“კურდღლის შურისძიება”


იყო ერთი ნაცრისფერი ღორდღელი. მას არ ჰქონდა ცამდე ატყორცნილი სასახლე, არც ნახევარი ტყე პრივატიზებული. მისი მთავარი  სიმდიდრე თიმთიმა ღიპზე ნებიერად გადმოსვენებული არანაკლებ თიმთიმა ღაბაბი იყო. შორს გავარდნილიყო კურდღლის მსუქანი უკანალის ქება. ბევრი მონადირე ცდილობდა მის ცეცხლზე აშიშხინებას, მაგრამ ნურას უკაცრავად! კურდღლის სორომდე მისასვლელი გზა საშიში მხეცებით იყო სავსე. ლომები ბრდღვინავდნენ, ვეფხვები ღრიალებდნენ, ტურები ჩხაოდნენ და ჯერ არ გამოჩენილიყო მონადირე, რომელიც უვნებლად მიაღწევდა შუაგულ ტყეში მდებარე მდელომდე. წკაპ

რა წარმართავს ქცევებს?


სხეულის რა ნაწილი წარმართავს ადამიანის ქცევებსა და მისწრაფებებს? მეცნიერებაში მეტნაკლებად გათვითცნობიერებული პიროვნება დაუყოვნებლივ უპასუხებს: _ ტვინი! ეს ერთი შეხედვით გონივრული, სინამდვილეში კი არასწორი პოზიციაა.

მიმოვიხედოთ და დავინახავთ: აქ დააწრურუნე

ფარმაცევტული კომპანიები ანტითუთბერინს იგონებენ


XIX საუკუნის სლოგანი საქართველოში: ენა… მამული… სარწმუნოება
XX საუკუნის I ნახევარი: პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!
XX საუკუნის დასასრული: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
XXI საუკუნის დასაწყისი: საქართველო სექსისა და თუთბერიძის გარეშე!

წკაპ

გმირობანას თამაში


არჩევანი მე, არადანი შენ. შენ იყავი ბანდიტი და მე – პოლიციელი. გამოგეკიდები, ავაფეთქებ ნახევარ მსოფლიოს და გადავარჩენ მეორეს. მერე რა, რომ ჩემი ბათქაბუთქის შედეგად მიწასთან გასწორდება ყველაფერი, მოხდება ეკოლოგიური კატასტროფა და დაიბადებიან მუტანტები. სამაგიეროდ მე ვიქნები გმირი, გმირი, გმირი!!!!!!!! მოდით ვიმრავლოთ გმირებმა და გადავარჩინოთ მსოფლიო. შენც იყავი გმირი, ოღონდ შედარებით პატარა. შენ მხოლოდ შენი უბანი გადაარჩინე კალიების შემოსევისგან. ჩემი მეგობარი ჯო კი მთელ ქალაქს გადაარჩენს სექსისგან. მეორე ქუჩაზე მცხოვრებ მინადორას გმირობის შანსი არ აქვს, რადგან ტრანსსექსუალია, თან ბებიამისის სახელი ჰქვია და ხანდახან იფსამს ხოლმე. საზოგადოებას კი ქვეშაფსიები არ უყვარს. ახლა მიღებულია, რომ გმირს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული კუნთები, მომხიბლავი ღიმილი, საჭიროების შემთხვევაში გადანერგილი თმა, იყოს სულ მცირე 180სმ სიმაღლის და ვარსკვლავებს წყვეტდეს ციდან.

აქ დააწრუწუნე

წერილი ყველა ბავშვს, რომელსაც თოვლის პაპის არ სჯერა


ყველას რაღაცა აკლია. ზოგს არაფერი აკლია, მაგრამ ეგეც ნაკლია. >>>> ეს თავისებური იუმორია. ზოგისთვის მწარე, ზოგისთვის ბლაგვი, ზოგისთვის კი მწვერვალი… ეს არის განვითარებული ლოგიკური ჯაჭვი, დასკვნა-შემოტავაზება, რომელიც ადამიანს ალტერნატივას არ უტოვებს ემოციის გამოხატვის გარდა. წკაპ

შესავალი კურსი ღიპოლოგიაში


 ღიპოლოგია ძირძველი და მამაპაპური მეცნიერებაა. იგი მომდინარეობს იმდენად უხსოვარი დროიდან, რომ ისტორიას არ ახსოვს მისი ფუძემდებლის გვარსახელი. მისი ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და ჩვენში დიდად პოპულარული და ღრმა თაყვანისცემის ობიექტია.

ღიპოლოგიის შესწავლის საგანი არიან ძირითადად მამაკაცები. მისი შესწავლის არეს გარეთ რჩებიან ორსული ქალები. მაგრამ მდედრების ჩართვა კვლევის პროცესში, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი წონა მეტია სიმაღლის 2/3-ზე, და სიგრძისა და სიგანის კოეფიციენტები მაქსიმალურად უახლოვდება ერთმანეთს. აქ დააწრუწუნე

ნეტავ რა ზნე სჭირს სიკვდილსა…


რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა ოთარ ჭილაძე – დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე. სამების საკათედრო ტაძარში გადაუხადეს პანაშვიდი და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. გრიბოედოვით დაიწყო და ჭილაძით დამთავრდა აქ გამოჩენილ ადამიანთა დასაფლავებები. ხალხი იქ ყოველ დღე ადის, რომ პატივი მიაგოს მათ და ხანდახან კმაყოფილებით გაუსწოროს საკუთარ თავს თვაილ სარკეში პატიოსნად “მოხდილი” მამულიშვილური ვალის გამო. იოლი გაზაა სინდისის ქენჯნის ჩასახშობად. აქ დააწრუწუნე

არაკი ტალახიანი ქუჩისა და ცალთვალა მგლისა


“რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა” – დაწერა ერთმა პოეზიის ღმერთად მიჩნეულმა და მაშინვე მიმდევრების ჯგრო გაიჩინა. ათობით და ასიათასობით თაყვანისმცემელმა გაიმეორე, მერე ისევ და ისევ და აგერ უკვე რამდენი ათწლეულია უწინდელი მოწიწებით ლოცვასავით კითხულობენ ამ სტრიქონებს. არადა, ეს დაკომპლექსებული სოფლელების ამოჩემებული მარაზმია, წარსულის გადამღრძვალი სტერეოტიპი. აქ დააწრუწუნე

გაცნობისა და დაოჯახების ცენტრი


იყო და არა იყო რა, იყო ერთი სამოთხის ბაღი. იქ ჯერ არაფერი იყო, მხოლოდ ბოძები და ღობე, შემდეგ კი დაემატნენ მატლები და ხვლიკები, ლოქოები და მაიმუნები, სირაქლემები და სამრქიანი ბეკეკოები… შეხედა ღმერთმა და მიხვდა, რომ იქაურობას რაღაც აკლდა, ხუთი დღე იფიქრა და მეექვსე დღEს შექმნა სამყაროს გვირგვინი – ადამი. აქ დააწრუწუნე

წერილი ღმერთს


ღმერთო, არ იღლები ყოვე ლდღE ამდენი ყოფითი პრობლემების მოსმენით? >>> “ღმერთო ფული მომე” ღმერთო პური მომე “ღმერთო სახლი მომე” “ღმერთო ქმარი მომე”… სულ მომე და მომე და ერთხელ თუ ვინმეს რამე მოუცია შენთვის?