არაკი ტალახიანი ქუჩისა და ცალთვალა მგლისა


“რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა” – დაწერა ერთმა პოეზიის ღმერთად მიჩნეულმა და მაშინვე მიმდევრების ჯგრო გაიჩინა. ათობით და ასიათასობით თაყვანისმცემელმა გაიმეორე, მერე ისევ და ისევ და აგერ უკვე რამდენი ათწლეულია უწინდელი მოწიწებით ლოცვასავით კითხულობენ ამ სტრიქონებს. არადა, ეს დაკომპლექსებული სოფლელების ამოჩემებული მარაზმია, წარსულის გადამღრძვალი სტერეოტიპი. თანამედროვე რუსთაველი ძვირფასი მაღაზიების, კაფეების, კინოთეატრების, მუზეუმების ქუჩაა. საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, რომლის საშუალო ხელფასი კანონმდებლობით განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ტოლია, აქ ვერაფერს შეიძენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი თვის ბოლომდე მოწყალებით ან უფასო სასადილოთი საზრდოობა მოუწევს. ახლა რუსთაველზე სიარული მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაადგილდები, ან მიტინგზე მიდიხარ. გაუთავებლად ერთი ადგილის ტკეპნა საქმიანი ადამიანის საქციელი არ შეიძლება იყოს. სინადვილეში ქალაქი სწორედ ის უსახური შენობებია, სადაც თავს აფარებენ ცენტრში სიარულით დაღლილი, კმაყოფილი სოფლელები. ამ უბნების მკვიდრი ჭრელი და ღარიბი ხალხი ქმნის ისტორიას და არა შეცდომით გაფეტიშებული, ფარშევანგივით გაფხორილი სნობები.

რუსთაველი მუქთახორა ქუჩაა – წამებში ნთქავს ყველაფერს, რასაც რამდენიმე თვანი ოფლისა და სისხლისღვრა სჭირდება. აქ რომ გაივლი, ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა – შენობები ბრჭყვიალებს, ლამაზი გოგო-ბიჭები ბედნიერი სახით ახალ ტანსაცმელს ამარიაჟებენ, კაფეები სავსეა, კინოსა და თეატრის სალაროებთან რიგებია. მოკლედ, აქ გამვლელი სინდისის ხმას ახშობს და თავს აჯერებს, რომ ქვეყანაში დიდი წინსვლისა და წარმატების ხანაა.

თუმცა, რეალური ყოფიერების სურათი გარეუბნებში უნდა ვეძებოთ. მრავალსართულიან სახლებში შევიწროებული ადამიანები, ყოფითი პრობლემებით გამოწვეული ძალადობისა და მკვლელობების ფაქტები, შიმშილობა, სიცივე, ჩამტვრეული მინები, ძარცვა-გლეჯა, უპატრონო ბავშვები და კიდევ ათასი უბედურება… ვალის გადაუხდელობის გამო გაყიდული საცხოვრებელი, თვითმკვლელობები, თაღლითობა – სწორედ ესაა ნამდვილი ცხოვრება. მაგრამ ადამიანებს ურჩევიათ თვალები მაგრად დახუჭონ და მომხიბლავად შეთითხნილ ტყუილს დაუჯერონ.

ყველაზე პარადოქსული კი ისაა იმ დროს, როცა საქმიანი ხალხი სამსახურებშია და ზრდის საკუთარ შემოსავლებს, მეოცნებე ხელმოცარულთა ხროვა რუსთაველზე ასე უხვად გამოფენილ სკამებზე ასევენებს გაზარმაცებულ უკანალებს.

რუსთაველი მიტიგების ქუჩაა, ტალახიანი და ოფლიანი ფეხების დროებითი განსასვენებელი. ძირგახვრეტილი კალოშები აქ იმისთვის მიდიან, რომ ნიანგის ტყავის ფეხსაცმელებს შეახსენონ- ხანდახან მაინც გაგვაპრიალეთ და საკერებელი დაგვადეთო. შედეგი ყოველთვის ერთია – ჭუჭყიან კალოშს გარეთ აგდებენ, კრიალა მოკასინებს კვლავ სათუთად ინახავენ.

ეს ვითომ ელიტარული ქუჩა ამყარებს ცრუ წარმოდგენებსა და ავითარებს ყალბ ღირებულებებს, დამოკიდებულებებს, აყალიიბებს ანტისოციალურ ქცევებს. ამიტომ რუსთაველის პროსპექტის, როგორც ასეთის ფენომენი ქართველი ხალხის მეხსიერებიდან სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს!! დაე, აქ გაშენდეს ტყე და იშრიალონ ხეებმა! დაე მომავალმა თაობამ იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და სუფთა ჰაერზე აშენონ ძმობა, ერთობასა და თავისუფლებაზე დამყარებული მომავალი!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s