარ დათოვლილ გზაზე, თბილღუმელიანი სოფელი უკან რჩება, სავალი რთულდება, მაღლა-მაღლა ადიხარ და ხვდები, რომ თითოეული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გიჭირდა, ყველა დაბრკოლების გადალახვა ღირდა!!! Continue reading

რატომ არ ვუერთები ე.წ. სიკეთის კამპანიას


გადაუხადე სხვას

 რამდენიმე წლის წინ, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე “სიკეთის კამპანია” მოდური და პოპულარული გახდებოდა, ერთ ფილმს ვუყურე. Pay it Forward – გადაუხადე სხვას – ასე თარგმნეს ქართულად. ეს არის დრამა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს (მათ მაინც, ვინც ფეისბუქის კამპანიაში ჩერთო). ფილმი გამოსულია 2000 წელს. იგი შეეხება პატარა ბიჭის, ტრევორის ინიციატივას. მას სჯერა, რომ სამყარო შეცვლა უკეთესობისკენ შესაძლებელია: თუ სიკეთის მიმღები სხვა 3 ადამიანს ასევე უანგაროდ დაეხმარება და სამაგიეროდ მათგანაც იგივეს მოითხოვს. ეს არ არის კონკრეტული არჩევანი, არამედ ის, ვისაც მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს ნაცნობი იქნება თუ უცნობი.

შედარებისთვის: ფეისბუქის კამპანია ერთგვარად ჩაკეტილი წრეა – ნაცნობები უკეთებენ სიურპრიზებს ერთმანეთს. ასეთი სიურპრიზები ბევრია ხოლმე საახალწლოდ, დაბადების დღეზე, მეტნაკლებად მნიშვნელოვან თარიღებზე, მიზეზით ან უმიზეზოდ. ამას სიხარული ჰქვია და ისედაც ხდება. ადამიანები ყოველთვის ასიამოვნებენ მეგობარს, მეგობრის მეგობარს, უბრალოდ ნაცნობს. მაგრამ შეუმჩნეველი რჩება უსახლკარო მოხუცი, უდედმამო ბავშვი, ძალადობის მსხვერპლი, უსამართლო მოპყრობა და ა.შ. 

ჩემთვის სულ ერთია რამდენად წარმატებულად ჩაივლის სიამოვნების ეს ისტერია. ფილმის მიხედვით, სიკეთის კეთების მთელი მუღამი არის ცვლილებების გამოწვევა, გადამდები სიკეთისა და ცვლილებების. თუნდაც პატარა ცვლილების, რომელიც სხვებს წაახალისებს: შესაწირავის გაკეთება საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის, სხვისთვის მანქანის შეკეთება, ძალადობის შემთხვევისას პატრულში დარეკვა, ნებისმიერი ფინანსური თუ არაფინანსური ქმედება რომელიც გააუმჯობესებს სხვების ცხოვრებას. ამ ყველაფრის კეთება კი ფეისბუქის სტატუსების გარეშეც შეიძლება.

მეგობრებო, მკითხველებო, ნაცნობებო, უცნობებო, თუ მართლა სიკეთის კეთება გინდათ, გამოდით კომფორტის ზონიდან და დაეხმარეთ სხვას, დაეხმარეთ საჭიროების მიხედვით თუნდაც შემთხვევით გამვლელს. გააკეთეთ ეს შემთხვევით და არა მხოლოდ მისთვის, ვინც თქვენი ფეისბუქის სტატუსზე “დასტუკებას” დაასწრებს. :)

წარმატებას გისურვებთ :)

საახალწლო


გასული წელი საინტერესო იყო თავისი ყველა დანაკარგით და შენაძენით. ან ჯერ შენაძენით, შემდეგ – დანაკარგით. რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს, არც ემოციებს, არც დაშვებულ შეცდომებს ან მოულოდნელ აღმოჩენებს…… არც რაღაცეების გადაფასებებს…… მთავარია რომ ყველაფერი (კარგიც და ცუდიც) გასულ წელში ჩარჩა და 2015 ახალ შესაძლებლობებს იძლევა. წლის დასასრული და ახლის დასაწყისი მხოლოდ მიზეზია იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებას გადახედო და მომავალი წლისთვის სამოქმედო გეგმა დაისახო. დიახ, გეგმა, და არა უბრალოდ სურვილები. საჭიროა ოცნებიდან დაიწყო და შემდეგ კონკრეტული ეტაპები ჩამოწერო – რა დრო და რესურსები გჭირდება მათ განსახორციელებლად. მომდევნო ნაბიჯი კი ქმედებაა: გეგმის მიხედვით! მხოლოდ ასე სრულდება სურვილები და ხდები რეალიზებული. მხოლოდ ასე ხვდები რა ადვილია მიზნების მიღწევა. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა! წარსულის გახსენება კი იმისთვისაა აუცილებელი, რომ სამოტივაციო იმპულსები მიიღო!!!

წარმატებულ 2015-ს გისურვებთ! მინდა, რომ თქვენი 2015-ის სურვილები მხოლოდ თოვლის პაპისადმი მიწერილ წერილებში არ დარჩეს. მინდა, რომ წინასაახალწლო “ბუღალტერიამ” ამაოდ არ ჩაიაროს, ყველაფერი აგიხდეთ და ამაში წვლილი პირველ რიგში თქვენ თვითონვე შეიტანოთ. მინდა ყველას გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების…

ასევე მინდა განსაკუთრებული საჩუქარი მივუძღვნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელმაც 2014 წლის შემოდგმით 4 ბლოგერი საინფორმაციო ტურზე დაგვპატიჟა. მაშინ გვითხრეს, რომ კონკურსის გამარჯვებულისთვის ბუდაპეშტის ტური იყო გათვალისწინებული. მაგრამ შედეგები ხან “იმ კვირისთვის” გადაიდო,” ხან “ძალიან მალე”, ხან “2-3 დღეში” და ასე უსასრულოდ. მერე მათი ფბ-ის ფეიჯიდან ჩვენი დაშეარებული პოსტებიც გაქრა და საბოლოოდ დაგვიკიდეს. “არსაიდან ხმა, არსით ძახილი”… :) თქვე კაი ხალხო, თუ კონკურსის ორგანიზების თავი არ გქონდათ ვინ გეხვეწებოდათ! თუ დაიწყეთ ბოლომდე მაინც მიგეყვანათ. თუ რაღაც არ გამოვიდა, ადამიანურად გეთქვათ. პრიზის მიღებაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და დამოკიდებულებებია. 2 წლის ბავშვები ხომ არ ხართ დამალობანა რომ გვეთამაშეთ! :)) ჭიტაააა! დაგასტუკეთ! და გადავწყვიტე საახალწლოდ (სიმბოლურად) პამპერსი გაჩუქოთ – იმის შესახსენებლად რომ ძალიან, ძალიან ჩაისვარეთ! :) ჩემი საკონტაქტო მონაცემები კი გაქვთ და დამირეკეთ/მომწერეთ მისაღებად.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალ წელს. წარმატებული შე-მოქმედებისა და მო-ქმედების წელი ყოფილიყოს! :)

კარავი.გე-ს საახალწლო საქველმოქმედო აქცია


კარავი.გე – ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამოგზაურო ფორუმი ტრადიციულ საქველმოქმედო აქციას ატარებს.

გასული აქციების სამიზნე ჯგუფები იყვნენ საგურამო/წეროვანში მცხოვრები დევნილებიგორში მცხოვრები დევნილები, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი და ა.შ. კარავის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო აქციების უფრო სრული ჩამონათვალი ამ ლინკზეა.

ამჯერად კარავი სურამში მცხოვრებ დევნილებს ეხმარება, სულ 74 ოჯახს. ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. თან, როგორც ჩანს, მივიწყებულები არიან. თბილისთან ახლოს მცხოვრებ დევნილებს საინიციატივო ჯგუფები ან ორგანიზაციები პერიოდულად აკითხავენ (ახლოსაა და ტრანსპორტირება ადვილია). სურამში, სანატორიუმებში აფხაზეთის ომის შემდეგ ჩასახლებულ ოჯახებს კი საზოგადოების ყურადღება აკლიათ.

კარავი.გე-ს მომხმარებელთა ინიციატივით  კვირის ბოლომდე მიმდინარეობს შემოწირულობების შეგროვება, იქნება ეს თანხა, თბილი ტანსაცმელი თუ სხვა რამ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიხვიდეთ შეხვედრაზე 19 დეკემბერს, პარასკევს, რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედების ქანდაკებასთან. 18:59-იდან 19:29-მდე აქციის ორგანიზატორები იქ იქნებიან და დაელოდებიან კეთილ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან შობა-ახალი წლისთვის გაახარონ სხვები.

შაბათს დაგეგმილია საყიდლები (ჰიგიენის საშუალებების, საკვებისა და ტკბილეულის შეძენა დევნილებისთვის), კვირას კი სურამში გასვლა. დაწვრილებითი ინფორმაცია შემოწირულობისა და სხვა საორგანიზაციო დეტალების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ კარავი.გე-ზე გახსნილ თემაში.

პ.ს. დაბრუნების შემდეგ (ტრადიციულად) დაიდება გასვლის ანგარიში და ფოტომასალა.

რომელი გადამზიდით გამოვწეროთ სალაშქრო ზურგჩანთა


გადავწყვიტე რომ ზურგჩანთა ისევ მჭირდებოდა – დიდი, კომფორტული ზურგჩანთა, რომელშიც ჩავალაგებდი ყველა საჭირო ნივთს და ვიმოგზაურებდი. პატარა ყოველდღიური ზურგჩანთა ერთდღიანი გასავლებისთვისაც აღარ მყოფნის – აღარ ეტევა ფოტოაპარატი თავისი ობიექტივით, საწვიმარი, ქინდლი, ნემსი, ძაფი, სანტავიკი, კიდეც ათასი საჭირო წვრილმანი; ზამთარში და მრავალდღიიან გასვლებზე ტანსაცმლისა და საკვების მოთავსებაზე საუბარი უკვე ზედმეტია.

სასურველი ზურგჩანთის შერჩევაზე რთული გადამზიდის პოვნა აღმოჩნდა. კამექსი, რომლის მომსახურებითაც უკვე წლებია ვსარგებლობ, მსგავსი ნივთების წონას მოცულობით ითვლის. საერთო ჯამში დიდი თანხა გამოდის.

სხვა ალტერნატივები:

USSHOP.GE – როგორც რეკომენდაცია გაუწიეს, კვირაში 2 რეისი და კარგი მომსახურება აქვთ. 1 კილოგრამის ფასი $6.5-ია. მაგრამ რომ დავრეკე, მითხრეს რომ ამანათის წონა მოცულობით დაითვლებოდა. 60-ლიტრიანი ზურგჩანთა დაახლოებით 6კგ გამოვიდოდა. იმის გათვალისწინებით რომ მისი რეალური წონა 2კგ-ს არ აღემატება, სხვაობა და ჩამოტანის თანხაც საკმაოდ დიდი გამოდის!

ერთმა მეგობარმა ბარამი მირჩია – საზღვაო ტრანსპორტირება უფრო იაფი ღირსო (1კგ მხოლოდ $2 – იმ ტვირთებისთვის, რომლის მოცულობა 1 კუბურ მეტრზე მცირეა). გამიხარდა – რა კარგია! მხოლოდ $4 ჩემი ოცნების ზურგჩანთისთვის! დავრეკე ბარამის ოფისში და…. ეეეეჰ! მინიმალური გადასახადი $60-ია, სულ მცირე 30 კილოგრამისთვის იანგარიშებაო. საზღვაო გზით ჩამოტანას 45-60 დღე სჭირდება, თანაც განბაჟებისთვის თავად უნდა ჩახვიდეთ ფოთშიო. გული დამწყდა.

ის-ის იყო ხელი ჩავიქნიე, რომ ONEX.GE შემომთავაზეს – გადამზიდი, რომელსაც საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მსხვრევადი საგნების გარდა ყველაფერი ფიზიკური წონით ჩამოაქვს. 

ფასი – 1 კგ – 8,5 დოლარის ექვივალენტური ლარი ( საჰაერო მომსახურება).

დამრგვალება, მინიმალური 0,1 კგ. ხოლო მას ზევით ყველა ამანათის გადაზიდვის ღირებულება ითვლება მისი ზუსტი წონის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ერთ რეისზე უნდა მიიღოს რამოდენიმე ამანათი და რომელიმე მათგანი იწონის 0,05 კგ ზე ნაკლებს, ასეთი ამანათის წონის დამრგვალება ხდება არა 0,1 არამედ 0,05 კგ-მდე.
ონექსი კარგია ნებისმიერი ნივთისთვის, რომელშიც მოცულობით გაბერილ წონას დაიანგარიშებს სხვა გადამზიდი კომპანია. ადრე რომ მცოდნოდა, აუცილებლად მისი მომსახურებით ვისარგებლებდი ფრისბის გამოწერისას – ჩამოტანისას კამექსმა მოცულობითი წონა მიანგარიშა და 175-გრამიანი ნივთსითვის ნავარაუდებზე 10-ჯერ მეტი გადავიხადე!