“მეზობლები არ შეაწუხოთ” ანუ რატომ არ უნდა გაჩერდეთ სასტუმრო “ფიჭვნარში”, ქობულეთი


“დაბოღმილი” პოსტი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

თითქმის ერთი კვირა ქობულეთში გავატარე – სასტუმრო “ფიჭვნარი”, აღმაშენებლის 626. ეს ის ადგილია, სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი, ვისთვისაც სერვისები მნიშვნელოვანია. სასტუმროს უპირატესობა მხოლოდ ზღვასთან სიახლოვე და ფასია, სხვა დანარჩენი კრიტიკას ვერ უძლებს.

1. საოცრად უყურადღებო პერსონალი. ყველა ჩვენს თხოვნას აბსოლუტური გულგრილობით ხვდებოდნენ. რატომღაც დარწმუნებული იყვნენ რომ სასტუმროში ყველაფერი რიგზე იყო. საუზმეზე დაგვიანებულებს მისალმების მაგივრად შეცხადებით გვეგებებოდნენ: “უი, თქვენ ახლა მოხვედით?!”  და თუ არ ეტყოდი აზრადაც არ მოსდიოდათ საკვების შეთავაზება/მოტანა. ღამე ციოდა, თბილი საბნები ვთხოვეთ და უხეშად მოგვიშორეს (“მთელი დღე დავრბივართ და ვერ მოგიტანთ”). ვინც მეტი დაჟინება გამოიჩინა, საკმაოდ თხელი და სუნიანი დასაფარებელი მისცეს (მაინც სციოდათ). სასტუმროს პატრონმა უტაქტო და შეურაცხმყოფელი შენიშვნა მისცა ჩვენს უცხოელ სტუმარს წონასა და ფორმაზე. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ძალიან ნაწყენი დარჩა. 

2. ბევრ ოთახში ცხელი წყალი არ მუშაობდა. როდესაც სასტუმროს პატრონს ამის შესახებ ეუბნებოდნენ, საპასუხოდ უმტკიცებდა რომ წყალი ყველგან ცხელდება! (😀 ) არადა ფაქტი ჯიუტი იყო – ტრენინგის მონაწილეების მესამედს მაინც ცხელი წყლისთვის მეზობელ ოთახებში უხდებოდა მიგრაცია.

3. საკვები – ძალიან უბრალო და უგემური. ერთადერთი პიცა მომეწონა, დანარჩენი ყველაფერი ძალიან ცუდი მზარეულის უგულოდ გაკეთებული იყო.

4. საკონფერენციო დარბაზი – სრული კოშმარი! ჯერ ნახევრადსარდაფი, შემდეგ – უწესრიგოდ მიყრილი სკამები და მაგიდები (რომლებიც აშკარად არასაკმარისი იყო 30+ ადამიანისათვის), გარდა ამისა – მოშლილი ელექტროგაყვანილობა. ერთადერთი ნათურა სუსტად ანათებდა ოთახს და ნახევრად ბნელში გვიხდებოდა ყოფნა.

5. ეკონომია – ყველაზე უარესი და ძუნწი გაგებით. დაწყებული იქიდან რომ 3-კაციან ოთახში 1 პატარა პირსახოცი დაგვხვდა, დამთავრებული მბჟუტავი ნათურებით და თითქმის ყველა დეტალით. ნაგვის ურნა ზოგ ოთახში იდგა, ზოგში არა. აზრად არავის მოსდიოდა ქაღალდის ან საპნის დამატებით შემოტანა (ერთხელ ვთხოვეთ – დაიკიდეს. მეორედ უკვე მოვთხოვეთ და – “არ იყო?” – გაუკვირდათ. კიდევ უფრო გაოცდნენ როცა გაიგეს რომ იყო და გათავდა. შემდეგ – “თუ არის მოვიტანთო”. ეჰ…). მენიუც ვერ უძლებდა კრიტიკას. მაცივარში ჩანდნენ წინა სადილიდან მორჩენილი საკვები და ლიმონათის ნახევრად დაცლილი ბოთლები… პერსონალი თურმე ცივ წყალში რეცხავდა ჭურჭელს (ესეც შემოგვჩივლეს). ყავა პირველივე დღის ბოლოს დამთავრდა. სასმელად ლიმონათი მოგვართვეს – ძალიან იაფფასიანი, რომელსაც მე პირადად არ ვეკარები. 90-იანების წვენებს მაგონებს, ფხვნილები რომ იყიდებოდა, ცივ წყალს დაასხამდი, შეანჯღრევდი და მზად იყო. მაშინ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა, მაგრამ ახლა? როცა ნაირ-ნაირი ცივი და ცხელი სასმელებით სავსეა მარკეტები…. ???🙂

6. პერიოდულად – “ადრე დაიძინეთ, მეზობლებს აწუხებთ” (!!!! :D). რამდენად წუხდებოდა მეზობელი კიდევ საკითხავია😀 უკანასკნელ  ღამეს, როდესაც ფილმზე ვმუშაობდით და მასალებს ვამონტაჟებდით, განრისხებული მასპინძელი შემოგვივარდა – როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი ასეთი საქციელი, მესამე სართულიდან ხმაური გამოდისო. ავედით, ვნახეთ – სრული სიწყნარე იყო. მაგრამ “მეზობლები მაინც წუხდებოდნენ”.🙂

(ჯუსტ ინფორმაციისათვის: ხმაურები, ღამის თევები, დალევა, მოწევა, სიმღერები, ფრისბის თამაში, ჯოკერი, სიურპრიზები, პრიკოლები და ა.შ. ყველა ტრენინგის თანამდევი მოვლენებია.).

რჩევა ბანკებს, რომლებიც სასტუმროს გახსნისათვის კრედიტებს იძლევიან: “სასტუმრო”, თუნდაც “ჰოსტელი”, მხოლოდ კედლები არ არის. ვისაც “სერვისის” მნიშვნელობა არ ესმის, კრედიტი არ უნდა მისცეთ! ან შესაბამისი ტრენინგების გავლა დაავალდებულეთ, ან შეეგუეთ იმ აზრს რომ მალე გაკოტრდებიან!

რჩევა სასტუმროს უცხვირპირო მფლობლებს: ისწავლეთ ღიმილი და სტუმრის დახვედრა! მეზობლებზე თუ ზრუნავთ შეეშვით ბიზნესს, შემოსავლის მიღება თუ გინდათ გამოიმუშავეთ ურთიერთობის ელემენტარული უნარ-ჩვევები!

რჩევა მათ, ვინც “ფიჭვნარში” გაჩერებას ფიქრობს – გამოუვალი მდგომარეობა თუ არ გაქვთ, არ ღირს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s