როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი


თუ გჭირდებათ დახმარება:

  • სამოტივაციო წერილის დაწერაში
  • CV შედგენაში
  • სარეკომენდაციო წერილის დაწერაში
  • უნივერსიტეტის ან სხვა სასწავლო პროგრამის შერჩევაში
  • საუნივერსიტეტო აპლიკაციის შევსებაში ან სხვა დოკუმენტის შედგენაში

დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591077488

მომსახურება იქნება ფასიანი

—————

მოტივაციის წერილი მნიშვნელოვანია. მას ითხოვენ უნივერსიტეტში მიღებისას, და უკვე სამსახურებშიც. ეს უნდა იყოს ინფორმაციული, დამაჯერებელი ნაწერი, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს მიღება-არმიღების საკითხზე. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა იწყება მოტივაციის კითხვით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან სხვა საბუთების განხილვაზე, ამიტომ უნდა ეცადო, პირველივე სიტყვიდან მოახდინო შთაბეჭდილება. ხშირად სამოტივაციო წერილი ხდება გადამწყვეტი უნივერსიტეტში ან პროგრამაში ჩასარიცხად. ამიტომ აუცილებელია საკმარისი დრო და რესურსი დაუთმოთ მის შედგენას. დაუშვებელია სახელდახელოდ, 10 წუთში ან თუნდაც 1 საათში მიჯღაბნა და გაგზავნა. წერილს დაეტყობა ზერელე დამოკიდებულება, რაც მეტყველებს კანდიდატის არასერიოზულ დაინტერესებაზე მოცემული პროგრამით და, შესაბამისად, მისი დაწუნების საფუძველი ხდება.

როგორი უნდა იყოს კარგი სამოტივაციო წერილი? როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება და გავზარდოთ შანსები სასურველ პროგრამაში ჩასარიცხად?
წერილის მოცულობას განსაზღვრავს ორგანიზაცია, რომელსაც კონკურსი აქვს გამოცხადებული. სტანდარტის არარსებობის შემთხვევაში შეეცადე დაახლოებით 300 სიტყვა მაინც დაწერო. ეს ერთი ნაბეჭდი გვერდია. სამუშაო, ან ადგილი უნივერსიტეტში ამად ნამდვილად ღირს.

ყურადღება მიაქციე სტრუქტურულ და ორთოგრაფიულ მხარეს. სამოტივაციო წერილი აბზაცებად უნდა იყოს დაყოფილი. შეეცადე, ერთი სათქმელი მოათავსო ერთ აბზაცში.

დაანახე, რომ იცი რა ორგანიზაციაა, გესმის მათი მოთხოვნები და იცი მათი საქმიანობის შესახებ. ეს ინფორმაცია შეგიძლია ინტერნეტში ან სხვადასხვა ცნობარებში მოიძიო, თუმცა სამოტივაციო წერილში სიტყვასიტყვით არ უნდა გადმოწერო.

გამოკვეთე პრიორიტეტები, აჩვენე შენი დაინტერესების ერთი ან ორი ვიწრო სფერო, სადაც მუშაობს ეს ორგანიზაცია და შენც გაქვს შესაბამისი გამოცდილება. თითოეული ნათქვამი გაამყარე შესაბამისი არგუმენტებითა და მაგალითებით. უნდა დაანახვო, რომ შენ ხარ ის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც ეძებენ.

ზოგჯერ სამოტივაციო წერილის შესავალს იწყებენ ხოლმე კითხვაზე პასუხით – რატომ მე? თუმცა ეს ყოველთვის არაა აუცილებელი. თითოეული სამუშაო/სასწავლო ისტორია ინდვიდუალურია, ამიტომ ჯობია ამოხვიდე საკუთარი გამოცდილებიდან, და მოერიდო ინტერნეტიდან, სხვისი წერილებიდან რამის დაკოპირებას.

წერისას უნდა გამოიჩინო გულახდილობა. დაწერო სიმართლე, და არაფერი სიმართლის გარდა. დაუშვებელია ტყუილი, ისევე როგორც სენტიმენტალურობა. ეს სამოტივაციო წერილის უარყოფით მხარედ ითვლება. სათქმელი ჩამოაყალიბე ლოგიკურად და დამაჯერებლად.

წერის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს გვერდზე გადადე, რამდენიმე საათით, ან თუ საშუალება გაქვს – რამდენიმე დღითაც. შემდეგ დაუბრუნდი და ხელახლა ყურადღებით წაიკითხე. საკუთარ თავს ჰკითხე: მე რომ დამსაქმებელი ან უნივერსიტეტის კომისიის წევრი ვიყო, მივიღებდი ასეთ ადამიანს? ჩანს ამ წერილში ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამ პოზიციისათვის? შეგიძლია ეს სამოტივაციო წერილი წააკითხო მეგობარს ან კოლეგას. იგი უკეთ დაინახავს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. შეასწორე და გაგზავნე.

წარმატებას გისურვებ.

17 thoughts on “როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

  1. სამოტივაციო წერილი ნიმუშები თუ გაქვთ დადეთ ბიჭებო, ნიმუშით უფრო ადვილად გავერკვევი როგორ იწერება მსგავსი ტიპის წერილბი

    • გაითვალისწინე ზემოთმოყვანილი რჩევები. დამატებითი ინფორმაციისთვის ან სამოტივაციო წერილის ნიმუშებისთვის გამოიყენე სხვა ინტერნეტ-რესურსებიც.

  2. gijmaj,dawerili maqvs samotivacio,erti egga maklia da avtvirtav aplikacias…gtxov,shemimowme raaa,magram rogor mogawodo ar vici..dzaan gtxov ar mitxra uariii,shen ufro ici gamomadgeba tu ase dawerili,danarcheni yvela dokumenti mwyobrshi maqvs da mowodebis simaglezea mgonia:P

    • ქართული ასოებით წერე ხოლმე კომენტარები. gijmaj@gmail.com-ზე გამომიგზავნე. სად აგზავნი?

  3. ოკ..გამოვაგზავნე:))) გრონინგენის უნივერსიტეტში,ჰოლანდიაში

  4. გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ სამოტივაციო წერილის ნიმუში გამომიგზავნოთ ელ-ფოსტაზე?

    • სამოტივაციო წერილის ნიმუშს ბლოგზე არ ვდებ. არც პირადად ვაგზავნი იმიტომ რომ ყველა სამოტივაციო არის ინდივიდუალური. ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო – შენს მიერ გამოგზავნილ წერილს გადავხედო დრო რომ მექნება და შენიშვნები მოგწერო.
      “სამოტივაციო წერილის ნიმუში” რომ დაგუგლო ქართულად, ინგლისურად ან ნებისმიერ სხვა ენაზე, ნახავ რამეს.

  5. სამოტივაციო წერილის ერთ-ერთი ტიპიური ნიმუში.
    კომპანიის სახელწოდება
    ადრესატის თანამდებობა, სახელი და გვარი (ანუ ვის მიმართავთ)

    პატივცემულო ………………………………………………………

    მე დამაინტერესა თქვენი კომპანიის მიერ ……………………. თანამდებობაზე გამოცხადებულმა ვაკანსიამ, რომელიც გამოქვეყნებული იყო ……………….. (მიუთითეთ სად, მაგალითად, საიტზე www ………….. ).
    აღნიშნული ვაკანსია ჩემთვის მიმზიდველია ………………………………………………………………..(არგუმენტირებულად, დამაჯერებლად დაასაბუთეთ რით).
    დღეისათვის მე გამაჩნია ………………………………………… (აქ დააფიქსირეთ – რა სახის, მაგალითად, ადმინისტრატიული თუ სხვა) მუშაობის (მაგალითად – 3 წლის) (დააზუსტეთ – მდიდარი, მნიშვნელოვანი თუ საკმარისი) პრაქტიკული გამოცდილება. უფრო დეტალურად ჩემი პირადი მონაცემები მითითებული მაქვს თქვენთან წარდგენილ რეზიუმეში (ან CV- ში).
    მიუხედავად იმისა, რომ არ გამაჩნია გამოცხადებული თანამდებობის ……………………………………………………………….. (აქ მიუთითეთ თანამდებობრივი ფუნქცია, საქმიანობის მიმართულება ან საკითხები) შესრულების დიდი გამოცდილება, …………………………………. (აქ აღნიშნეთ, მაგალითად, ფუნქციებისა თუ საქმიანობის საკითხების დაზუსტებისა და შესწავლის შედეგად ან დაასახელეთ სხვა არგუმენტი), დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ვიღო შესაფერისი კანდიდატი ……………………………… (მიუთითეთ სახელწოდება) თანამდებობაზე.
    შემდგომში წარმატებით გავართმევ თავს სამსახურებრივი ………….. (დაასახელეთ) მოვალეობების შესრულებას, ვინაიდან ……………………………….. (აქ დაასაბუთეთ დამაჯერებელი არგუმენტით კარიერის რომელიმე ეტაპიდან, ან იმით, რომ უკვე გაიარეთ, ან უკვე ასრულებთ სპეციალური ტრენინგისა თუ სტაჟირების გავლას, მოიყვანეთ სხვა დამაჯერებელი არგუმენტი)
    ვფიქრობ, რომ ………………………………………… (აქ მიუთითეთ პროფესიის/სპეციალობის) თეორიული ცოდნა, აგრეთვე……………….. (მიუთითეთ რაში) შეძენილი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, შეიძლება გათვალისწინებულ იქნას საკმარის არგუმენტად …………………… (მიუთითეთ სახელწოდება) ვაკანტურ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის განხილვისთვის.
    დადებითი პასუხის იმედით,
    / თქვენი სახელი და გვარი……………. ……………/
    / თქვენი საკონტაქტო მონაცემები………………………./

    • ხო შეიძლება ამდენი დასაბუთების და მითითების გარეშე დაგედოთ ნიმუში. აგერჩიათ ერთ-ერთი განცხადებისთვის სამოტივაციო წერილი და მის მიხედვით დაგეწერათ..ესე ბევრად ადვილად აღსაქმელია.

      • ნიმუშს არ ვდებ იმიტომ, რომ
        (1) ყველა სამოტივაციო იწერება ინდივიდუალურად, კონკრეტული აპლიკანტის გამოცდილების, განათლებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით.
        (2) ძალიან გავრცელებულია დაკოპირების მავნე პრაქტიკა – ნიმუშებიდან ფრაზების, წინადადებების, მთელი აბზაცების პირდაპირ გადატანა საკუთარ სამოტივაციოში. ეს არის პლაგიატი და შეიძლება გახდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციის მიზეზი. უნივერსიტეტი, საკონკურსო კომისია დაუყოვნებლივ უარს ეუბნება აპლიკაციის განხილვაზე და ჩარიცხვაზე.

  6. გამარჯობა, მაინტერესებს სამოტივაციოს დაწერაში დახმარება თუ შეგიძლიათ? რა თქმა უნდა ანაზღაურებით და რა ჯდება ეს სიამოვნება ?
    მადლობა

    • გამარჯობა. რა თქმა უნდა შესაძლებელია. დეტალებისთვის ან ფეისბუქის გვერდზე მოწმერეთ, დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 557516388.

  7. დაწერეთ სამოტივაციო წერილი, რომ გსურთ დაიკავოთ რეგიონის გამწვანების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობა. გაქვთ უმაღლესი განათლება სასოფლო-სამეურნეო სფეროში. გავლილი გაქვთ ტრენინგების კურსები ეკოლოგიასა და გარემოს დაცვის საკითხებში.

  8. Pingback: კიდევ ერთხელ სამოტივაციო წერილის შესახებ | Your Study Guide in the USA and Europe

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.