შესავალი კურსი ღიპოლოგიაში


 ღიპოლოგია ძირძველი და მამაპაპური მეცნიერებაა. იგი მომდინარეობს იმდენად უხსოვარი დროიდან, რომ ისტორიას არ ახსოვს მისი ფუძემდებლის გვარსახელი. მისი ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და ჩვენში დიდად პოპულარული და ღრმა თაყვანისცემის ობიექტია.

ღიპოლოგიის შესწავლის საგანი არიან ძირითადად მამაკაცები. მისი შესწავლის არეს გარეთ რჩებიან ორსული ქალები. მაგრამ მდედრების ჩართვა კვლევის პროცესში, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი წონა მეტია სიმაღლის 2/3-ზე, და სიგრძისა და სიგანის კოეფიციენტები მაქსიმალურად უახლოვდება ერთმანეთს.

ღიპოლოგია ძველი, თუმცა მარადახალგაზრდა მეცნიერებაა. მისი ცნობილი წარმომადგენელი იყო ნოე, რომელსაც მთვრალს ვაზის ძირას მიეძინა… ღიპოლოგიის განვითარებაში წარმოუდგენლად დიდი წვლილი შეიტანეს გარგანტუამ და პანტაგრუელმა, თუმცა არნოლდ შვარცნეგერი თავისი მოღვაწეობით შეეცადა, რომ იგი, როგორც მეცნიერება გაენადგურებინა და გადაეშენებინა. მისი მეხოტბე პიარშიკები, ქებათა ქებას უძღვნიდნენ კუნთებდაბებრილ სხეულს, რამაც ქართველ მამაკაცებში ეროვნული ტრადიციების უგულებელყოფა და ღიპების ზომების. წონისა და ფორმის მკვეთრი ცვლილებები გამოიწვია.

მაგრამ ქართველი ერი მაინც იხვდა, რომ ღიპოლოგიის ღალატი – ერისა და ქვეყნის ღალატი იქნებოდა. ამაზე მეტყველებს მის მიერ გაკეთებული ყველა არჩევანი – პარლამენტში მოხვედრილი არც ერთი მამრობითი სქესის ინდივიდუუმის წელზემოთა გარშემოწერილობა (თუკი ნაწლავის ჭიები არ აწუხებს) შთამბეჭდავ გაბარიტებს აღწევს. სახელმწიფოსა და მთავრობის პირველი პირების შესახებაც შეგვიძლია თამამად გავიმეოროთ იგივე.

მოკლედ, ღიპოლოგია, როგორც მეცნიერება, ეროვნულ მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებს და ზოგადსაკაცობრიო საჭიროებებსაც პასუხობს. ესაა ურთიერთობის განვითარებისა და კეთილმეზობლური კავშირების დამყარების ერთადერთი მშვიდობიანი, უალტერნატივო ფორმა, ზრდადი განვითარების რეალური პერსპექტივებით. ღიპოლოგიის მასშტაბები განსაკუთრებით იზრდება მას შემდეგ (ჩვენთან, საქართველოში), როდესაც ჯიბეგაფხეკილი სოფლელი შეაღებს დიდი ხნის ნაოცნებარ-ნალოლიავები უმაღლესი (ანდა, საშუალო დონის) სამთავრობო დაწესებულების კარს და საკერებელდადებული ტრაკით დაებერტყება ოთხფეხა და მარადრყევად საგანზე…

შეუძლებელია ღიპოლოგიაზე საუბრისას არ აღინიშნოს კოლექტიური სმა-ჭამის ობიექტები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მისი პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში. აქ ღიპთაყვანისმცემელთ მთელი არმია დიდი მონდომებით ცდილობს საკუთარი გაბარიტების განუხრელ ზრდასა და მეზობლის დაჯაბვნას.

ღიპოლოგიის შესწავლის ობიექტებად არჩეულ იქნა 2 ერთგვარი მოცემულობის ობიექტი, 2 ონაშვილი, მამუკა და ირინა. მათზე 5 წლიანი დაკვირვების შემდეგ ჩამოყალიბდა შემდეგი დასკვნები:

1. მეორე მათგანი ყველა პარამეტრით უსაგებლო არსებაა ამ მეცნიერების განვითარებისათვის. პატარაობიდან გამოიჩეოდა არასაკმაო წონით, უმადობით, სიყტვითლით, საერთო სისუსტითა და მოძრაობისაკენ დიიიდი მიდრეკილებით. ამიტომ მისი ზრდის პარალელურად, არ ხდებოდა ირინას ასაკის შესაბამის განვითარება. ასე რომ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ტრადიციულ ქართულ სიმბოლოდ, ვერ პასუხობს ეროვნულ სტანდარტებს. ქვეჯგუფში “ირინა”, ანუ გამოუსადეგარი ეროვნული ინდივიდუუმები, ასევე მოხვედრილები არიან გია მაისაშვილი, კახა კუკავა, ზურა ბერიკაშვილი. მათი გარეგნული მონაცემები დიდად განსაზღვრავს პოლიტიკურ აქტიურობასა და პოპულარობის ხარისხს. ეს კი შემოსავლებზეც აისახება.

2. მამუკა ონაშვილი არის ტიპაჟი ღიპოლოგიის ერთგული და იდეალური მიმდევრისა, ადგილობრივი ტრადიციების ღრმა პატივისცემისა, და ასევე მოსახლეობის მოწიწებული თაყვანისცემის ობიექტისა. მიუხედავად უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული შესამჩნევი წონის ცვლილებებისა, მადლობა ღმერთს, მამუკამ მოახერხა უწინდელი სიგრძე-სიგანის დაბრუნება. ამ კატეგორიის მშვენებები არიან კახაბერ ბენდუქიძე და კობა დავითაშვილი, ხოლო სამარცხვინო წარმომადგენელია გიგი უგულავა, მის სახელზე გაპოპულარებული დიეტა სინამდვილეში ერის სირცხვილი და ღიპოლოგიის მიმდევართა თავის მოჭრაა.

ღიპოლოგია არის ინტერდისციპლინარული მეცნიერება. იგი არ არის ჩაკეტილი გარკვეულ საზღვრებში, პირიქით, ანგრევს და აზანზარებს რამდენიმე მეცნიერებას, ამყარებს მჭიდრო კავშირებს ადამიანებს შორის და ავითარებს ახალ ურთიერთობებს…

სიმართლეს არ შეესაბამება ის მოარული ხმები, რომ დიდი ღიპოლოგები დემოგრაფიული ზრდის მტრები არიან. პირიქით, ეს ადამიანები ყველაზე მეტად ზრუნავენ ერის გამრავლებაზე.

გაუმარჯოს ღიპოლოგიას! ყველაზე ეროვნულ მეცნიერებას მეცნიერებათა შორის!

9 thoughts on “შესავალი კურსი ღიპოლოგიაში

  1. es chiebi vis da sad dautvale? 😀 da ras gvetyvit mecniero gijmaj nika memanishvilze? 🙂 mesame “hibridul” gjufshi xom ar moatavsebdit? 😀

    • ეგ, ჩემო სევერიან, ისეთი ფენომენია, განსაკუთრებული კვლევის ობიექტობას იმსახურებს. აპაა. 🙂

  2. Pingback: Tweets that mention შესავალი კურსი ღიპოლოგიაში « Gijmaj-Press -- Topsy.com

  3. მაგარია :)))) გაუმარჯოს ღიპიან ეპიკურიელებს, რომელთაც მუდამ უხარიათ ცხოვრება ❤

  4. კონკრეტულ პიროვნებებზე მითითება ცოტა არ იყოს და შეურაცყოფადფ მეჩვენება, მითუმეტეს როდესაც არ იცით რა არის მიზეზი ადამიანის ასეთი მასიური გასუქებისა (სამედიცინო ენაზე გაცხიმოვნება) როდესაც ადამიანი საშუალო წონის არის და მხოლოდ ღიპი აწუხებს მისი დაგდება ადვილია მარტივი ფიზიკური დატვირთვის საშუალებით. მამუკას როგორც ვიცი ენდოკრინული პრობლემები აქვს, ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა მის ასაკში ასეთი მასიური წონის დაგდება 1 და 2 კვირასთან სამწუხაროდ არ არის დაკავშირებული. ერთია როცა პრობლემაზე წერ ზოგადად მეორეა როცა კონკრეტულ პიროვნებებს უთითებ, მეტი ინფორმაციისთვის სამომავლო “კვლევებში” იხილეთ: http://www.med.ge/index.php?a=content&pid=680&id=742&L=geo

    • მეტისმეტად სერიოზულად ნუ მიიღებ ყველაფერს. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა 🙂

  5. ), როდესაც ჯიბეგაფხეკილი სოფლელი შეაღებს დიდი ხნის ნაოცნებარ-ნალოლიავები უმაღლესი (ანდა, საშუალო დონის) სამთავრობო დაწესებულების კარს და საკერებელდადებული ტრაკით დაებერტყება ოთხფეხა და მარადრყევად საგანზე…

    გულისამრევი სნობიზმია.

    წავედი უნდა ვარწყიო..

    • რწყევაი საკვირველი :)))) ამასაც მოგვასწრო მამაუფალმა :))) წარმატების მეტი რა გისურვო, ცოტა გულზე მოგეშვება :)))
      პ.ს. ძალიან გულზე მოგხვდა ეგ ნაწილი, რაშია საქმე? :)))

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.