როგორი უნდა იყოს პოეტი?


მივბლაყუნობდი გუშინ ქუჩაში და ორი ყმაწუილის კამათს შევესწარი. ერთი მეორეს გამალებით უმტკიცებდა, პოეტი აუცილებლად ლოთი თუ არა მაგარი მსმელი უნდა იყოს და გამოთქმით კითხა ეკერკებოდესო. ის ყმაწვილები რამდენად სერიოზულად კამათობდნენ არ ვიცი, მაგრამ მე კი საფიქრალი გამიჩინეს.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მოთხრობა, რომელიც იაკობ გოგებაშვილს ეხებოდა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ ისიც მსგავს დიალოგს შესწრებია, რომელიც მას შეეხებოდა, კერძოდ, ორი ბავშვი იმაზე საუბრობდა თურმე, იაკობ გოგებაშვილმა დედა ენა დაწერა და მოკვდაო. ერთი ძალიან დარწმუნებული ყოფილა, რომ მწერლები დაწერდნენ და მაშინვე კვდებოდნენ… ესეც კიდევ ერთი სამწერლობო სტერეოტიპი.

გალაქტიონი ჩამოყალიბებული ლოთი იყო, და თუ არა ნასვამი, სხვაგვარად ვერ წერდა ლექსებს – ესეც სხვა…

და კიდევ რამდენი ასეთი…

ვინც ამას ამბობს, არ იცის ისტორია, და ტვინის განძრევაც ეზარება.

პირველყოფილი პოეტები იყვნენ ბაჯგვლიანი და შიშველი ადამიანები, რომლებმაც პირველად მოწყვიტეს რაღაც ველური ყვავილი და უშნო ღრეჯით (ქოლგეითის არხმარებით გაშავებული კბილებით) მიაწოდეს თავისი გულის სატრფოს.

მეორე ეტაპზე პოეტურად ითვლებოდა სხეულის რომელიღაც ნაწილზე (სავარაუდოდ) ჭადრის ფოთლის აფარება და ვნებამორეული ცეკვა………..

შემდგომ…. თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია მოვლენების შემდგომი განვითარება… ის კი ფაქტია, რომ ქრისტეშობის შემდეგ პოეტებად, ძირითადად, საერო და სასულიერო არისტოკრატია იწოდებოდა. ისხდნენ ბუხართან, ჭუჭყიანი ხელებით გოჭის თავს გეახლებოდნენ და … თხზავდნენ რაღაცეებს…. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნადირობდნენ, სახელმწიფოს მართავდნენ, მხედართმთავრობდნენ, იგინებოდნენ, ქალებს იტაცებდნენ და ა.შ.

XIX საუკუნის მიწურულამდე პოეზია და მწერლობა ელიტარული საქმიანობა იყო. პროლეტარიატი პოეზიაში მხოლოდ ამ დროიდან შეიპარა და აქედან დამკვიდრდა ლოთი, უსახლკარო პოეტის სტერეოტიპი….

პოეტი უნდა იყოს ვეგეტარიანელი, რატომაც არა? და უყვარდეს კარაქიანი პური, მთვარესა და რომანწიკულ სიტვაციებზე მეტად😀 დაე იჯდეს თბილად ბუხართან, სვამდეს კოკა კოლას, და გამორთულ კომპიუწერზე უკრავდეს დაფდაფებს. რა არის ამაში არაპოეტური?

პოეტი უნდა იყოს ძალიან ქალური და ხშირად იკეთებდეს მაკიაჟს, დადიოდეს სალონებში, მასაჟებზე და ტოტალიზატორში, აგინებდეს თანამედროვე მედიას, მაწვნიჭამია იდიოტებს და ტრაკის მიმცემებს……….. და იმათაც, ვინც თვალდახუჭული ტაშს უკრავს გაბაზრებულ პოეზიას.

One thought on “როგორი უნდა იყოს პოეტი?

  1. პოეტი როგორი უნდა იყოს და ბოროტი =)) =))
    პოეეტი როგორი უნდა იყოს, საკითხავი აი ეს არის :))))))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s