გაცნობისა და დაოჯახების ცენტრი


იყო და არა იყო რა, იყო ერთი სამოთხის ბაღი. იქ ჯერ არაფერი იყო, მხოლოდ ბოძები და ღობე, შემდეგ კი დაემატნენ მატლები და ხვლიკები, ლოქოები და მაიმუნები, სირაქლემები და სამრქიანი ბეკეკოები… შეხედა ღმერთმა და მიხვდა, რომ იქაურობას რაღაც აკლდა, ხუთი დღე იფიქრა და მეექვსე დღEს შექმნა სამყაროს გვირგვინი – ადამი.

მოიწყინა ადამმა და კიდევ ერთხელ მოუწია ღმერთს დაფიქრება. დიდხანს და საფუძვლიანად იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა რომ რაღAც ეკლდა ადამს… და კაცობრიობის ისტორიაში პირველად ჩატარდა ქირურგიული ოპერაცია. მხოლოდ ღმერთმა და ადამმა იციან იყო თუ არა მტკივნეული და საჭირო გახდა თუ არა ანესთეზია, მაგრამ შედეგი მთელი კაცობრიობისთვის ცნობილია: ეს იყო ევა – ქალი, გამრავლების კატალიზატორი. ადამიანების ისტორიაშI ცნობილი გაცნობისა და დაოჯახების პირველი აქტი ფრიად პროზაულად მოხდა, თუმცა მის შემდეგ ჩამოყალიბდა აზრი, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინება ღვთის მიერ კურთხეული აქტია, და მას ვინმე შუამავალი სჭირდება. მაჭანკლობა მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც კი, ადამ და ევადან მოყოლებული, ფრიად პოპულარული გახდა და მისი საშუალებით შეიქმნა მილიონობით ბედნიერ-უბედური ოჯახი.

ხანუმა და სოლომან მორბელაძე კი გეხსომებათ ყველას, მაგრამ ისინი უკვე ყავლგადასულები არიან და XXI საუკუნის წინწასულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებენ. შეიძლება რეგიონებში, სოფლებში იყოს აქა-იქ შემორჩენილი ერთი-ორი მაწანწალა მაჭანკალი, მაგრამ ისინი მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატები არიან…………… მოიმატა გაცნობისა და დაოჯახების ონლაინ შემთხვევებმა, და ამ ფონზე იმან, რაც დღეს ქუჩაში შემომაჩეჩეს, დიდად გამაკვირვა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია – საქართველოს მოქალაქეთა დახმარების კავშირთან არსებული გაცნობისა და დაოჯახების ცენტრი გთავაზობთ დახმარებას, შეარჩიოთ და გაიცნოთ თქვენთვის სასურველი პიროვნება, თავი დააღწიოთ მარტოობას, შექმნათ ბედნიერი ოჯახი და ცხოვრება გაილამაზოთ.

ჯერ სახელმა აღმაფრთოვანა, დამაინტრიგა, ხელი ტელეფონისკენ გამექცა მაგრამ სამუშაო საათები რადგან დამთავრებული იყო, დარეკვა შემდეგი კვირისთვის გადავდე. დავინტერესდი იმიტომ, რომ მეთიუ მაკკონაჰი მომწონს დიდი ხანია. ჩემს ძმას კი ქეთრინ ზეტა-ჯონსი ევასსება. ამათ თუ გაგვაცნეს ესენი, სააკაძის ძეგლის მაგივრად ამ ხალხისას დავდგამ, ისედაც არ მომწონს ეგ კონდოტიერი და… მოვიმადლიერებ მაინც ვინმეს😀

სტატისტიკა, რომელიც 20-დან 35 წლამდე ადამიანების 67%-ს დაუოჯახებელს გვიჩვენებს, არ ტყუის. დარისპანის გასაჭირო საერთო-სახალხო გაჭირვებად იქცა… მოიმატა ბერბიჭებისა და გაუთხოვარი ქალების რიცხვმა და ფიქრობს მთელი საქართველო: გვეშველება რამე?

მსგავსი დაწესებულებების სიმრავლე იმაზეც მეტყველებს, რომ ქართველმა ქალებმა და კაცებმა დაკარგეს ის უნარი, რასაც საპირისპირო სქესის შებმა და კუდით გადაბმა ჰქვია, უფრო პოეტურად- მიზიდულობის გრძნობა, გნებავთ სიყვარული და გნებავთ განგებით ბოძებული მადლი……. ქორწინება უფრო პრაგმატულ ინტერესზებზე დაფუძნებული გახდა.

დადიან ეხლა თავზე პანამადახურული გამწლიკული ტიპები და ამგვარი აქციებით ცდილობენ ერის გამრავლების უნარის გამოღვიძებას. გასათხოვარო გოგოებო, დაეშურეთ, დარეკეთ, თორემ მერე ეგებ თქვენ რომ გინდათ ისეთი კაცი უკვე სხვისი საკუთრება აღმOჩნდეს :))

კაცებო, თქვენც გახსოვდეთ რომ ყველა ქალი დასწრებაზეა……………… არიქათ, ებრდღვენით და გაინაწილეთ :))

2 thoughts on “გაცნობისა და დაოჯახების ცენტრი

  1. :)))))))))))))) dveli postia nagram siamovnebit gadavikitxe :)) neta chemi kaci ukve daitaces tu jer kidev maqvs shabsi vebrdgvna da davitrio ?😀 gabednierebulta stat. moancemebs ar aqveyneben egeni dro da dro ??

  2. მოთხოვნილება იზრდება და რესურსები მცირდება..აი ეგ ხდება..თორემ უნარები მგონი რიგზეა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s