ამიშების დასახლება – ისტორიული “ნაკრძალი” ამერიკაში



ეს სურათები  შუა საუკუნეების ცხოვრების ამსახველი ფილმის კადრები არაა. ეს თანამედროვე ამერიკაა, თავისი უცნაური მრავალფეროვნებით. ნიუ იორკის ცათამბჯენებსა და ტექნიკის უკანასკნელ მიღწევებზე შეყვარებული ადამიანისათვის კიდევ უფრო გასაკვირია, როგორ შეიძლება XXI საუკუნის მიერ შემოთავაზებულ კომფორტზე უარის თქმა და თითქმის პირველქმნილი უბრალოებით ცხოვრება. ამიშების სოფელი ფაქტრიურად ისტორიული ნაკრძალია მაღალტექნოლოგიურ ჯუნგლებში. ესაა ხალხი, რომელიც ზოგჯერ ელექტროენერგიასაც არ იყენებს, უარს ამბობს მობილურებზე, ლეპტოპებზე, მანქანებზე. ტრანსპორტირებისთვის იყენებს ცხენსა და ფაიტონისმაგვარ საშუალებას, რომელსაც აქ buggy-ს ეძახიან. ეს მსუბუქი ეტლია, ერთგვარი რომანტიკა მათთვის, ვინც სწრაფ გადაადგილებასაა დაჩვეული. ამიშებისთვის კი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

ეს ხალხი გამოირჩევა მოთხოვნილებებისა და ცხოვრების სიმარტივით. ამიშების დასახლებაში ვერ ნახავთ ჯინსებში ან ჭრელაჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს. მათი ჩაცმის სტილი უპრეტენზიოა. აცვიათ სადად, ისევ XVII-XVIII საუკუნეების ყაიდაზე. აქ დრო გაყინულია და მოდის ტენდენციების ცოდნითაც ვერ მოიწონებთ თავს.

ქალისა და მამაკაცის ტანისამოსი

ქალის თავსაბურავები

ამიშები ევროპიდან მე-16 საუკუნეში ლტოლვილი რელიგიური ჯგუფია, ანაბაპტისტების ერთ-ერთი განშტოება.თუ ამიშებისა და მენონაიტების მემკვიდრეობის ცენტრს ეწვევით, იქაური გიდები დაწვრილებით მოგითხრობენ ისტორიას, რომელიც შეიცავს ცნობებს ზოგადად ქრისტიანობის განვითარების შესახებ ევროპაში და ამის პარალელურად, – ამიშების თემის ჩამოყალიბებისა და მიგრაციის ამბავს. მუზეუმში უზარმაზარი დარბაზი მოხატულია ამ ყველაფრის ამსხველი სცენებით. გარდამავალი ფერები, დახვეწილი ფორმები არაჩვეულებრივ ეფექტს ქმნიან. მხატვარი 3 წელი მუშაობდა ხელოვნების ამ გასაოცარი შედეგის შესაქმნელად. მოხატულობის გადაღება ნებადართული არ არის – საავტორო უფლებებს იცავენ, თუმცა მუზეუმის ვებსაიტზე რამდენიმე ფოტოა განთავსებული. ეს არის ქრისტიანობის განვითარების ისტორიასთან გადაჯაჭვული ხალხის ბედ-იღბალი, ამბები ინკვიზიციის საშინელ კლანჭებში მოქცეულ მოწამეებზე, რწმენის სახელით დევნილ მორწმუნეებზე, მათ მიგრაციაზე რუსეთსა და ამერიკაში.

ამიშების ბავშვები განათლებას ადგილობრივ სკოლებში იღებენ. ეს არის ერთ ოთახში მოთავსებული კლასები, სასწავლო პროცესიც განსხვავებულია. დამთავრების შემდეგ კი საოჯახო მეურნეობას უერთდებიან. მოკლედ, მეტად კონსერვატიული და მკაცრი წესებით მცხოვრები საზოგადოებაა. როგორც მითხრეს, ქორწინებაც მხოლოდ ერთი აღმსარებლობის მქონე ადამიანებთანაა ნებადართული, წინააღმდეგ შემთხვევაში თემი უარს ამბობს საკუთარ წევრზე. იგივე ეხება მას, ვინც თანამედროვე ცხოვრების წესს აირჩევს – ამით იგი ოჯახსა და ახლობლებთან კავშირს წყვეტს.

ამიშები, ჩვენებური გაგებით, არ მუშაობენ. მათ ვერ ნახავთ ოფისებში, სამეცნიერო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში. არ გააჩნიათ Social Security Number, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის დაწყების საშუალებას იძლევა.

სად არიან ისინი?

– ველ-მინდვრებში: მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი, სხვადასხვა ბოსტნეული და მარცვლეული

– საკუთარ სახლებში: ამზადებენ ცოცხებს, წნავენ კალათებს, ხელით კერავებ საბნებს, ბალიშებს, ფარდაგებს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს

– ავეჯის სახელოსნოებში: აკეთებენ მაგიდებს, სკამებს, კარადებს…

– ფაბრიკაში: აწარმოებენ სახელგანთქმულ ყველს- მაღაზიებში: საკუთარ ნაწარმს ყიდიან. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ აქ ძირითადად ნაღდი ანგარიშსწორება ხდება. იშვიათად იღებენ ჩეკებს და თითქმის არასოდეს – პლასტიკურ ბარათს.

რამდენადაც სახელმწიფო დასაქმების სისტემაში არ არიან ჩართულები, არც პენსიას იღებენ, არც სოციალურ დახმარებას. ამიშებს არც სამედიცინო დაზღვევა გააჩნიათ, თემი თავად ზრუნავს მოხუცსა და დავდრომილ წევრებზე. საჭიროების შემთხვევაში კი ყველა ეხმარება მკურნალობის ხარჯების დაფარვაში.  ეს არის საზოგადოება, სადაც რეალიზებულია პრინციპი – “ერთი ყველასათვის, ყველა – ერთისათვის”.

საინტერესო ინგლისურენოვანი პოსტიდან შეგიძლიათ შეიტყოთ დამატებითი ინფორმაცია ამიშების შესახებ. ეს კი ამ ხალხის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი ფოტოებია:

ხელით დაწნული კალათები

ხელნაკეთი ნივთები

ამიშების მაღაზიები, სხვადასხვა პროდუქტებით. ყიდიან როგორც საკუთარ ნაწარმს, ასევე სხვა ფირმებისას; ასევე ხელნაკეთ ნივთებს, საოჯახო საქონელს და ა.შ.

5 thoughts on “ამიშების დასახლება – ისტორიული “ნაკრძალი” ამერიკაში

  1. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ცოტა ხანი მაგათთან…თუმცა ეხლა მაგასაც ვერ ვიტყვი რომ სოფელში როცა ვარ ძაან ჰაიტექების გარემოცვაში ვიმყოფები

  2. შენ იქ დენი და მობილური მაინც გაქვს, მათ კი ესეც არა.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s