Kindle Keyboard, Wi-Fi, 6″ E Ink Display


Kindle Keyboard

Kindle Keyboard

მოკრძალებულ მუყაოს ყუთში არის მოთავსებული, რომელშიც შედის დამტენი, უსბ და მინი ინსტრუქციის წიგნი:

დიზაინი:
Amazon Kindle 3 იწონის 235,3 გრამს, რაც ხდის მას ძალიან კომპაქტურ მოწყობილობას, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ ყველგან სადაც მოგესურვებათ. იქნება ეს სკოლა, უნივერსიტეტი, მგზავრობა და აშშ. ფაქტობრივად ეს მოწყობილობა მსუბუქია ნებისმიერ წიგნზე თუ ჟურნალზე. უკანა მხარეს აქვს ორი სტერეო დინამიკი, რომლებსაც საკამოდ ნორმალური ხმა აქვს. ეს დინამიკები შეგიძლიათ გამოიყენოთ აუდიო წიგნის ან უბრალოდ მპ3 ფორმატში მუსიკის მოსასმენად. კლავიატურა არის საკმაოდ კომპაქტური და პატარა ზომის. შეიძება ითქვას, რომ მეტისმეტად პატარაც კია და ზოგიერთ ადამაინს შეიძლება მასთან ურთიერთობა ცოტათი გაუჭირდეს. ქვედა მხარეს აქვს ხმის მარეგულირებელი ღილაკი, ჩასართავი ღილაკი, უსბ და ყურსასმენების პორტი.

E Ink ეკრანი:
ყველაზე კარგი მახასიათებელი რაც ამ რიდერს გააჩნია არის ე.წ ,,ელექტრონული მელნის“ ეკრანი.“ უბრალოდ უნდა ნახოთ ეს, რათა სრული სიცხადით შეიგრძნოთ ამგვარი სახის ეკრანის დადებითი მხარეები. პირველად ყუთი როდესაც გავხსენი და კინდლი ჩავრთე მეგონა ეკრანი ფურცლით იყო დაფარული, რომელზედაც ამოპრინტერებული ტექსტი ჩანდა, იმდენად რეალური ფურცლის შთაბეჭდილებას ტოვებს E Ink Screen-ი. მაღალი გარჩევადობისა და ნათელი ეკრანის წყალობით თქვენ შეგექმნებათ შთაბეჭდილება თითქოს წიგნს თუ კითხულობთ და არა ელექტრო მოწყობილობას. ერთ-ერთი დადებითი თვისებაა ისიც, რომ მზის შუქზე ეკრანი არ ლაპლაპებს, შესაბამისად არ გჭირდებათ სპეციალური ეკრანის დამცავი.

Wi-Fi:
Amazon Kindle 3 აქვს wi-fi, რაც საშუალებას გაძლევთ პირდაპირ ონლაინ ბიბლიოთეკებიდან გადმოიწეროთ წიგნები. გამოიყენოთ ამაზონის უფასო ბიბლიოთეკა, შეამოწმოთ იმეილი. კინდლს აქვს თავისი ბრაუზერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ სახის საიტი უპრობლემოდ გახსნათ. თუმცა ინტერნეტში საკმაოდ ნელა მუშაობს და შეიძლება ითქვას ნერვების მომშლელადაც კი. თუმცა თავის დაკისრებულ ფუნქციას(რაც წიგნების მოძებაში და გადმოწერაში მდგომარეობს) შესანიძნავად ასრულებს. ბრაუზერში კინდლს აქვს ,,მზა საიტების” ლინკები, რომლებიც მოხერხებულად იხსნება კინდლის 6 ინჩიან ეკრანზე.

ბატარეას ხანგრძლივობა:
რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ ამაზონი აცხადებს, რომ კინდლის ბატარეას ხანგრძლივობა არის 2 თვე. ეს მართლაც ასეა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ wifi და 3g გამორთული გექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში უკმაყოფილო მაინც არ დარჩებით. როგორც არ უნდა მოიხმაროთ კინდლი ბატარეა 3-4 კვირა ყოფნის. ბატარეას მაჩვენებელი ზედა მარჯვენა კუთხეშია. კინდლი იტენება როგორც უსბს ასევე ელექტრო სატენის საშუალებით.


გადაფურცვლის ღილაკები:
გადაფურცვლის ღილაკები მდებარეობს ეკრანის ორივე მხარეს, რაც უდავოდ დიდი პლიუსი და კომფორტულია. მარტივი დაკლიკებით შესანიშნავი სისწრაფით შეგიძლიათ გადაფურცლოთ ელ. წიგნი.

მეხსიერება:
მეხსიერება შეადგენს 4 გბ-ის,(დაახლოებით 3500 წიგნი) რაც სრულიად საკმარისია შესანიშნავი ბიბლიოთეკის შესადგენად. თუმცა აქედან დაახლოებით 3გბ არის ხელმისაწვდომი სრულად გამოსაყენებლად. ერთ-ერთ მინუსად ის შეიძება ჩაითვალოს, რომ კინდლს არ აქვს მეხსიერების ბარათის პორტი, განსხვავებით სონის რიდერებისგან. მაგალითად: SonyPrs650-ს აქვს ორი მეხსიერების ბარათის პორტი და ამით 32 გბტამდე არის შესაძლებელი მეხსიერების გაზრდა.

წიგნების ფორმატი:
AZW, PDF, TXT, MOBI, PRC, AAX, AA, MP3; HTML, DOC, JPEG, GIF, PNG, BMP. პდფ ცოტა რთულად არის საქმეს, ვერ ვიტყვი რომ იდეალურად ხსნის, მაგრამ წაკითხვა შესაძლებელია. პდფ ძირითადად Landscape Mode-ში იკითხება. კითხვის პროცეში შეგიძლიათ შრიფტის რეგულირება, ჩანიჩვნა, ჰაილაითების გაკეთება და მონიშვნა.

დადებითი მხარეები:

  • უმაღლესი ხარისხის ეკრანი
  • კითხულობს ქართულად
  • ნორმალური ფასი
  • ბატარეას გამძლეობა
  • Wi-Fi

უარყოფითი მხარეები:

  • უფერადო ეკრანი
  • თაჩ სკრინი არ არის(მე ეს ნაკლად არ მიმაჩნია)
  • ღამე საკითხავად საჭიროა დამატებითი სინათლის წყარო
  • კლავიატურის დიზაინი დასახვეწია
  • არ ედება მეხსიერების ბარათი

საბოლოოდ:
მოკლედ თუ წიგნების მოყვარული ხარ და გინდა დიდი ბიბლიოთეკა გქონდეს, მაშინ ეს რიდერი შენთვისაა. მარტივად რომ ვთქვა გადაყარა ყველა წიგნი ან გაყიდე და იყიდე ეს მოწყობილობა- შესანიშნავი ეკრანით, ,,დაუმარცხებელი” ბატარეათი, მსუბუქი დიზაინით და 3500 წიგნით .

—————-

წყარო: ფორუმ.გე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s