ტოეფელის საგამოცდო ცენტრები საქართველოში


ტოეფელის გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად აკრედიტებულ ცენტრებში, მისი პერსონალის უშუალო ზედამხედველობით. დასახელება “Internet Based Test (IBT)” ნუ გაფიქრებინებთ, რომ ტოეფელის ჩაბარება შეგიძლიათ საკუთარი პერსონალური კომიუტერიდან, ან თუნდაც ინტერნეტ-კაფედან. ტოეფელის ადმნისტრაცია გამორიცხავს ნებისმიერ ასეთ მცდელობას. ისინი მხოლოდ მათ მიერ აკრედიტებულ საგამოცდო ცენტრებში იძლევიან გამოცდის ჩაბარების საშუალებას. აქ (შეძლებისდაგვარად) შექმნილია კარგი გარემო ტესტზე კონცენტრირებისათვის. ცენტრები აკმაყოფილებენ გარკვეულ ტექნიკურ და პროფესიულ სტანდარტებს, გააჩნიათ კომიუტერებითა და ყურთსასმენებით აღჭურვილი ოთახები გამოცდის დროს პერსონალი თვალყურს დევნებს სტუდენტებს, რომ სიწყნარე დაიცვან და კეთილსინდისიერად აკეთონ ტესტები.

საქართველოში 2 ქალაქში შეიძლება ტოეფელის გამოცდაზე გასვლა: თბილისსა და ბათუმში. ტოეფელის ადმინინსტრაცია არ ანაზღაურებს სტუდენტის ტრანპორტირების ხარჯებს. რეგისტრაციის გადასახადი ითვალისწინებს მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შემდეგ ტესტის შეფასებასა და სურვილის შემთხვევაში შედეგების ფოსტით გაგზავნას პირად მისამართზე და 4 ნებისმიერ უნივერსიტეტში.

თბილისში აკრედიტებული ტოეფელის საგამოცდო ცენტრებია:

  1. ამერიკული საბჭოები: ჭავჭავაძის გამზირი 27/29, ბ 19
  2. ბრიტანეთის საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი: ქუჩიშვილის ქ. #4.
  3. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი
  4. საგანმამათლებლო-საკონსულტაციო ცენტრი “კვალი”: ჭავჭავაძის 3, უნივერსიტეტის II კორპუსი.
  5. საერთაშორისო განათლების ცენტრი: ჭოველიძის 10ა

ბათუმში ტოეფელის გამოცდა ბარდება საერთაშორისო განათლების წარმომადგენლობაში: გორგილაძის ქ. #91ა.

7 thoughts on “ტოეფელის საგამოცდო ცენტრები საქართველოში

  1. ესეც შეცდომაა:
    “ტოეფელის ადმნისტრაცია გამორიცხავს ნებისმიერ ასეთ მცდელობას”
    უნდა ეწეროს “ადმინისტრაცია”

  2. უკაცრავად, სად ტარდება ტოეფელის ან აიელტისის გამოცდები?

    • ტოეფელის ოფიციალურ საიტზე უნდა ნახო თარიღები, შეიძლება ერთ კვირაში იყოს თავისუფალი ადგილი, ან ერთი თვის შემდეგ.

    • ტოეფელის ქულები ონლაინ ანგარიშზე ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 10-14 დღის შემდეგ. სერთიფიკატის მისამართამდე მოსვლას სჭირდება კიდევ 2-3 კვირა. მაგრამ ქულები უნდა გაუგზავნო უნივერსიტეტებს საიტიდან, გადაიხდი შესაბამსი საფასურს და ETS თავად გაუგზავნის შერჩეულ უნივერსიტეტს. რეგისტრაციის დროს თუ 4 უნივერსიტეტს აარჩევ, მათთვის ეს სერვისი უფასო იქნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s