გმირობანას თამაში


არჩევანი მე, არადანი შენ. შენ იყავი ბანდიტი და მე – პოლიციელი. გამოგეკიდები, ავაფეთქებ ნახევარ მსოფლიოს და გადავარჩენ მეორეს. მერე რა, რომ ჩემი ბათქაბუთქის შედეგად მიწასთან გასწორდება ყველაფერი, მოხდება ეკოლოგიური კატასტროფა და დაიბადებიან მუტანტები. სამაგიეროდ მე ვიქნები გმირი, გმირი, გმირი!!!!!!!! მოდით ვიმრავლოთ გმირებმა და გადავარჩინოთ მსოფლიო. შენც იყავი გმირი, ოღონდ შედარებით პატარა. შენ მხოლოდ შენი უბანი გადაარჩინე კალიების შემოსევისგან. ჩემი მეგობარი ჯო კი მთელ ქალაქს გადაარჩენს სექსისგან. მეორე ქუჩაზე მცხოვრებ მინადორას გმირობის შანსი არ აქვს, რადგან ტრანსსექსუალია, თან ბებიამისის სახელი ჰქვია და ხანდახან იფსამს ხოლმე. საზოგადოებას კი ქვეშაფსიები არ უყვარს. ახლა მიღებულია, რომ გმირს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული კუნთები, მომხიბლავი ღიმილი, საჭიროების შემთხვევაში გადანერგილი თმა, იყოს სულ მცირე 180სმ სიმაღლის და ვარსკვლავებს წყვეტდეს ციდან.

შეუძლია თუ არა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს, მახინჯს, გონებაჩლუნგს, კოჭლს და პრიშჩიკებიან თინეიჯერს გახდეს გმირი? მორალისტი მასა ერთმნშვნელოვან უარყოფით პასუხს იძლევა. მას ხომ ყველა საჭირბოროტო საკითხის შესახებ მზამზარეული შეხედულებები აქვს. უყვარს ფილმების ყურება ძველი რომისა და საბერძნეთის შესახებ, განსაკუთრებით აღტაცებულია სამხედრო ხელონებით, თუმცა არსად აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მისი სათაყვანებელი გმირები, სპარტელები (და საერთოდ ძველი ხალხები) ბრძოლისუნარიანობასთან ერთად სექსუალური აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ; რომ სპარტელი მამაკაცები თავიანთი ცხოვრების წესის გამო ერთმანეთთან უფრო მეტ დროს ატარებდნენ, ვიდრე ცოლებთან; რომ გავლენიანი სპარტელის მიერ საკუთარი ბოიფრენდის ლობირებაც ჩვეულებრივი ამბავი იყო; რომ სპარტელები ძალიან ბინძურები იყვნენ და მხოლოდ დღესასწაულების წინ იბანდნენ ტანს. არადა, ამის დასტურად შემორჩენილია უამრავი წერილობითი წყარო, მაგალითად, პლუტარქეს ბიოგრაფიები, და სხვა სახის მატერიალური კულტურაც. ძველი ჭურჭლის ფრანგმენტებზე ასახულია მამათმავლური სცენები.

თანამედროვე საზოგადოება, ერთი მხრივ, აღმერთებს წარსულის მიღწევებს, იდეალებს, თუმცა უარყოფს მის მთავარ პრინციპს – თანასწორობას. აღაფრთოვანებს არტურ რემბოსა და პოლ ვერლენის პოეზია, თუმცა დაჟინებით არიდებს თვალს ერთიმეორეზე გადამჯდარ პოეტებს. ადიდებს ალექსანდრე მაკედონელის საქმეებს იმ ერთის გარდა, რასაც ჰეფესტიონთან სექსუალური კავშირი ჰქვია; კიცხავს და აკომპლექსებს ჰომოსექსუალებს, ამავე დროს დიდი სიამოვნებით ეძლევა ტკბობას ოსკარ უაილდის შემოქმედებით…

ჟანა დარკი თავისი დროის უუფლებო უმცირესობას წარმოადგენდა, ქალი იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მისია შეესრულებინა. ბიბლიურმა ივდითმა ბოზობის ფასად გადაარჩინა ქალაქი. ესენი მცირე მაგალითებია იმისა, თუ როგორ შეუძლია არაპოპულარულ, დასაგმობ საქციელს საზოგადოებისათვის საბედისწერო შედეგის მოტანა. ამ თვალსაზრისით, ჩვენი თანამედროვე საზოგადოება ორივე ფეხითაც და ტვინითაც საგრძნობლად მოიკოჭლებს.

გმირები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და არა გარე სამყაროში. შეიძლება სარკეში კუზიანი, დიდცხვირა დაბალი, მელოტი და ღიპიანი არსება დაინახოთ, მაგრამ ეს არ არის დაკომპლექსების მიზეზი.
გაიხსენეთ, რომ გმირები სინამდვილეში სრულებითაც არ არიან ფიზიკურად და გონებრივად სრულყოფილები, ზოგიერთი გონებაჩამორჩენილიც კი იყო. ისინი ისევე ხნავდნენ, თესავდნენ, ჭამდნენ, ჩხუბობდნენ, ქალებთან ჟიმაობდნენ, რწყილებსაც იხილავდნენ, როგორც დანარჩენები. გმირები მხოლოდ იმიტომ გახდნენ, რომ შემთხვევით მოხვდნენ საჭირო დროსა და საჭირო ადგილას.

არჩევანი მე, არადანი შენ. რა ვუყოთ ბრუს ვილისები არ ვართ. მერე რა, რომ შენ დისტროფიკი ხარ, მე კი ტვინნაღრძობი იდიოტი.  მაინც ორივე ვიყოთ გმირები და გადავარჩინოთ მსოფლიო.

3 thoughts on “გმირობანას თამაში

  1. არჩევანი მე, არადანი შენ. რა ვუყოთ ბრუს ვილისები არ ვართ. მერე რა, რომ შენ დისტროფიკი ხარ, მე კი ტვინნაღრძობი იდიოტი. მაინც ორივე ვიყოთ გმირები და გადავარჩინოთ მსოფლიო.

    აშკარად აზროვნებს ავტორი :)) :))
    კარგია, მე ფრიად მომეწონა და ასე გააგრძელეე :))
    ახლა სხვა პრობლემები არ მაწუხებდეს, უფრო ვრცელ კომენტს დავტოვებდი :*:*:*:*

  2. Pingback: გმირობანას თამაში. IV სერია « Gijmaj-Press

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s