სად/როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად


 ეს პოსტი მათთვისაა, ვისაც საქართველოდან იაფად გაფრენა სურს 🙂

ავიაბილეთები შეგიძლიათ დაჯავშნოთ ავიასააგენტოებში, მაგრამ ასევე შეგიძლიათ ეს გაცილებით სწრაფად და იაფად თავად გააკეთოთ. ძალიან მარტივია:

  • შედიხართ ავიაბილეთების რომელიმე საძიებო საიტზე.
  • მიუთითებთ ფრენის დროსა და თარიღებს
  • სისტემა მოძებნის ერთ ან რამდენიმე რეისს
  • შეარჩევთ სასურველს
  • შეავსებთ პირად ინფორმაციას
  • გადაიხდით თანხას და ბილეთიც თქვენია!

რომელი საიტები: 

ავიაკომპანიების საიტები მხოლოდ საკუთარი რეისების შესახებ გაწვდიან ინფორმაციას, ამიტომ სჯობია აირჩიოთ ავიასააგენტოს ვებსაიტი, რომეზეც რამდენიმე შეთავაზებას შორის მაინც გააკეთებთ არჩევანს. ქართული საიტები, როგორიცაა fly.ge ან itageorgia.ge სწრაფად და ეფექტურად ეძებს შედეგებს. თუმცა პირადად მაინც უცხოურ საიტებს ვამჯობინებ, რამდენადაც იქ უფრო იაფად ვპოულობ ბილეთებს. ქართული საიტების უპირატესობა მათი ადვილი ხელმისაწვდომობაა: შეგიძლიათ დარეკოთ ან ოფისში მიხვიდეთ და ესაუბროთ/პირადად გაარკვიოთ სიტუაცია.

ქუთაისის აეროპორტის არჩევა თბილისის მაგიერ თანხას დაგიზოგავთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სამოგზაურო ბიუჯეტი შეზღუდულია. ქუთაისი რეგიონში ყველაზე დაბალბიუჯეტიანი აეროპორტია, საიდანაც მინიმალური დანახარჯით შეიძლება მოხვდე შემდეგ დანიშნულების ადგილებზე:

იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მარტივად და კომფორტულად ქუთაისის აეროპორტში ჩასვლა, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს წინა პოსტში. 

ბილეთების დაჯავშნა ონლაინ: საკუთარი თუ სხვების ბილეთების დასაჯავშნად ბევრი საიტის ნახვა მომიხდა, ამჟამად უპირატესობას ვანიჭებ momondo.com-ს, რომელიც სხვადასხვა საიტებიდან აგროვებს მონაცემებს და ალაგებს ფასების მიხედვით (ყველაზე იაფიდან ძვირამდე). სასურველი ბილეთის არჩევის შემდეგ გადადიხართ გამყიდველ საიტზე, იქ ავსებთ პირად მონაცემებს და მაშინვე ყიდულობთ. იგივე პრინციპით მუშაობს cheapoair.com/ იმ “პატარა” განსხვავებით, რომ თუ უფრო იაფი ბილეთი იპოვა 1-2 დღის სხვაობით, ამ შეთავაზებასაც გაჩვენებთ. ასევე კარგი საიტია skyscanner.net. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, რომ ბილეთის ფასები 2-3 სხვადასხვა საიტზე ნახოთ, შეადაროთ და ისე დაჯავშნოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ ბილეთის შეძენისას:

  1. არის ავიაბილეთები, რომლის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია (გარკვეული საფასურით თუ მის გარეშე), თუმცა ზოგიერთი კატეგორიისათვის ავიაკომპანიები ამას არ უშვებენ. ეს განსაკუთრებით ეხება იაფ ბილეთებს. თუ დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავთ, ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ გექნებათ თუ არა ამის უფლება არჩეული ბილეთისათვის, რა ჯარიმის გადახდა მოგიწევთ ამისათვის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია აკეთებს არა მხოლოდ ჯანმრთელობის ან ბარგის, არამედ რეისის დაზღვევასაც. ეს ნიშნავს რომ ახალი ბილეთის შეძენა ან გადაცვლა აგინაზღაურდებათ. მიდით მათ ოფისში და დაწვრილებით გაარკვიეთ პირობები, ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება, მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ ხელი.
  2. Screen Shot 2015-11-01 at 5.09.19 PMზოგიერთ ვებსაიტს დაწესებული აქვს გარკვეული დამატებითი გადასახადი საბანკო ბარათებისთვის. ვიზა კრედიტი/დებიტით ან მასტერქარდ საკრედიტო/დებიტ ბარათით გადახდისას შეიძლება დამატებით რამდენიმე ევრო/დოლარი ჩამოგაჭრან. ამიტომ გადახდისას ყურადღება მიაქციეთ ყველა დეტალს, რომ შემდეგ საბანკო სიურპრიზის წინაშე არ აღმოჩნდეთ.
  3. ზოგიერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაბილეთის საფასურში არ შედის კვება. გაეცანით პირობებს მის შეძენამდე. ასეთ შემთხვევში ბორტზე საკვებში თავად მოგიწევთ თანხის გადახდა, ან საკუთარი მშრალი საკვების მირთმევა.
  4. თითქმის ყველა ონალიან დაჯავშნის საიტი ბილეთის შეძენის მომენტში გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევასაც. შესაძლებელია ავტომატურად იყოს მონიშნული რაიმე სახის დაზღვევა/გადასახადი, რის გამოც ბილეთის საფასურზე მეტი ჩამოიჭრება თქვენი საბანკო ანგარიშიდან. თუ სამოგზაურო დაზღვევის გაკეთება არ გსურთ, გააუქმეთ მონიშვნა და გადაიხადეთ მხოლოდ ბილეთის თანხა. ალტერნატივა: ქართული სადაზღვევო კომპანიებს აქვთ იაფი სამოგზაურო დაზღვევა (ტარიფები იწყება 1 ლარიდან დღეში), რომელიც შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში გამოიყენოთ.
  5. საიტიდან ბილეთის ძებნის შემთხვევაში თანხას იხდით მაშინვე. “ამ ბილეთს შევინახავ და ხვალ გადავიხდი” არ მუშაობს ამ შემთხვევაში. თუ რამდენიმე დღის შემდეგ გსურთ ანგარიშსწორება, მაშინ ადგილობრივ ავიასააგენტოებს უნდა მიაკითხოთ.
  6. ბილეთების ფასები ყოველდღიურად იცვლება. რაც უფრო ადრე დაჯავშნით/გადაიხდით, უფრო იაფად იპოვით. ასევე შესაძლებელია რომ იაფი ბილეთები რაღაც პერიოდის შემდეგ გამოჩნდეს ან გაქრეს. რჩევა: ხშირად ათვალიერეთ ავიაბილეთების ვებსაიტები, დღეში რამდენჯერმე, რომ სასურველი ბილეთი არ გამოგრჩეთ.
  7. გაწევრიანდით ავიაკომპანიების კლუბებში, რაც რეგულარული ფრენების შემთხვევაში გარკვეულ უპირატესობებს მოგანიჭებთ. მაგალითად, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს აქვს პანორამა კლუბი. მისი წევრობა უფასოა. დაგროვებული მილების მიხედვით, წევრის სარგებელი მოიცავს ბარგზე დამატებით კილოგრამებს (მაგ, ხელბარგში 7-ის მაგივრად 12კგ-ის ატანას), ბიზნეს-კლასით მგზავრობას, ბილეთის გადაცვლას ჯარიმის გარეშე და ა.შ.

ბედნიერ ფრენას გისურვებთ 🙂

P.S. ძალიან ბევრი მირეკავს და კოპიტნარის აეროპორტს კითხულობს. არანაირი პირადი და პროფესიული შეხება ქუთაისის აეროპორტთან არ მაქვს. ფრენებთან დაკავშირებით (და არა მხოლოდ) ინფორმაცია თუ გაინტერესებთ, გადადით უშუალოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ვებსაიტზე.

დაწკაპუნება თუ მაინც დაგეზარათ ( 🙂 ), აქვეა იმავე საიტიდან აღებული ტელეფონის ნომრები და დაუკრეკეთ უშუალოდ მათ:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ტელ.: 0431 23 70 00 (ეს საერთაშორისო ნომერი არ გეგონოთ, ქუთაისის კოდია)

Email: infodesk@airports.ge

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

+995 32 2 48 73 00

+995 32 2 48 73 05

Email: info@airports.ge

ქ. თბილისი 0158; სამგორის რ-ნი აეროპორტის დასახლება, აეროპორტი.

კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით:

business@airports.ge

 

8 thoughts on “სად/როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად

  1. გიჟები არიან, 10 საათი ფრენა გერმანიიდან საქართველომდე! თვითონ გავაფრენ, ვიდრე თვითონ გავფრინდები!!!

    • momondo.com-იდან შეიძლება ყველაზე იაფი ბილეთების პოვნა

    • პირადად არ გამომიყენებია, თუმცა ბევრი ყიდულობს. იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც Momondo, ანუ სხვადასხვა საიტებიდან მოაქვს ფასები და ლარში აჩვენებს. ყოველ შემთხვევაში შეადარეთ ხოლმე ფასები სხვა მსგავს საიტებს. აქ ასევე შეგიძლიათ ქართულენოვანი მხარდაჭერის მიღება. წარმატებები.

  2. Pingback: სწავლა საზღვარგარეთ – გამგზავრებისწინა სამზადისი | Your Study Guide in the USA and Europe

  3. Pingback: სწავლა საზღვარგარეთ – მომზადების დანახარჯები | Your Study Guide in the USA and Europe

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.