დროის დაგეგმვა


დრო ფულიაო ამბობენ. ბევრს ამ გამოთქმაზე ეცინება. ვერ დაუჯერებიათ, როგორ უნდა გამოხატონ ფინანსურად ის, რასაც სხეული, ფორმა, მოცულობა არ გააჩნია. თუმცა, დროის სწორად განაწილებას მოაქვს წარმატება და შემოსავალი.

ეს არის მარტივი სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ დრო.

პირველ რიგში, ჩამოწერეთ ყველაფერი, რასაც მთელი დღის განმავლობაში მაგალითად: ბლოგისთვის წერა, კითხვა, ჩეთაობა, ტელევიზორის ყურება, ველისოპედით ბოდიალი, სახლის დალაგება, მეგობრების მონახულება, უსაქმურობა, პირადი ჰიგიენა, მუშაობა, ლექციებზე სიარული, ვარჯიში, ქეიფი, სეირნობა, საყიდლები, კერვა, რიგში დგომა, მესიჯობა, შეყვარებულთან რაღაცეების კეთება, სიგარეტის მოწევა, ლაშქრობაზე სიარული, ლოცვა, თეატრი და კინო, სიმღერა, ტოტალიზატორი, ხატვა, სპორტი, თამაში, მგზავრობა და ა.შ.

შემდეგ დაითვალე, რამდენად მნიშვნელოვანია ესენი და თითოეულისთვის რამდენი დრო გაქვს გამოყოფილი, ამის მიხედვით:

1. სასწრაფო და მნიშვნელოვანი – ესაა პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას ითხოვს, ან სგტრესული სიტუაციები; შესაძლებლობის ამოწურვის გამო ახალი რესურსების ძიება (სამუშაოსათვის, კონკრეტული ამოცანისთვის…)
2. არასასწრაფო და მნიშვნელოვანი – ისეთი საქმეებია, რომელთა მოგვარების გადადება საბედისწერო შედეგს არ მოიტანს, თუმცა პრიორიტეტულია.
3. სასწრაფო და უმნიშვნელო – ე.წ. შეტენილი საქმეები, მეგობრების დახმარება, თავსმოხვეული ვალდებულებები; საქმე რომლებსაც მოკლევადიანი ეფექტი აქვს, სხვისი თხოვნების შესრულება…
4. არასასწრაფო და უმნიშვნელო – ეს ისეთი რა,აა, რომლის არგაკეთებაც არანაირ შედეგს არ მოიტანს. ასეთი საქმეებით მუდმივად დაკავებული არიან უპასუხისმგებლო, არამყარი, ემრყევი ადმიანები.

შენი საქმიანობის ამ სქემით კლასიფიკაციის შემდეგ შეაფასე ის დრო და კმაყოფილების დონე, რასაც თითოეულ საქმეს უთმობ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა იმუშავო სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაზე. მეტი დრო უნდა დაეთმოს იმას, რაც პირველ პუნქტში მოხვდება, და რაც შეიძლება ნაკლები გადანაწილდეს უკანასკნელზე. თუ პირიქითაა, შეეცადე გამოასწორო სიტუაცია.

One thought on “დროის დაგეგმვა

  1. Pingback: წარმატების გასაღები – რესურსების განსაზღვრა « Gijmaj-Press

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s