სტიპენდიების კატალოგი. ნაწილი I


მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)  სკოლის (15-17 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს  შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე. პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობისათვის მოსწავლეები უნდა იყვნენ:

  1. მე-9, მე-10 და მე-11 კლასში;
  2. ასაკი: 15-17 წლის (დაბადების თარიღის მოთხოვნები ცხადდება ყოველი კონკურსისას)
  3. კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე
  4. აკმაყოფილებენ ამერიკის ვიზის მოთხოვნებს
  5. ფლობენ ინგლისურ ენას
  6. საქართველოს მოქალაქეები რომელთაც შეეძლებათ საქართველოს პასპორტის მიღება

უნარშეზღუდული მოსწავლეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. მოსწავლე უნდა იყოს 8, 9, 10, 11 ან 12 კლასში
  2. ასაკი: 15-18 წელი (დაბადების თარიღის მოთხოვნები ცხადდება ყოველი კონკურსისას)
  3. კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე
  4. აკმაყოფილებენ ამერიკის ვიზის მოთხოვნებს
  5. ფლობენ ინგლისურ ენას
  6. საქართველოს მოქალაქეები რომელთაც შეეძლებათ საქართველოს პასპორტის მიღება

კონკურსანტებს შეუძლიათ ტესტირების ერთერთ ცენტრში ჩაბარება. მათ თან უნდა იქონიონ:

  1. დაბადების მოწმობა/პირადობა,
  2. ერთი ცალი 3X4–ზე გადაღებული ფოტოსურათი
  3. საწერკალამი.

კონკურსი შედგება სამი რაუნდისაგან:

  1. ინგლისურის მოკლე ტესტი
  2. თემები ინგლისურად
  3. ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ

მოსწავლეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

FLEX პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • მგზავრობის ორივე გზა იფარება სრულად (საკუთარი ქვეყნიდან შეერთებულ შტატებამდე და უკან);
  • ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც ეხმარება სტუდენტს ჩაერთოს აქტივობებში ადგილობრივ  დონეზე და აგრეთვე შეიძინოს საჭირო პირადი ნივთები;
  • მასპინძელი ოჯახები;
  • ამერიკის საჯარო სკოლებში ჩარიცხვა;
  • პროგრამის ტრენინგების ხარჯები, გაფრენის და ჩამოსვლის შემდგომი ორიენტაციები.
  • ადგილობრივ დონეზე ორგანიზებული პროგრამის აქტივობები
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (მანამდე არსებული დაავადებების და სტომატოლოგიური მომსახურების გამოკლებით)

პროგრამას ორგანიზებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

პროგრამის მონაწილეები  მიემგზავრენიან ამერიკის შეერთებულ შტატებში J-1 ვიზის მეშვეობით, რომელიც შექმნილია გაცვლითი პროგრამის ვიზიტორებისათვის. იმიტომ რომ, პროგრამა ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ, არსებობს 2 წლიანი სამშობლოში დარჩენის მოთხოვნა და მონაწილეები ვალდებული არიან დაბრუნდნენ სამშობლოში პროგრამის დასრულების შემდგომ. დამატებითი დეტალები შესაძლოა იხილოთ აქ:  http://j1visa.state.gov/.

საკონკურსო განაცხადი ასევე შეიცავს ტესტირების განრიგსაც, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება კონკურსის გამოცხადების პერიოდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, 35ა, მე-2 სართული

თბილისი 0162, საქართველო

ტელეფონი: (+995 32) 229 21 06; (+995 32) 291 32 52

ფაქსი: (+995 32) 225 21 07

ელფოსტა: info@amcouncils.ge

One thought on “სტიპენდიების კატალოგი. ნაწილი I

  1. შენ რომ დამავიწყდი, არა უშავს ხო?! რასაც დაგპირდი არ დამვიწყებია… შენ დამავიწყდი რატომღაც 😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.