ტოეფელის ტესტისათვის რეგისტრაცია


ტოეფელის გამოცდისათვის რეგისტრაცია ხდება:

1. ფოსტის საშუალებით – საიტიდან ჩამოტვირთავ აპლიკაციას და შევსებულს აგზავნი ტოეფელის რეგიონულ ცენტრში. საქართველოს შემთხვევაში: 

Prometric

ATTN: PTC Registration

PO BOX 2024

8203AA – Lelystad

The Netherlands

Courier Address:

Prometric

ATTN: PTC Registration

Noorderwagenplein 6

8223AL – Lelystad

The Netherlands

Registration Phone: 31-320-239-540 Fax: 31-320-239-541 E-mail: euregs@prometric.com

ფორმა, გადასახადთან ერთად უნდა ჩავიდეს ტესტამდე სულ მცირე 4 კვირით ადრე. რეგისტრაციის დასტურის არ-მიღების შემთხვევაში უნდა დარეკო იმავე რეგიონულ ცენტრში ტესტამდე სულ მცირე სამი სამუშაო დღით ადრე. რეგისტრაციის ამ ფორმისას აუცილებელია აპლიკაციაში ზოგიერთი კოდის ხელით შევსება, რომელიც ონლაინ აპლიკაციის შევსების შემთხვევაში ავტომატურად ჯდება ხოლმე.
2. რეგისტრაცია ტელეფონით – პირველ რიგში, უნდა გადახედო სარეგისტრაციო ფორმას. შემდეგ რეკავ რეგიონული ცენტრის საკონტაქტო ნომერზე და ოპერატორს ავსებინებ საკუთარ მონაცემებს
3. ონლაინ აპლიკაციის შევსება, რომელიც ძალიან სწრაფი და მოხერხებული გზაა. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შეგიძლია 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს. ამისათვის უნდა შეხვიდე ტოეფელის ოფიციალურ საიტზე და შეავსო ყველა სავალდებულო ველი. ეს არის პირადი მონაცემები, რეგსტრაციის ადგილისა და დრო.

4. ტოეფელის რესურს-ცენტრში რეგისტრაცია – ზოგიერთ ადგილას შესაძლებელია ტესტის სარეგისტრაციო ვაუჩერის შეძენა ადგილობრივ ვალუტაში და/ან პირადად მისვლა და რეგისტრაცია ტოეფელის რესურს ცენტრებში. თუ პირადად მისვლა არ გსურს ამ რესურს-ცენტრებში, შეგიძლია ამ ვაუჩერით რეგისტრაცია გაიარო ნებისმიერ კომპიუტერიდან ან ტელეფონით.

რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციეთ გვარისა და სახელის სწორად დაფიქსირებას. ეს მონაცემები ისევე უნდა იკითხებოდეს, როგორც ტესტის დროს მისატან დოკუმენტშია მოცემული.

რეგისტრეაციის გავლა შეიძლება ტესტამდე 7 დღით ადრე. დაგვიანებული რეგისტრაციის გადასახადი (ტესტამდე არანაკლებ სამი დღით ადრე დარეგისტრირების შემთხვევაში) არის 35$.

გადახდის მეთოდები: გადახდა შესაძლებელია საკრედიტო ბარათებით:  American Express®, Discover®, JCB®, MasterCard® ან VISA®. დასაშვებია ელექტრონული ჩეკების გამოყენებაც, თუ საბანკო ანგარიში შეერთებულ შტატებში ან მის ტერიტორიებზე გაქვს; ასევე ვაუჩერებით, რომელსაც მიიღებ ტოეფელის ადგილობრივ რესურს ცენტრებში.

ტესტზე რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია, თუმცა ტოეფელის ადმინსტრაცია სრულად არ გინაზღაურებს გადახდილ თანხას. გამოცდამდე 2 დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში თანხის 70% გიბრუნდება, 24 საათით ადრე კი – მხოლოდ 50%.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s