ქართული აუდიო წიგნები


არსებობს თუ არა ქართული აუდიო წიგნები? რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა არ ისე ბევრი, როგორც, მაგალითად, ინგლისურ ენაზე. აუდიო წიგნი კარგი მეგობარია მათთვის ვისაც უჭირს ან არ შეუძლია კითხვა. აუდიო წიგნების მოსმენა შეიძლება მგზავრობისას ან წყნარი საქმის კეთებისას. ან უბრალოდ მაშინ, როცა მოგინდება 🙂 ამისათვის მხოლოდ მობილური ტელეფონი, კომპიუტერი ან სხვა აუდიო მოწყობილობაა საჭირო. და ინტერნეტიც – თუ ონლაინ მოსმენას აპირებთ.

ქართული აუდიოწიგნების კატალოგი (ჯერჯერობით) მწირია, თუმცა სხვადასხვა პროექტის ან მოხალისე-გამხმოვანებლების ძალისხმევით ნელ-ნელა იზრდება. მათი უმეტესობა ფასიანია და ქართული ელექტრონული წამკითხველის – საბას აპლიკაციით არის ხელმისაწვდომი. თუმცა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლოთათვის საბას აუდიოწიგნებით სარგებლობა უფასოა. 286 ფასიანი აუდიოწიგნი დევს გუდას და პალიტრა ლ-ის საიტებზე. ეს იდენტური კატალოგია, მომხმარებელზეა დამოკიდებული სად გადაწყვეტს მათ შეძენას.

აუდიოწიგნების უფასო რესურსებიც მრავალფეროვანია:

Continue reading

Kindle Keyboard, Wi-Fi, 6″ E Ink Display


Kindle Keyboard

Kindle Keyboard

მოკრძალებულ მუყაოს ყუთში არის მოთავსებული, რომელშიც შედის დამტენი, უსბ და მინი ინსტრუქციის წიგნი:

დიზაინი:
Amazon Kindle 3 იწონის 235,3 გრამს, რაც ხდის მას ძალიან კომპაქტურ მოწყობილობას, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ ყველგან სადაც მოგესურვებათ. იქნება ეს სკოლა, უნივერსიტეტი, მგზავრობა და აშშ. ფაქტობრივად ეს მოწყობილობა მსუბუქია ნებისმიერ წიგნზე თუ ჟურნალზე. უკანა მხარეს აქვს ორი სტერეო დინამიკი, რომლებსაც საკამოდ ნორმალური ხმა აქვს. ეს დინამიკები შეგიძლიათ გამოიყენოთ აუდიო წიგნის ან უბრალოდ მპ3 ფორმატში მუსიკის მოსასმენად. კლავიატურა არის საკმაოდ კომპაქტური და პატარა ზომის. შეიძება ითქვას, რომ მეტისმეტად პატარაც კია და ზოგიერთ ადამაინს შეიძლება მასთან ურთიერთობა ცოტათი გაუჭირდეს. ქვედა მხარეს აქვს ხმის მარეგულირებელი ღილაკი, ჩასართავი ღილაკი, უსბ და ყურსასმენების პორტი.

E Ink ეკრანი:
ყველაზე კარგი მახასიათებელი რაც ამ რიდერს გააჩნია არის ე.წ ,,ელექტრონული მელნის“ ეკრანი.“ უბრალოდ უნდა ნახოთ ეს, რათა სრული სიცხადით შეიგრძნოთ ამგვარი სახის ეკრანის დადებითი მხარეები. პირველად ყუთი როდესაც გავხსენი და კინდლი ჩავრთე მეგონა ეკრანი ფურცლით იყო დაფარული, რომელზედაც ამოპრინტერებული ტექსტი ჩანდა, იმდენად რეალური ფურცლის შთაბეჭდილებას ტოვებს E Ink Screen-ი. მაღალი გარჩევადობისა და ნათელი ეკრანის წყალობით თქვენ შეგექმნებათ შთაბეჭდილება თითქოს წიგნს თუ კითხულობთ და არა ელექტრო მოწყობილობას. ერთ-ერთი დადებითი თვისებაა ისიც, რომ მზის შუქზე ეკრანი არ ლაპლაპებს, შესაბამისად არ გჭირდებათ სპეციალური ეკრანის დამცავი.

Wi-Fi:
Amazon Kindle 3 აქვს wi-fi, რაც საშუალებას გაძლევთ პირდაპირ ონლაინ ბიბლიოთეკებიდან გადმოიწეროთ წიგნები. გამოიყენოთ ამაზონის უფასო ბიბლიოთეკა, შეამოწმოთ იმეილი. კინდლს აქვს თავისი ბრაუზერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ სახის საიტი უპრობლემოდ გახსნათ. თუმცა ინტერნეტში საკმაოდ ნელა მუშაობს და შეიძლება ითქვას ნერვების მომშლელადაც კი. თუმცა თავის დაკისრებულ ფუნქციას(რაც წიგნების მოძებაში და გადმოწერაში მდგომარეობს) შესანიძნავად ასრულებს. ბრაუზერში კინდლს აქვს ,,მზა საიტების” ლინკები, რომლებიც მოხერხებულად იხსნება კინდლის 6 ინჩიან ეკრანზე.

ბატარეას ხანგრძლივობა:
რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ ამაზონი აცხადებს, რომ კინდლის ბატარეას ხანგრძლივობა არის 2 თვე. ეს მართლაც ასეა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ wifi და 3g გამორთული გექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში უკმაყოფილო მაინც არ დარჩებით. როგორც არ უნდა მოიხმაროთ კინდლი ბატარეა 3-4 კვირა ყოფნის. ბატარეას მაჩვენებელი ზედა მარჯვენა კუთხეშია. კინდლი იტენება როგორც უსბს ასევე ელექტრო სატენის საშუალებით.


გადაფურცვლის ღილაკები:
გადაფურცვლის ღილაკები მდებარეობს ეკრანის ორივე მხარეს, რაც უდავოდ დიდი პლიუსი და კომფორტულია. მარტივი დაკლიკებით შესანიშნავი სისწრაფით შეგიძლიათ გადაფურცლოთ ელ. წიგნი.

მეხსიერება:
მეხსიერება შეადგენს 4 გბ-ის,(დაახლოებით 3500 წიგნი) რაც სრულიად საკმარისია შესანიშნავი ბიბლიოთეკის შესადგენად. თუმცა აქედან დაახლოებით 3გბ არის ხელმისაწვდომი სრულად გამოსაყენებლად. ერთ-ერთ მინუსად ის შეიძება ჩაითვალოს, რომ კინდლს არ აქვს მეხსიერების ბარათის პორტი, განსხვავებით სონის რიდერებისგან. მაგალითად: SonyPrs650-ს აქვს ორი მეხსიერების ბარათის პორტი და ამით 32 გბტამდე არის შესაძლებელი მეხსიერების გაზრდა.

წიგნების ფორმატი:
AZW, PDF, TXT, MOBI, PRC, AAX, AA, MP3; HTML, DOC, JPEG, GIF, PNG, BMP. პდფ ცოტა რთულად არის საქმეს, ვერ ვიტყვი რომ იდეალურად ხსნის, მაგრამ წაკითხვა შესაძლებელია. პდფ ძირითადად Landscape Mode-ში იკითხება. კითხვის პროცეში შეგიძლიათ შრიფტის რეგულირება, ჩანიჩვნა, ჰაილაითების გაკეთება და მონიშვნა.

დადებითი მხარეები:

  • უმაღლესი ხარისხის ეკრანი
  • კითხულობს ქართულად
  • ნორმალური ფასი
  • ბატარეას გამძლეობა
  • Wi-Fi

უარყოფითი მხარეები:

  • უფერადო ეკრანი
  • თაჩ სკრინი არ არის(მე ეს ნაკლად არ მიმაჩნია)
  • ღამე საკითხავად საჭიროა დამატებითი სინათლის წყარო
  • კლავიატურის დიზაინი დასახვეწია
  • არ ედება მეხსიერების ბარათი

საბოლოოდ:
მოკლედ თუ წიგნების მოყვარული ხარ და გინდა დიდი ბიბლიოთეკა გქონდეს, მაშინ ეს რიდერი შენთვისაა. მარტივად რომ ვთქვა გადაყარა ყველა წიგნი ან გაყიდე და იყიდე ეს მოწყობილობა- შესანიშნავი ეკრანით, ,,დაუმარცხებელი” ბატარეათი, მსუბუქი დიზაინით და 3500 წიგნით .

—————-

წყარო: ფორუმ.გე

რატომ არ ვწყალობ მწერალთა კავშირს


რა დაგიშავეს მოხუცებმაო, გულდაწყვეტილად მკითხა როდრიგომ მეზობელ ბლოგზე, როცა მწერალთა კავშირზე დავწერე რით ვერ დასამარდა-მეთქი ერთხელ და სამუდამოდ ეგ ცოცხლად მკვდარი ორგანიზაცია. წკაპ

ჩვენს მწერლობაზე-დ


XXI საუკუნემ თავისუფლების არნახული ხარისხი მოიტანა. გაიხსნა ჩაკეტილი საზღვრები, ფაქტიურად წაიშალა დროისა და სივრცის ზღვარი, აიხსნა აუხსნელი და გამოუნობი ტაბუები, ბეჭდები, შიფრები, იატაკქვეშეთიდან გამოვიდა ბევრი დამალული -იზმი და -ისტი, სამყარო გახდა უფრო ჭყეტელა, მყვირალა და, ამასთანავე, გადარეულიც. ცვლილებები შეეხო ჩვენს მწერლობასაც. შესუსტდა კავშირები და მწერალთა გილდიები,ახალგაზრდა მწერლებმა ბიუროკრატიულ ერთობებს დამოუკიდებელი მოღვაწეობა არჩიეს. ამ რამდენიმე წლის წინ აქტუალურმა დებატებმა თემაზე: “საჭიროა თუ არა მწერალთა კავშირი?” ბოლოსდაბოლოს გადაჭრილი პასუხი მიიღო: “არა!” წკაპ

მწერლები და მკითხველები


ქრისტეშობამდე და მას შემდეგ კიდევ 1900 წელზე მეტი ახალი ამბები, ლიტერატურული შედევრები უბრალო ხალხს ზეპირად გადაეცემოდა. ამიტომ შეიქმნა ამირანის შესახებ მითის 94 და ვეფხისტყაოსნის რამდენიმე ხალხური ვარიანტი. მსოფლიო მნიშვნელობის ფოლკლორული შედევრების მთელი რიგი ვარიანტებიც.

წარმართული ხანის ქართული მწერლობის ნიმუშებზე ბევრი არაფერი მახსენდება, ის კი ვიცი რომ ქრისტიანობამ განავითარა წიგნიერება. აქ დააწრუწუნე

ზოგიერთი რამ


საქართველოს 1930იანი წლების მწერლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბევრს საუბრობდნენ თვითკრიტიკაზე და პარტიული “ხელშეწყობით” “წახალისებულები” ავადმყოფური მოთმინებით შეუდგნენ საკუთარი თაის გაკიცხვასა და განადგურებას. “თვითკრიტიკამ” მწვავე და მასშტაბური ხასიათი მიიღო, თვითუარყოფაში, საკუთარ წარსულზე, ქმედებებზე, წინაპრებზე უარის თქმაში გადაიზარდა და მეტად მახინჯ ფორმებად ჩამოყალიბდა. სედეგად, “თვითკრიტიკის” ზემძლავრმა ტალღამ დაუნანებლად გაანადგურა წარსულის ყოველგვარი “გადმონაშთი” და საკუთარ ნანგრევებში პროგრესის ახლადამოწვერილი ნერგებიც მოიყოლა. თან ჩაიტანა უამრავი ადამიანის დამსხვრეული ცხოვრება და ოცნებები და კარი დაუხში სიახლეებისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვას. აქ დააწრუწუნე

როგორი უნდა იყოს პოეტი?


მივბლაყუნობდი გუშინ ქუჩაში და ორი ყმაწუილის კამათს შევესწარი. ერთი მეორეს გამალებით უმტკიცებდა, პოეტი აუცილებლად ლოთი თუ არა მაგარი მსმელი უნდა იყოს და გამოთქმით კითხა ეკერკებოდესო. ის ყმაწვილები რამდენად სერიოზულად კამათობდნენ არ ვიცი, მაგრამ მე კი საფიქრალი გამიჩინეს.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მოთხრობა, რომელიც იაკობ გოგებაშვილს ეხებოდა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ ისიც მსგავს დიალოგს შესწრებია, რომელიც მას შეეხებოდა, კერძოდ, ორი ბავშვი იმაზე საუბრობდა თურმე, იაკობ გოგებაშვილმა დედა ენა დაწერა და მოკვდაო. ერთი ძალიან დარწმუნებული ყოფილა, რომ მწერლები დაწერდნენ და მაშინვე კვდებოდნენ… ესეც კიდევ ერთი სამწერლობო სტერეოტიპი.

გალაქტიონი ჩამოყალიბებული ლოთი იყო, და თუ არა ნასვამი, სხვაგვარად ვერ წერდა ლექსებს – ესეც სხვა…

და კიდევ რამდენი ასეთი…

ვინც ამას ამბობს, არ იცის ისტორია, და ტვინის განძრევაც ეზარება.

პირველყოფილი პოეტები იყვნენ ბაჯგვლიანი და შიშველი ადამიანები, რომლებმაც პირველად მოწყვიტეს რაღაც ველური ყვავილი და უშნო ღრეჯით (ქოლგეითის არხმარებით გაშავებული კბილებით) მიაწოდეს თავისი გულის სატრფოს.

მეორე ეტაპზე პოეტურად ითვლებოდა სხეულის რომელიღაც ნაწილზე (სავარაუდოდ) ჭადრის ფოთლის აფარება და ვნებამორეული ცეკვა………..

შემდგომ…. თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია მოვლენების შემდგომი განვითარება… ის კი ფაქტია, რომ ქრისტეშობის შემდეგ პოეტებად, ძირითადად, საერო და სასულიერო არისტოკრატია იწოდებოდა. ისხდნენ ბუხართან, ჭუჭყიანი ხელებით გოჭის თავს გეახლებოდნენ და … თხზავდნენ რაღაცეებს…. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნადირობდნენ, სახელმწიფოს მართავდნენ, მხედართმთავრობდნენ, იგინებოდნენ, ქალებს იტაცებდნენ და ა.შ.

XIX საუკუნის მიწურულამდე პოეზია და მწერლობა ელიტარული საქმიანობა იყო. პროლეტარიატი პოეზიაში მხოლოდ ამ დროიდან შეიპარა და აქედან დამკვიდრდა ლოთი, უსახლკარო პოეტის სტერეოტიპი….

პოეტი უნდა იყოს ვეგეტარიანელი, რატომაც არა? და უყვარდეს კარაქიანი პური, მთვარესა და რომანწიკულ სიტვაციებზე მეტად 😀 დაე იჯდეს თბილად ბუხართან, სვამდეს კოკა კოლას, და გამორთულ კომპიუწერზე უკრავდეს დაფდაფებს. რა არის ამაში არაპოეტური?

პოეტი უნდა იყოს ძალიან ქალური და ხშირად იკეთებდეს მაკიაჟს, დადიოდეს სალონებში, მასაჟებზე და ტოტალიზატორში, აგინებდეს თანამედროვე მედიას, მაწვნიჭამია იდიოტებს და ტრაკის მიმცემებს……….. და იმათაც, ვინც თვალდახუჭული ტაშს უკრავს გაბაზრებულ პოეზიას.