IELTS სტრუქტურა


IELTS შედგება 4 კომპონენტისგან: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი.

გამოცდა იწყება მოსმენის სექციით: გასმენინებენ სხვადასხვა ტიპის რამდენიმე ჩანაწერს, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 30 წუთია.

  • ჩანაწერი 1 – ორი ადამიანის საუბარი ყოველდღიური თემის შესახებ
  • ჩანაწერი 2 – მონოლოგი ყოველდღიური თემის შესახებ
  • ჩანაწერი 3 – საუბარი რამდენიმე ადამიანს შორის (მაქსიმუმ 4) საგანმანათლებლო ან ტრენინგის თემის შესახებ (მაგალითად, უნივერსიტეტის ლექტორი და სწტუდენტი განიხილავენ დავალებას)
  • ჩანაწერი 4 – მონოლოგი აკადემიური საგნის შესახებ (მაგალითად, უნივერსიტეტის ლექცია).

კითხვის კომპონენტში 40 საკითხია, რომლებიც ამოწმებს რამდენად კარგად შეგიძლიათ ლოგიკური არგუმენტების გაგება, ავტორის აზრის გამოცნობა, სხვადასხვა დეტალების თუ მთავარი იდეის გაზრება. გამოცდაზე მოდის 3 ტექსტი, თითოეულისთვის საშუალოდ 20 წუთია გათვლილი. საერთო ჯამში, კანდიდატს კითხვის სექციისათვის 60 წუთი აქვს გამოყოფილი.

  • აკადემიური ვერსიის შემთხვევაში ტექსტები ამოღებულია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან, წიგნებიდან. ისინი არ ითხოვენ კონკრეტულ საგანში სპეციალიზაციას, თუმცა განკუთვნილია მათთვის, ვინც უნივერსიტეტში ან პროფესულ პროგრამებზე აპირებს სწავლის გაგრძელებას.
  • ზოგადი ვერსია ასევე შეიცავს ამონარიდებს წიგნებიდან, ჟურნალებიდამ რეკლამებიდან თუ ინსტრუქციებიდან. იგი მორგებულია იმ სიტუაციებზე, რაც ინგლისურენოვან ქვეყანაში მუშაობის მსურველს შეიძლება შეხვდეს.

რაც შეეხება წერას, ორივე – აკადემიური და ზოგადი ტესტის ჩაბარების შემთხვევაში 2 თემაა დასაწერი. ამ სექციის საერთო ხანგრძლივობა 60 წუთია.

აკადემიური წერის დავალებები მდგომარეობს შემდეგში:

  • დავალება 1: მოცემული იქნება ცხრილი, გრაფიკი, რუკა, გეგმა ან დიაგრამა და უნდა გადმოსცეთ იქ მოცემული ინფორმაცია თქვენი სიტყვეით. შეიძლება მოგთხოვონ მონაცემების ინტერპრეტაცია, სხვადასხვა  პროცესის აღწერა და ა.შ. ნაწერი უნდა იყოს არანაკლებ 150 სიტყვა.
  • დავალება 2: აქ მოითხოვენ კონკრეტული თემის ან პრობლემის შესახებ თქვენი აზრის დაწერას – არანაკლებ 250 სიტყვის.

ორივე დავალება უნდა დაიწეროს ფორმალური  სტილით..

ზოგადი IELTS-ის წერითი დავალებებია:

  • დავალება 1: მოცემული იქნება სიტუაცია და მოგთხოვენ ადწეროთ ინფორმაციის მოთხოვნის წერილია, ან სიტუაციის ახსნა. წერილი შეიძლება იყოს პირადი, ნახევრადფორმალური ან ფორმალური სტილის.
  • დავალება 2 – აქ დასაწერია ესსე კონკრეტული  თემის ან პრობლემის შესახებ. იგი შეიძლება იყოს არაფორმალური სტილის.

საუბრის კომპონენტი: გრძელდება საშუალოდ 11-14 წუთის განმავლობაში. იგი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან და მისი მიმდინარეობა იწერება.

  • ნაწილი 1 – გამომცდელი გეკითხება თქვენი და სხვადასხვა ნაცნობი თემის შესახებ, როგორიცაა ოჯახი, სახლი, მეგობრები, სამუშაო, სწავლა და ინტერესები. ეს ნაწილი გრძელდება 4-5 წუთის განმავლობაში
  • ნაწილი 2 – გამომცდელი გაძლევთ კონკრეტულ თემას. თქვენ გაქვთ 1 წუთი პასუხის მოსამზადებლად და შემდეგ 2 წუთი სასაუბროდ. შემდეგ რამდენიმე კითხვას დაგისვამენ.
  • ნაწილი 3 – გამომცდელი მეორე ნაწილის თემის შესახებ უფრო დეტალურ კითხვებს დაგისვამს. მისი საერთო ხანგრძლივობა 4-5 წუთია.

 

One thought on “IELTS სტრუქტურა

  1. Pingback: TOEFL iBT თუ EILTS? | Your Study Guide in the USA and Europe

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.