რა არის ტოეფელი


toeflტოეფელი – არის ინგლისურის, როგორც უცხო ენის ტესტი. მისი ჩაბარება მოეთხოვება ყველას, ვინც საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებას აპირებს. ტოეფელი ამერიკული ტესტია, თუმცა შეიძლება ევროპის უნივერსიტეტებმაც მიიღონ მისი ქულები. ტოეფელის ჩაბარება ნიშნავს, რომ სტუდენტს შეუძლია ლექციების გაგება, კომუნიკაცია და წაკითხულის გააზრება ინგლისურ ენაზე.

არსებობს სამი სახის ტოეფელი: Paper Based Test (PBT), Computer Based Test (CBT) და Internet Based Test (IBT). მათ სხვადასხვა შეფასების სისტემები აქვთ. თითოეულ ტესტს შორის არის გარკვეული განსხვავებები, ასე რომ უნდა იცოდე, რომელი სახის ტესტის ჩაბარების საშუალებას გაძლევს ტოეფელის უახლესი საგამოცდო ცენტრი. თუმცა, საქართველოში მხოლოდ IBT ბარდება, CBT – იშვიათად.

ტოეფელის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მათ, ვისაც განათლება აქვს მიღებული ინგლისურ ენაზე და ამის დამტკიცება დოკუმენტალურად შეუძლიათ (მაგ, ოფიციალური წერილით უნივერსიტეტის/სკოლის ადმინისტრაციიდან).

ტოეფელის გამოცდაზე გასვლა ფასიანია. საფასური განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, მაგალითად, ბანგლადეშში 150$-ს იხდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში – 170$, რუსეთში – 225$, თურქეთში – 185$, საქართველოში კი 160$. თუმცა, ფასები შეძლება შეიცვალოს, ასე რომ რეგისტრაციამდე გადაამოწმეთ ტოეფელის ოფიციალურ საიტზე.

ტოეფელის რა მინიმალურ ქულას ითხოვენ უნივერსიტეტები? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონეზე აპირებ სწავლის გაგრძელებას. ბაკალავრიატისათვის საკმარისია 61 IBT, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში კი – 79-80. თუმცა, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტებს შეიძლება უფრო მაღალი ზღვარი ჰქონდეთ დაწესებული: 100 ქულა IBT-სთვის ან კიდევ უფრო მეტი.

15 thoughts on “რა არის ტოეფელი

  1. Gamarjoba,

    “ტოეფელის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მათ, ვისაც განათლება აქვს მიღებული ინგლისურ ენაზე და ამის დამტკიცება დოკუმენტალურად შეუძლიათ (მაგ, ოფიციალური წერილით უნივერსიტეტის/სკოლის ადმინისტრაციიდან).”

    me am nawyvetma damainteresa. 🙂
    martla shesadzlebelia rom TOEFL chabareba ar damchirdes roca ucxour universitetebtan maqvs shexeba? 🙂 meotxe kursze vswavlob amzhamad da mxolod Inglisur enaze 🙂 anu TOEFL ar damchirdeba? vtqvat Evropis universitetebshi MA xarisxistvis?

    didi madloba cinascar 🙂

    • სწორად გაგიგია 🙂

      აი ლონდონის ეკონომიკური სკოლის მოხოვნა ინგლისურ ენაზე:

      If students offer the IGCSE in English as a First Language or O level (other than those specified above) and have been educated in the medium of English during their five most recent years of study (prior to 1 September 2011), then we will accept the qualification as sufficient evidence of English Language proficiency

      http://www2.lse.ac.uk/study/informationForInternationalStudents/englishLanguage.aspx

      ესეც ოქსფორდის უნივერსიტეტის გამონაკლისები

      an exemption from this requirement will be considered for applicants who have been educated full-time in the medium of the English Language throughout the two most recent years before the 15 October application deadline, and who remain in full-time education conducted in the English Language until the start of their course.

      http://www.ox.ac.uk/admissions/undergraduate_courses/courses/courses_and_entrance_requirements/english_language.html

      იმ უნივერსიტეტის საიტი უნდა შემოაწომო, სადაც გინდა სწავლა, აუცილებლად ექნებათ მითითებული. შეგიძლია წერილიც გაუგზავნო და ჰკითხო, რა სახის საბუთს ითხოვენ.

    • ets.org-იდან უნდა დარეგისტრირდე გამოცდისათვს. 160$ არის გადასახადი.

  2. მდაა.. მე ინგლისურ ფილოლოგიაზე ვსწავლობ და ყველა საგანს რაც პროფესიასთან იქნება შეხებაში ვისწავლი ინგლისურად და ეს ინგლისურად სწავლაში მეთვლება? ანუ IREX-ით მინდა რო წავიდე და ტოეფელის ჩაბარება არ დამჭირდება?

    • ყველა პროგრამა ან უნივერსიტეტი ინდივიდუალურად წყვეტს მაგას. აირექსს დაურეკე და ჰკითხე.

  3. ხომ არ იცით ვინც ჩააბარა სერტიფიკატს როდის და რა გზით მიიღებს? როგორც ვიცი ფოსტიტ უნდა მოვიდეს, მაგრამ თვენახევარია ველოდები და არ მოსულა? პირდაპირ იმ ცენტრში ხომ არ აგზავნიან სადაც ჩავაბარეთ? და თუ ასეა ეს უკანასკნელნი არ უნდა დაგვიკავშირდნენ როდესაცდ მიიღებენ?

    • შეიძლება ცოტა დაიგვიანოს, მაგრამ რეგისტრაციისას მითითებულ მისამართზე მოგივა ქულები. მანამდე ტოეფელის საიტზე შენდ ექაუნთე დაიდება და იქიდან შეგიძლია გამოყენება.

  4. gamarjobat. teofelis chabareba mminda da ikneb mirchiot sad movemzado? tu icit raime centri an kerzo piri vinc amzadebs teofelshi.

  5. gamarjoba, shegidzlia mitxra sad sheizleba vnaxo toefl ibt mtliani testi rom ubralod sawyisi qula ganvsazgvro. testis ragac nawilebi vipove marto da mtlianobashi versad vnaxe. tu shegudzlia damexmare 🙂

  6. მოგესალმებით,

    მინდა ჩავაბარო ტოეფელი. მაინტერესებს როდის არის გამოცდა და საქართველოში სად ბარდება?

  7. გამარჯობათ მინდა irex-ის პროგრამით წასვლა ამერიკაში 1 წლით, პირველკურსელი ვარ და სანამ ტოეფელზე გავალ რამე სხვა პროცედურა ხომ არ სჭირდება გასაუბრება ან რამე ასეთი?

    • UGRAD-ს გულისხმობ?
      IREX-ის საიტზე დევს დაწვრილებით ინფო.
      ჯერ აპლიკაციების შევსებაა, შემდეგ იქიდან შეარჩევენ გასაუბრებისთვის და ტესტებისთვის. რიგითობა არ მახსოვს ჯერ რომელია ტესტი თუ გასაუბრება.
      პროგრამა რომ გამოცხადდება ბლოგზე და/ან ფბ-ის გვერდზე დავდებ ინფოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.