სამოტივაციო წერილი სამსახურისთვის


ეს ბლოგი ძირითადად სამსახურისთვის განკუთვნილ სამოტივაციო წერილს ეხება. იგულისხმება, რომ მას ამზადებთ კარგი ორგანიზაციისთვის და არა ფეხებზემკიდია დამსაქმებლისთვის, რომლებიც მრავლად არიან ქართული შრომის ბაზარზე. სამოტივაციო წერილით დამსაქმებელს უნდა დაუმტკიცოთ, რომ ამ კონკრეტული სამუშაოს შესრულება შეგიძილიათ. ამისათვის ინტერნეტიდან შაბლონის დაკოპირებაზე მეტი უნდა გააკეთოთ.

სამსახურისთვის განკუთვნილ სამოტივაციო წერილში უნდა მოახდინოთ ვაკანსიისთვის საჭირო რამდენიმე ძირითადი უნარ-ჩვევის გამოკვეთა. ამისათვის მათი უბრალოდ ჩამოთვლა არ კმარა, საჭიროა კონკრეტული მაგალითის მოყვანა. მაგალითად, იმის მაგივრად რომ დაწეროთ “მაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი”, უმჯობესია აღწეროთ კონკრეტული შემთხვევა თუ როგორ დაგეხმარათ ეს უნარი თქვენი მიზნების მისაღწევად: ეფექტურად გაკეთებული პრეზენტაციის საშუალებით მოიპოვეთ X შეკვეთა; ან დაამყარეთ კავშირი X პარტნიორთან; ან მოიზიდეთ X დონორი/დაფინანსება. ან ნებისმიერი სხვა რელევანტური და, რაც მთავარია, რეალური მაგალითი.

ეს იმ შემთხვევაშცაა საჭირო, როდესაც ახალ სფეროში აპირებთ მუშაობის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალ პროფესიას შეიძლება ერთი შეხედვით საერთო არაფერი ჰქოდეს ძველთან, მაინც შესაძლებელია ასეთი ქეისების პოვნა და წარმოჩენა: ნებისმიერ სფეროშია გუნდური მუშაობა, სხვების ტრენინგი ან შესაძლებლობების განვითარება; მენეჯმენტის ელემენტები და ა.შ. მაგალითად, თუ ხართ მზარეული და გსურთ საკონსულტაციო საქმიანობის დაწყება, პოტენციურ დამსაქმებლისთვის შეიძლება აღწეროთ თუ როგორ უზრუნველყოფდით გუნდის წარმატებულად მუშაობას, ან როგორ ურთიერთობდით კლიენტებთან წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. ეს უნივერსალური უნარებია, რომლებმაც შეიძლება ახალი ინდუსტრიის კარი გაგიღონ.

რაც შეეხება სტრუქტურას – სამოტივაციო წერილის შესახებ წინა ბლოგებშიც არაერთხელ დავწერე ამის შესახებ. ეს უნდა იყოს კონკრეტული, მოკლე, ადვილად აღსაქმელი ნაწერი. პუნქტობრივი წერილი (ე.წ. bullet point) სხვა სამოტივაციოებისგან გამოარჩევს. იგი ვიზუალურადაც უკეთესად აღიქმება და უფრო მოკლედ (ანუ სწრაფად წასაკითხად) გამოჩნდება.

ამ პუნქტებმა უნდა გამოკვეთონ მნიშვნელოვანი საკითხები – კონკრეტული ორგანიზაციის ღირებულებები, მამოძრავებელი პრინციპები. სამოტივაციო წერილი უნდა “ლაპარაკობდეს” ამ ორგანიზაციის “ენაზე”: ამგვარად ისინი დაინახავენ რამდენად ძლიერ ხარ დაინტერესებული მათთან თანამშრომლობით და ამას დააფასებენ. ტექნიკური ენით დაწერილ სამოტივაციო წერილს ვერავინ გაიგებს და ეს ძალიან ცუდი იქნება.

როგორ გავიგოთ ორგანიზაციის “ენა”? – უნდა დაგუგლოთ ორგანიზაცია და მის ვებგვერდზე იპოვოთ “ღირებულებები”. წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რა ღირებულებების მატარებელი არიან. კონკრეტულად რას გულისხმობენ ამ ღირებულებებში, როგორ ესმით ესენი ამ ორგანიზაციაში. იმიტომ რომ ყველა ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს ერთი და იმავე ცნების თავისებური გაგება. წერილობით გაცხადებული ღირებულებების გარდა, კარგი ორგანიზაცია მათ წარმოჩენას ახერხებს მრავალფეროვანი საშუალებებით: სამუშაო კულტურით დაწყებული, პოსტერებით, ჭიქებით, ოფისის სხვადასხვა აქსესუარებით დამთავრებული. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ღირებულებების იდენტიფიცირება და სამოტივაციო წერილში წარმოჩენა. ეს დიდებული შესაძლებლობაა იმისთვის რომ კომპანიას დაუმტკიცოთ რამდენად გულწრფელად ხართ მათით დაინტერესებული.

კი, ამ ყველაფრის მოძიება, გააზრება, ინდივიდუალური ვაკანსიის და ორგანიზაციის თავისებურებების გათვალისწინება ყოველი სამოტივაციო წერილის წერისას შრომატევადია. მაგრამ ღირს. ზოგადი სამოტივაციო წერილი (აი ისეთი, ყველგან რომ აგზავნიან რედაქტირების გარეშე) ჯერ ერთი, დიდი უპატივცემულობაა და მერე – არაპროდუქტიულია. შესაბამისად, უშედეგო იქნება. ორგანიზაციას კონკრეტული მაგალითებით უნდა დაანახოთ, როგორ შეესაბამებით მათ ღირებულებებს. დიახ, ამ დახარჯული ძალისხმევის შედეგად სასურველ პოზიციაზე უფრო სწრაფად მოხვდებით ვიდრე ტრაფარეტული ფრაზებით შედგენილი წერილით. წარმატებას გისურვებთ 🙂

წარმატებული CV-ის შედგენის სტრატეგიები


 CV-ის შედგენა ერთგვარი გამოყენებითი ხელოვნებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია სამუშაოს დაწყება. არასწორად შევსებული ან გაგზავნილი CV შეიძლება წარუმატებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდეს. მნიშვნელოვანია როგორც მისი ვიზუალური, ასევე შინაარსობრივი მხარე. აქ მოცემული რეკომენდაციები დაფუძნებულია პრაქტიკაზე: ძალიან ბევრი CV-ის დათვალიერებისა და გადარჩევის შედეგად. გამოიყენეთ და გააუმჯობესეთ თქვენი შანსები.  Continue reading

რჩევები ეფექტური სწავლისა და დროის მენეჯმენტისთვის


პოსტი თარგმნილია. პირველწყარო იხ. ამ ვებ-გვერდზე 
—————–

  1. შეადგინეთ ყოველდღიური განრიგი. მასში შეიტანეთ დრო კლასებისთვის, სწავლისთვის და თავისუფალი დრო. იყავით რეალისტი. რაც შეიძლება ზუსტად დაიცავით თქვენი განრიგი.
  2. დაესწარით ყველა კლასს. ადამიანი რომელიც კურსზე ასწავლის, როგორც წესი, იგივე ადამიანია, რომელიც გამოცდებს იბარებს და შეფასებებს აკეთებს. გარდა ამისა, კლასში დასწრებით გაიგებ იმ ინფორმაციას, რომელიც სახელმძღვანელოებში მოცემული არაა.
  3. კლასში დაჯექი წინა რიგებში. ამგვარად იქ იქნება ინფორმაციის უფრო ნაკლები დამახინჯება და მეტია შესაძლებლობა, რომ უკეთ გაიგონებ და დაინახავ.
  4. ყოველ საღამოს შეადგინე შემდეგი დღის “გასაკეთებელი საქმეების” სია. ნაჩვენებია, რომ ყოველდღიურად სიის ჩამოწერის უბრალო ჩვევა პროდუქტიულობას ზრდის
  5. მოახდინე პრიორტეტების გამოყოფა. პირველ რიგში გააკეთე ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ გადადი ნაკლებ მნიშვნელოვანზე და ა. შ.
  6. შეინარჩუნე სასწავლო სივრცე მოწესრიგებულად. უწესრიგობა ყურადღებას ფანტავს.
  7. იპოვე შესაფერისი სასწავლო გარემო. იდეალურად, გარემო უნდა იყოს თავისუფალი ყურადღების გადამტანებისგან, უნდა იყოს წყნარი და ისეთი ადგილი, სადაც გაშლი ქაღალდებსა და წიგნებს. ყველაზე კარგია, თუ არ ისწავლი საწოლში, რადგან შეიძლება უფრო დაიღალო და ძილი მოგინდეს.
  8. მიეცი საკუთარ თავს სწავლისგან შესვენებები, განსაკუთრებით მაშინ თუ სწავლა ხანგრძლივად გიწევს. კარგია, თუ საკუთარ თავს დაახლოებით ყოველ საათში 5-10 წუთით შეასვენებ.
  9. გაუფრთხილდი ჯანმრთელობას. დაღლილობა, შიმშილი ან ავადმყოფობა აძნელებს ეფექტურ სწავლას. გამოიძინე ადეკვატურად და ივარჯიშე ყოველ დღე.
  10.  დააჯილდოვე საკუთარი თავი კარგი მუშაობისთვის. მცირე ჯილდოც კი კარგი მოტივატორია.
  11.  კლასის დაწყებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს. როგორც წესი ამას ძალიან მცირე დრო სჭირდება და გეხმარებათ კლასისთვის მომზადებაში.
  12. თითოეული საგნისათვის ძირითადი იდეები ბარათებზე გადაიტანეთ და გადახედეთ მათ. ბარათების (ან ფლეშქარდების) გამოყენება შესანიშნავი გზაა ინფორმაციის გადახედვისა და ცოდნის შემოწმებისათვის.
  13. თუ  კარგად ითვისებ ჯგუფურად, კურსელებთან ერთად ჩამოაყალიბე სასწავლო ჯგუფი.
  14.  არ შეგეშინდეს კითხვების დასმის. ნახავ, რომ თუ რამეს ვერ გაიგებთ, ინსტრუქტორების უმრავლესობა სიხარულით აგიხსნის უფრო სრულყოფილად. შეიძლება, რომ  შენს კლასელებსაც იგივე კითხვები  გაუჩნდეთ.
  15. როდესაც გამოცდისთვის სწავლობ, წარმოიდგინე იმ ტიპის კითხვები, რაც შეიძლება გამოცდაზე მოვიდეს და შემდეგ – თუ როგორ უპასუხებ მათ. თუ ეს არ შეგიძლია, ალბათ უფრო მეტი მეცადინეობაა საჭირო.
  16. დარწმუნებული იყავი, რომ ახერხებ სტრესის დონის მენეჯმენტს. გაარკვიე რა გეხმარება “სტრესის მოხსნაში”, იქნება ეს ვარჯიში, რელაქსაციის მეთოდები, წყნარი მუსიკა თუ სხვა რამ.
  17. თუ სტრესის, მრისხანების ან პირადი საზრუნავის  მენეჯმენტს ვერ ახერხებ, ეწვიე კონსულტანტს. იგი დაგეხმარება აღმოაჩინო რა არის შენთვის საუკეთესო საშუალება სტრესის მენეჯმენტისათვის. კარგი იქნება, თუ ეწვევი უნივერსიტეტის კონსულტაციებისა და ფსიქოლოგიური სერვისების განყოფილებას.
  18.  ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ რომ ამოისუნთქოთ! კოლეჯი შეიძლება იყოს გასართობა და დასაფასებელი გამოცდილება!

წარმატების ფორმულა


ყურადღება პროვოკაციული სათაურით მიიქცია. ჩავრთე და არც მინანია: ერთი პატარა (ინგლისურენოვანი) ვიდეოა, რომელიც წარმატების რამდენიმე მარტივ ფორმულას გასწავლის. უყურეთ და… როგორ ფიქრობთ, ის რასაც ვიდეოს ავტორი გვთავაზობს, საკმარისია წარმატების მისაღწევად?

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.

————————–

გასაუბრება სამსახურის ან სტიპენდიის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სოროსის ფონდის, აირექსის მიერ გამოცხადებული ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა, ამერიკული უნივერსიტეტების დიდი ნაწილი და სხვა კონკურსები ითვალისწინებენ ამ ეტაპის გავლას. საბუთების გადარჩევის შემდეგ აუცილებლად წარდგებით კომისიის წინაშე, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – გახვალ თუ არა შემდეგ ეტაპზე.  წკაპ

როგორ შევიქმნათ მოტივაცია


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.

—————————————-

რადიო თავისუფლების ბლოგზე კამათობენ, რამდენად შესაძლებელია ჰქონდეს ცხოვრების მოტივაცია ადამიანს, რომელმაც ბევრი რამე დაკარგა. საქმე ეხება დევნილებს, რომლებიც სახლ-კარის გარეშე დარჩნენ. ახლა ისინი საქართველოს მთავრობის მიერ აშენებულ სოფლებში ცხოვრობენ. სახლში ამოსულ ბალახს გლეჯავენ; თანაც უნდათ მთელ ქვეყანას გააგებინონ, თუ როგორ უყვართ პრეზიდენტი სააკაშვილი. მათი სხვა ნაწილი კი მთავრობის სახლის წინ პირამოკერილი შიმშილობს. წკაპ

დასკვნა: წარმატება გათვლადია


ნება მომეცით კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ მთელი ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა. ეს არის “წარმატება გათვლადია”.

სავარჯიშოები საჯარო გამოსვლისათვის


1. მომზადებული ტექსტის წაკითხვა

გამოთქმით სხვადასხვა ეფექტების მისაღწევად ერთი და იგივე ტექსტით; ვიზუალური კონტაქტი აუდიტორიასთან; ინტონაცია; პაუზები წკაპ

სიტყვით გამოსვლის წინაშე შიშის აღმოცენების მიზეზები და მათი გადალახვის გზები


1. საკუთარ თავში ზედმეტი ჩაძირულობა:
გადალახვის გზა: იფიქრეთ საქმეზე, გაამახვილეთ ყურადღება გამოსვლის შინაარსზე. თქვენს მიერ წარსადგენი პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი განცდები

2. საკუთარი შესაძლებლობების შეუფასებლობა
დააჯერეთ თავი, რომ თქვენ ხართ კარგად მომზადებული გამოსვლისთვის და შეგიძლიათ შეატყობინოთ მსმენელებს რაღაც მნიშვნელოვანი.

3. გამოცდილების უკმარობა
ფართოდ გამოიყენეთ დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობები (ოჯახი, სამსახური და ა.შ.). გამხნევდით და მოსახერხებელ შემთხვევაში მოითხოვეთ სიტყვა

4. მსმენელთა მცდარი შეფასება
შეეცადეთ მსმენელში დაინახოთ არა ბოროტი ცენზორები, არამედ გამგებიანი პარტნიორები, რომლებიც კეთილად არიან განწყობილი.

5. “ჩავარდნის” შესახებ მოგონება
შეურიგდით იმ აზრს, რომ ერთ-ერთი თქვენი გამოსვლა მართლაც შეიძლება უიღბლო აღმოჩნდეს, არ მიიღონ მსმენელებმა. ასეთი რამ შეიძლება გამოცდილ ორატორებსაც შეემთხვეთ. ამაზე თქვენი რეაგირება უნდა იყოს მშვიდი: “რა ვუყოთ, შემდეგში უკეთესად გამოვალ”. საკუთარი შეცდომების გათვალისწინება ორატორული ხელოვნების საუკეთესო გზაა.

გამოსვლის ტექნიკა


დიდი მნიშვნელობა აქვს გამომსვლელის ტექნიკას – ჟესტ-მიმიკას, ხმის ტემბრს, ემოციურობას, პოზას, მანერებს, გარეგნობას, ქცევებს და ა.შ. გარეგნობა აყალიბებს პირველ შთაბეჭდილებას და ამ პოზიციიდან აღიქმება წარმოთქმული სიტყვაც. უნდა ეცადოთ მსმენელები ისხდნენ წინა რიგებში, კომპაქტურად. კომპაქტური აუდიტორიის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე გაფანტულის. წკაპ