ნეტავ რა ზნე სჭირს სიკვდილსა…


რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა ოთარ ჭილაძე – დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე. სამების საკათედრო ტაძარში გადაუხადეს პანაშვიდი და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. გრიბოედოვით დაიწყო და ჭილაძით დამთავრდა აქ გამოჩენილ ადამიანთა დასაფლავებები. ხალხი იქ ყოველ დღე ადის, რომ პატივი მიაგოს მათ და ხანდახან კმაყოფილებით გაუსწოროს საკუთარ თავს თვაილ სარკეში პატიოსნად “მოხდილი” მამულიშვილური ვალის გამო. იოლი გაზაა სინდისის ქენჯნის ჩასახშობად.

ხალხი მხოლოდ ერთი შეხედვითაა მონოთეისტი, სინამდვილეში კი ყველგან და ყველაფერში ღმერთებს ეძიებს. ყველაზე გავრცელებული რელიგია ჰუმანიზმია. ანიმიზმი, ტოტემიზმი – ახლისაც ვერ მოვლენ მასთან ღვთაებების სიმრავლით. ჰუმანიზმი აფეტიშებს ადამიანებს – მშობლებს, ბებია-ბაბუებს, ფეხბურთელებს, მსახიობებს, რაგბისტებს – განსაკუთრებით XXI საუკუნეში. ეს ხომ სანახაობების ეპოქაა. ახლა გაცილებით მეტი ღმერთი არსებობს, ვიდრე რომელიმე წარმართს შეეძლო წარმოედგინა. ადამიანების ღმერთომანიამ ყოველგვარ ფანტაზიასა და ზღვარს გადააჭარბა. ზოგიერთ ღმერთს სიცოცხლეშივე აუგეს სალოცავი და საკურთხეველი – მარადონას ეკლესიაში დიდი ხანია მიმდინარეობს ღვთისმსახურება. მარადონა, როგორც ვირტუოზი მოთამაშე, შოუმენი, შრომისმოყვარე და მიზანმიმართული ადამიანი, შეიძლება იმსახურებდეს დაფასებასა და პატივისცემას. მაგრამ მისი სახელობის ეკლესიის აგება – მეტისმეტია. მაგრამ მოჭარბებული ემოციების გამო ადამიანები მას გაცილებით მეტ პატივს მიაგებენ, ვიდრე ექიმს, რომელიც ათასობით სიცოცხლისათვის იბრძვის.

ჰუმანიზმი – ყველაზე ამაზრზენი და უთანასწორო რელიგიაა. იგი კაცთმოყვარეობით ნიღბავს უამურ ქცევებს, ღირებულებებს, “უპირატესობის უფლებით” გამოარჩევს ერთს მეორისაგან. ოთარ ჭილაძის შემთხვევაც ასეთია. მის პანაშვიდზე ღირსების გრძნობით გამოეფინნენ საუკეთესო ტანსაცმელში გამოწყობილი თითკმაყოფილი გვამები… სახალხო დაკრძალვების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს – ყოველი მიცვალებული იმსახურებს გაპატიოსნებასა და წესის აგებას, მაგრამ სასტიკად ვერ ვიტან ისეთ “მავნე ჩვევებს”, როგორიცაა დისკრიმინაცია – ეთნიკური ნიშნის, სქესის, სოციალური სტატუსის, რასისა თუ სხვა მახასიათებლის მიხედვით. ჭილაძის (ისევე როგორც სხვების) მთაწმინდაზე დაკრძალვა დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახეა. ადამიანის უზენაესი -თანასწორობის უფლება, როგორც ჩამს სიკვდილის შემდეგაც ირღვევა. მავანთ კუბოს გარეშე, ძველ ნაჭერში გახვეულებს ყრიან სამარეში, სხვებს კი ზარ-ზეიმით, მრავალათასიანი ხალხის თანხლებით კრძალავენ გამოსაჩენ ადგილას. სიკვდილის შემდეგ ადამიანთა დახარისხება “კარგებად” და “ცუდებად”, “ჩვეულებრივებად” და “ღირსეულებად,”, ან “ნახევარღმერთებად” გვიჩვენებს, რომ უთანასწორობა სიცოცხლის დატოვების შემდეგაც გრძელდება… ცხადია, რომ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები ყველგან და ყოველთვის ირღვევა, მიუხედავად მისი ბუნებრივი მდგომარეობისა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s