ნუ იპარავთ პოსტებს!!!


4 წელზე მეტია ათასობით ადამიანი უფასოდ სარგებლობს იმ რესურსით, რომელსაც საკუთარი დროისა და ენერგიის ფასად ვქმნი და ამ ბლოგზე ვაქვეყნებ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ – საავტორო უფლებების დაცვაა! სანამ რაიმე ინფორმაციას, ან თუნდაც ფრაზის გადატანას გადაწყვეტთ საკუთარ საიტზე, ითხოვეთ ნებართვა!!!! არსებობს კონტაქტის ფორმა, არსებობს კომენტარები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი – gijmaj.press@gmail.com. მომწერეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები (1) ინფორმაცია დავხურო და (2) პასუხისგებაში მივცე კანონდამრღვევი! ამით (მატერიალურად) დაზარალდებით თქვენ და ასევე ბევრი მომხმარებელიც, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს რესურსები!

2 thoughts on “ნუ იპარავთ პოსტებს!!!

  1. არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც სხვისი რესურსით ცდილობ საკუთარი ბლოგისა თუ საიტის პოპულარიზებას. ყველაზე დიდი პრობლემა კი ისააა, რომ ხშირად აღიარებული ვებ-გვერდები იტაცებენ სხვის მასალას და თავისად ასაღებენ. იმედი გვაქვს, მომავალში უფრო მეტად დაიცავენ საავტორო უფლებებს და პლაგიატის პრეცედენტები აღარ განმეორდება.

    პატივისცემით, ჟურნალი “თემლოჯი” – http://www.temlog.com/

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.