რა წარმართავს ქცევებს?


სხეულის რა ნაწილი წარმართავს ადამიანის ქცევებსა და მისწრაფებებს? მეცნიერებაში მეტნაკლებად გათვითცნობიერებული პიროვნება დაუყოვნებლივ უპასუხებს: _ ტვინი! ეს ერთი შეხედვით გონივრული, სინამდვილეში კი არასწორი პოზიციაა.

მიმოვიხედოთ და დავინახავთ:

დედა გვიყვარს გულით

ცოლი – გულით და ფალოსით

საკვები გვიყვარს გემოვნების რეცეპტორებით, თანაც იმდენად, რომ ცოტა ხელები და ფანტაზიაც წავაშვლეთ, რათა ჭამის პროცესი წმინდათაწმინდა რიტუალად გვექცია.

სამშობლო – გულით, ჯიბით ან ჭიქით.

გულით მაშინ გვიყვარს, როცა ბავშვობის ბედნიერ წლებში მტკიცედ ჩაგვინერგეს ილუზია სამშობლოს უზენაესობის შესახებ. შემდეგ პერიოდში კი არავინ გამოიჩინა იმდენი კეთილგონიერება, რომ ამ სიზმრიდან რეალურ სამყაროში გადმოვეყვანეთ.

ჯიბით სამშობლოს სიყვარული მაშინ ხდება, როდესაც საყვარელი თანამემამულეების დიდ ნაწილს ჩემი შემოსავლების ზრდას ვაიძულებ

ჭიქით კი – ამას განმარტებაც არ სჭირდება, პატრიოტიზის იმდენად პოპულარული გამოვლინებაა.

მოკრივისა და კლეპტომანის ქმედებებს წარმართავს ხელები, დისტანციაზე მორბენლისას – ფეხები.

აგერ იმ ჭაბუკს, ახლახანს რესტორანთან რომ მიაყენა უახლესი მარკის მანქანა, ეგონა, რომ მისი უზენაიესი წარმმართველი ძალა სულიერება იყო. საათობით გრძლდებოდა მისი ბრტყელ-ბრტყელი დიალოგები გოგონასთან, რომელთანაც, როგორც (გვ)ეგონა, ზეციური ჯაჭვები აკავშირებდა. მაგრამ გუშინ საღამოს თვალი მოჰკრა ქალს, რომლის ფეხბურთის ბურთისხელა ძუძუები ლიფიდან ამოხტომას ლამობდნენ და მაშინვე დაავიწყდა საკუთარი მაღალფარდოვანი გამოსვლები. ერთ საათში წყვილმა ქალაქგარეთ კონსპირაციული ბინისკენ აიღო გეზი… ამ ჭაბუკის ნების რეალური წარმმართველი ძალა ფალოსში დაბუდებული მაცდური ეშმაკუნები აღმოჩნდა.

ქერად თმაშეღებილმა ქალბატონმა ეს-ესაა ქუჩა გადმოკვეთა და ძვირადღირებული ტანსაცმლის მაღაზიას აჩქარებით მიაშურა. ხარბად გაადაათვალიერა უახლესი მოდელები, რამდენიმე აარჩია და სასწრაფოდ გასახდელში შეიკეტა. თვალს, რომელსაც სულ რამდენიმე წამი დასჭირდა გარეგნული ბრწყინვალების აუცილებელი ატრიბუტების შესაფასებლად, ცოტა ხნის წინ შეუმჩნეველი დარჩა მოწყალების მოლოდინით გამოწვდილი ხელი და მუდარით სავსე ბავშვური თვალები. ამიტომ ამ ქალბატონზე ძნელია კონკრეტული დასკვნის გაკეთება.

იმ ქალის ქცევას, წეღანდელ ჭაბუკს კონსპირაციულ ბინაში უყოყმანოდ რომ წაჰყვა, სილიკონით გაბერილი ძუძუები წარმართავს. ყოველდღიურად ერთიორი მილიმეტრით აღრმავებს დეკოლტეს და ამგვარად ცდილობს უფროდაუფრო დიდი ზომის ყელსაბამები დასტყუოს შემთხვევით საყვარლებს.

მძღოლები კარგი ხალხია, ჩვენს უსაფრთხო მგზავრობაზე ზრუნავენ. ამისათვის მათ სჭირდებათ კარგი მხედველობა, ჯანმრთელი ხელ-ფეხი და გამძლე უკანალი. ღმერთო, აშორე მათ ბუასილი!!!

მხოლოდ მეოცნებე ან წმინდა წყლის სულელია აყოლილი იდეალებს. ასეთ შემთვევაში ვამბობთ, რომ მას თავში მწყრები ჰყავს. მართალიცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ერთად გავაფრენდით სხვადასხვა მხარეს და არავინ დაიწყებდა მარტივი პასუხების ძიებას ისეთ რთულ კითხვებზე, როგორიცაა: – სხეულის რა ნაწილი წარმართავს ადამიანის ქცევებსა და მისწრაფებებს?

2 thoughts on “რა წარმართავს ქცევებს?

  1. მხოლოდ მეოცნებე ან წმინდა წყლის სულელია აყოლილი იდეალებს.

    ჰოი, საოცრებავ :)))))))))) სიმართლე სინათლეო :)))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s