ფარმაცევტული კომპანიები ანტითუთბერინს იგონებენ


XIX საუკუნის სლოგანი საქართველოში: ენა… მამული… სარწმუნოება
XX საუკუნის I ნახევარი: პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!
XX საუკუნის დასასრული: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
XXI საუკუნის დასაწყისი: საქართველო სექსისა და თუთბერიძის გარეშე!

დღის ყველაზე პოპულარული თემა თუთბერიძისა და კალატოზიშვილის ქალური დუეტია. უკვე იმდენგან ვნახე პოსტები მათშესახებ რომ სერიოზულად დავფიქრდი: მართლა ასეთი მნიშვნელოვანი არიან ეს ქალები საზოგადოებისათვის? ყველაგან მათზე ლაპარაკობენ – სამსახურში, ქუჩაში, ტრანსპორტში. შეიძლება პოზიციების შეუთანხმებლობა ხელჩართულ ბძოლამდეც მივიდეს და ამ დროს ვინმემ ინანოს ბავშვობაში რატომ არ დადიოდა კრივის კურსებზე ცეკვის მაგივრად😀 მე არ ვიტყოდი, რომ ეს საზოგადობის ღირსების საკითხია. არც თეა, არც ნანკა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბევრს არაფერს წარმოადგენენ. აბა რატომ უსმენს ხალხი ასე პირდაღებული მათ თითოეულ სიტყვას? იმიტომ, რომ საკუთარი უპირატესობის შეგრძნება ძალიან ტკბილია, მტკივნეულად ტკბილი… თანაც ადამიანებს ძალიან უყვართ საფრთხეების ხელოვნურად შექმნა. ასე თვალს იოლად არიდებენ რეალურ პრობლემებს. მერე რა, რომ ვიღაცას შვილი გაუბოზდა, ან მეზობლის ძარცვის სცენას თვალი ისე მოარიდა, პატრულშიც არ დაურეკავს? მერე რა რომ ქუჩის კუთხეში მოხუც ქალს შვილიშვილი მკერდზე მაგრად მიუხუტებია და მდუმარედ ელის სხვისგან წყალობას? … ეს არაფერია პროვოკაციული დიალოგის საჯაროდ გარჩევასთან შედარებით….

თუ არ მოსწონთ ეს დიალოგები, მაშ რატომ უყურებენ?

პ.ს. ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა გულმოდგინე მუშაობა დაიწყეს სპეციალურ წამალზე, რომელსაც თეა თუთბერიძის სახელის გასატეხად ანტითუთბერინი დაარქვეს. მალე დაიწყება მისი გავრცელება მოსახლეობაში. წამალი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ნამეტანი გამძაფრებული აქვს პატრიოტული გრძნობა და იმდენად დაწყვეტილი აქვს ნერვები, რომ საქართველოს სიყვარულით დღე და ღამე თვალი არ მოუხუჭავს. იგი გამოუმუშავებს იმუნიტეტს ისეთი ა ნტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტირელიგიური, ანტიქალური, ანტიტრადიციული და ანტილოპური არსებების მიმართ, როგორიც (ჯერჯერობით) მის თუთბერიძე გახლავთ.

უკუჩვენება: წამალი სამუდამოდ კლავს კაცთმოყვარეობისა და იუმორის გრძნობებს.

3 thoughts on “ფარმაცევტული კომპანიები ანტითუთბერინს იგონებენ

  1. შემოგევლე კლავიატურაში:) უბრალოდ ძალიან კარგი პოსტია.დღეს ჩემთანაც მთელი დღე თეაზე საუბრობდნენ სამსახურში. ამხადეს თავის ქალა.მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მართლა ძალიან ბევრი და ამაზე უფრო მწვავე პრობლემაა,მაგრამ რატომღა ამაზე ჩვენც ვდუმთ და მედიაც.ეს იაფფასიანი ინტრიგები მართლა მომბეზრდა უკვე,იმ დროს როდესაც, თეა თუთბერიძის მართლმადიდებლობა ან სატანიზმი ნამდვილად ვერ უშველის, ბავშვს ჩემს “მარშუტკაში” რომ ამოდის ხოლმე და ცდილობს როგორმე ორკილონახევარი ვაშლი ლარად მოგვყიდოს.

  2. კარგი პოსტია…

    დავატებ: ამ ქვეყანაში ურა-პატრიოტიზმი და ძალით მართლმადიდებლობა მოდადაა ქცეული. ვინც ეკლესიაში არ დადის, მოძღვარი არ ჰყავს და ა.შ. ურწმუნოა და ეშმაკს ემსახურება….
    ჩვენთან მოდაშია “კაი-ბიჭობა” და წირვაზე ძალით დგომა…

    მოკლედ, შორს წამიყვანს ამაზე საუბარი და თან ხასიათის გაფუჭებაც არ მინდა…

  3. ხასიათის გაფუჭება რათა? მე მაგრად ვხალისობ ხოლმე😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s