“გამძლეობის ტესტი” უფლისციხეში


უფლისციხე

უფლისციხე

გუშინ, 2 ნოემბერს,  უცნობმა მამაკაცმა უფლისციხის ძეგლი დააზიანა. როგორც ძეგლის დირექტორს  ვლასი ვაწაძეს განუცხადა, კლდის სტრუქტურა და გამძლეობა აინტერესებდა. შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. გამოიძახეს პატრული, შედგა აქტი.

ეს ფაქტი არც პირველია და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი მათ შორის, რასაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება ჰქვია. საუკუნეებიდან სასწაულით შემორჩენილ ძალიან ბევრ ციხეზე, ეკლესიაზე, ნანგრევზე, ნახავთ წარწერებს სხვადასხვა ენებზე. “აქ იყო ვანო”, “სლავა”, “ეფრემა”, “ნინჩო და მანჩო”, “ა + ბ = შ” და ასე შემდეგ, ყველაფერს, რასაც “შემოქმედის” ფანტაზია გასწვდება. მახსოვს ატენის სიონის კედელზე მე-19 საუკუნიდან ამოკაწრული წარწერები გვაჩვენეს. საკმაოდ ღრმად ეტყობოდა ვინმე რუსი ტურისტების სახელები და თარიღები. ვიღაცას კარგად მოუნდომებია რომ ისტორიას “შემორჩენილიყო” მისი ვინაობა. მსგავსი ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, თქვენც არაერთგან შეგხვედრიათ “გალამაზებული” კედლები.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანებს ეს ვანდალიზმი ბუნებრივად მიაჩნიათ, ისევე როგორც კანონის დარღვევა. “მერე რა მოხდა”, “სულ ცოტას მოვატეხავ” ლოგიკით ამართლებენ საკუთარ საქციელს. უფლისციხის ძეგლზე ამოკაწვრა იგივეა, რომ თამარ მეფის ფრესკას ვარძიაში საღებავი ჩამოაფხვნა, ან მონა ლიზას ნახატს მოახიო კიდე, ან ეგვიპტის პირამიდიდან ქვა გამოაძრო “სანახავად”.

უფლისციხემ “გამძლეობის ტესტი” დიდი ხანია ჩააბარა! ვისაც ისტორია გიტაცებთ, ან გურამ რჩეულიშვილის “უსახელო უფლისციხელი” მაინც გაქვთ წაკითხული, გეცოდინებათ რამდენ შემოსევას გადაურჩა, ან რამდენი შუბი და ხმალი შეელეწა! ათასეული წლების (!!!) განმავლობაში უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი ინარჩუნებდა სტრატეგიულ და სამხედრო მნიშვნელობას, მასზე გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო გზები, მიდიოდნენ და მოდიოდნენ დამპყრობლები, უფლისციხე უძლებდა, უძლებდა, უძლებდა!!!…

ახლა, როცა დაპყრობების ეპოქა ისტორიას ჩაბარდა, უფლისციხე, როგორც იქნა “პენსიაში გავიდა”. მას ზრუნვა და შენარჩუნება სჭირდება და არა “კვლევითი ექსპერიმენტები”. ეს ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრების უნიკალური ადგილია. განა ბევრი იცით ევროპასა და მსოფლიოში კლდეში ნაკვეთი ქალაქები?!

გზა უფლისციხისკენ

გზა უფლისციხისკენ

ელემენტარული მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა საჭირო იმისათვის რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. სულ ცოტა პასუხისმგებლობა, სულ ცოტა დაფიქრება იმაზე, თუ რა გვაქვს და რა უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობას, სულ ცოტა მოფრთხილება. მეორედ ვინ გამოკვეთავს უფლისციხეს? ახლა შემინული შენობებია მოდაში. და თუ  მაინც გადაწყვეტავთ რომ თქვენი სახელის ამოკაწვრა “აუცილებელია”, მზად იყავით კანონის წინაშე პასუხისმგებლობისათვის!

ეს ადგილი გარეთაა, ძეგლამდე მიმავალ გზაზე. კაწრე, ჩორკნე, ბღაჯნე, იკვლიე რამდენიც გინდა. მაგრამ ჭიშკარში როგორც კი შეხვალ, უკვე იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდები, რომელსაც სახელმწიფო და კანონი იცავს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s