წერილი ყველა ბავშვს, რომელსაც თოვლის პაპის არ სჯერა


ყველას რაღაცა აკლია. ზოგს არაფერი აკლია, მაგრამ ეგეც ნაკლია. >>>> ეს თავისებური იუმორია. ზოგისთვის მწარე, ზოგისთვის ბლაგვი, ზოგისთვის კი მწვერვალი… ეს არის განვითარებული ლოგიკური ჯაჭვი, დასკვნა-შემოტავაზება, რომელიც ადამიანს ალტერნატივას არ უტოვებს ემოციის გამოხატვის გარდა. მას შეუძლია აღშფოთდეს – სხვისი პატივისა და ღირსების დამცირებსოიათვის; გაეცინოს – მახვილგონივრული შენიშვნისათვის, ანდა ინდიფერენტული დარჩეს – იმიტომ, რომ მასში სასაცილო ვერაფერი ნახა….

იუმორს დამუღამება უნდა. იუმორი მეტისმეტად ინტიმური და პირადულია. და ყველას საკუთარი იუმორისტული საზომი გააჩნია, ზოგს დიდი, ზოგს პატარა, უბრალო ანდა ჯინჯილებიანი…. სწორედ ისე, როგორც ჩვენს საკუთარ პარლამენტს.

ღიმილის მომგვრელია, როგორი სერიოზული სახით მსჯელობს რამდენიმე ათეული ერთად შეყრილი ღიპიანი ბიძია ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა. ეს ის საკითხებია, რომელსაც ყვეოლაზე დიდი იუმორით უნდა მოეკიდოს ადამიანი, თუკი უნდა, რომ წარმატებას მიაღწიოს. სერიოზული მიდგომა უფრო ამწვავებს და ამძაფრებს პრობლემებს, წარმოშობს უამრავ დაპირისპირებას და არაჯანსაღ ურთიერთობებს. შედეგად, იზრდება გულის შეტევების, ართრიტების, სკლეროზების, შეიარაღებული დაპირისპირებების რიცხვი და მთელი ვაიუბედურებებით ივსება ეს ისედაც საცოდავი ქვეყანა.

მეორე მხრივ, გულისამრევია ტვ-შოუების უნიჭო კაიფი თქლაფუნით ჭამაზე, ხვრინვია და ბინძურ სოფლელებზე, ცოლქმრულ ღალატზე, პოლიგამიაზე, უნიჭო პოეტებზე და მსგავსი სქესისაკენ სწრაფვაზე. ამ უკანასკნელის მძლავრი პროპაგანდა მიდიოდარამდენიმე თვის წინ >>> ნანულისა და გურამის, ერთსქესიანი ვნებამოძალებული არსებების რომანს მთელი საქართველო ფეხებშუა შესციცინებდა… არადა, ეს ის თემებია, რასაც დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ და მთელი სერიოზულობით განვავითაროთ საზოგადოებრივი დებატები. სრულიად საქართველო და მთელი პლანეტა უნდა ჩაერთოს ადამიანების გაკეთილშობილების საქმეში და სიტყვებით, ქმედებებით ხელის შეუწყოს რომ სხვები გახდნენ უკეთესები, ვიდრე ახლა არიან. და ზარდონ და ზარდონ სხვებთან ერთად საკუთარი თავებიც რამეთუ ყველას რაღაცა აკლია და თუ ვინმეს ჰგონია რომ არაფერი აკლია, ეგეც ნაკლია!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s