როგორ გავაუქმოთ Amazon Prime


ამაზონ პრაიმი ამერიკის ერთ-ერთი მონსტრი ონლაინ მაღაზიის მიერ დაწესებული პრივილეგიებია, რომელიც წევრებს წელიწადში $99-ის საფასურად გადაეცემათ.  იგი მოიცავს გარკვეული ნივთების უფასო 2-დღიან ტრანსპორტირებას, ვიდეოარქივზე და ქინდლის ბაზაზე უფასო წვდომას. მაგრამ ბევრისთვის ეს $99 მეტისმეტად ძვირია იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება ამაზონის სერვისებით იშვიათად სარგებლობდეს და არ უღირდეს გადახდა.

პრაიმი შეიძლება ავტომატურადაც ჩაირთოს, თუ რეგისტრაციისას შესაბამისი გრაფა გაქვთ მონიშნული. თუმცა მისი გაუქმება შესაძლებელია, გამოუყენებლობის შემთხვევაში თანხა რამდენიმე დღეში დაბრუნდება ანგარიშზე.

პრაიმის გაუქმება მარტივია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომხმარებელს ინგლისურის ინჩიბინჩი არ გაეგება. 🙂 პრობლემა რამდენიმე მარჯვე დაწკაპუნებით გადაიჭრება.  

ნაბიჯ-ნაბიჯ მიყევით ამ პროცედურებს:

  1. პირველ რიგში, შედით საკუთარ ანგარიშზე. ზედა მარჯვენა კუთხეში Hello (თქვენი სახელი) რომ აწერია, იმის ქვემოდან (account and lists)  ჩამოშლით გრძელ სიას.
  2. Your Account -ის ქვეშ ჩამონათვალში იპოვით Your Prime Membership Screen Shot 2017-04-30 at 9.31.30 PM
  3. დააჭერთ და გამოჩნდება ასეთი ეკრანი, სადაც მითითებულია თქვენი ამაზონ პრაიმის წევრობის ვადა და გადახდილი $99 მთელი წლითვის. სულ ქვემოთ, მარცხენა მხარეს, დაინახავთ 2 ჯადოსნურ სიტყვას: End Membership. რაც წევრობის დასრულებას ნიშნავს. თამამად დააჭირეთ, ეს სანუკვარი თანხის დაბრუნებისათვის აუცილებელი ნაბიჯია. Screen Shot 2017-04-30 at 9.32.18 PM
  4. შემდეგ ეტაპზე ამაზონი ცდილობს გაცდუნოთ და გადაგაფიქრებინოთ გადახდის გაუქმება. 🙂 3 არჩევანს გთავაზობთ: 1. მოგვიანებით შემახსენე 2. არ მინდა ჩემი ბენეფიტები 3. მინდა ჩემი ბენეფიტების შენარჩუნება. თუ საკუთარ არჩევანში დარწმუნებული ხართ, შუაში დააჭირეთ – I do not want my benefits. Screen Shot 2017-04-30 at 9.32.44 PM
  5. აქ ამაზონის კიდევ ერთი გაბრძოლებაა – უკვე ყოველთვიურ გადასსახადს გთავაზობთ პრაიმის ბენეფიტების შესანარჩუნებლად – თვეში $10.99. ცდუნება დიდია არა? თვალები დახუჭეთ და ისევ შუაში დააჭირეთ. End Membership.  Screen Shot 2017-04-30 at 9.33.18 PM გგონიათ პრაიმი გაუქმდა? ოლოლო თქვენ, ვერ გამოიცანით. კიდევ ერთი დაწკაპუნება გაქვთ გადასალახი.
  6. ეს ამაზონის უკანასკნელი გაბრძოლებაა, სადაც გაუქმების სხვადასხვა პერიოდს გთავაზობ: (1) ერთი წლის შემდეგ, (2) დაუყოვნებლივ, (3) მოგვიანებით შემახსენე; (4) შემინარჩუნე წევრობა. ისევ – End now – დაასრულე ახლა. Screen Shot 2017-04-30 at 9.33.37 PMაი აქ კი ყველაფერი დამთავრდა! მორჩა, ამაზონი საბოლოოდ დამარცხებულია! 🙂 თქვენი პრაიმ წევრობა გაუქმდა. ამას ამაზონი მწვანეჩარჩოიანი ნაწერითაც დაგიდასტურებთ. ახლა მშვიდად შეგიძლიათ დაელოდოთ თანხის დაბრუნებას საკუთარ ანგარიშზე. Screen Shot 2017-04-30 at 9.33.58 PM

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.