ჩვენს მწერლობაზე-დ


XXI საუკუნემ თავისუფლების არნახული ხარისხი მოიტანა. გაიხსნა ჩაკეტილი საზღვრები, ფაქტიურად წაიშალა დროისა და სივრცის ზღვარი, აიხსნა აუხსნელი და გამოუნობი ტაბუები, ბეჭდები, შიფრები, იატაკქვეშეთიდან გამოვიდა ბევრი დამალული -იზმი და -ისტი, სამყარო გახდა უფრო ჭყეტელა, მყვირალა და, ამასთანავე, გადარეულიც. ცვლილებები შეეხო ჩვენს მწერლობასაც. შესუსტდა კავშირები და მწერალთა გილდიები,ახალგაზრდა მწერლებმა ბიუროკრატიულ ერთობებს დამოუკიდებელი მოღვაწეობა არჩიეს. ამ რამდენიმე წლის წინ აქტუალურმა დებატებმა თემაზე: “საჭიროა თუ არა მწერალთა კავშირი?” ბოლოსდაბოლოს გადაჭრილი პასუხი მიიღო: “არა!”

ადრე თუ მწერალთა კავშირი მაჩაბლის 13-ში არსებულ შენობასთან და მის ბინადრებთან ასოცირდებოდა, ახლა ეს ვირტლააურმა სივრცემ და ერთი შეხედვით წარმოსახვითმა გაერთიანებამ – ლიტ. პორტალმა ჩაანაცვლა.

დრო გავიდა და საზოგადოებრივ ფორმაციასთან ერთად შეიცვალა მწერლების თვალთახედვის არეალი, მასშტაბები, თემატიკა, პრობლემატიკა, მიმართულებები… ძველი ჰაგიოგრაფები ადამიანის უზენაეს – სულიერ დანიშნულებაზე წერდნენ, მის ამქვეყნიურ მისიაზე და მხოლოდ იმათ განადიდებდნენ, ვინც თავისი მიწიერი ცხოვრებით საუკუნო ცხონებას დაიმსახურებდა, ერსა და ქვეყანას ემსახურებოდა. მოგვიანებით, ამის საპირისპიროდ, განვითარდა სააშიკო-სალაღობო დარგი, თუმცა სასულიერო მწერლობა არ ჩამკვდარა. ეს ორი მიმართულება ერთმანეთის გვერდით მიდიოდა, იზრდებოდა, ივსებოდა, და რამდენადაც ზეციური სიმაღლეების დაპყრობას მიელტვოდა სასულიერო სფერო – ხორცისა და ხორციელი სურვილების, მიდრეკილებების დათრგუნვის, დათმობის გზით, იმდენად მიწის სიღრმეებისაკენ მიიწევდა მწერლობის საერო მიმართულება. იგი ამბობდა, რომ ადამიანი, ისევე როგორც მიწის გული, სავსეა განცდებით, ვნებებით, შთაბეჭდილებებით, სურვილებით, მოთხოვნილებებით და მხოლოდ მათი ერთობლიობა, სიჭრელეა სიმდიდრე და სიდიადე სამყაროსი.

დღესდღეობით “მწერლობა” უმეტესწილად იგივდება საერო ნაწარმოებებთან. რა თქმა უნდა, წარსულთან შედარებით იზრდება, იხვეწება, ვითარდება, მაგრამ ადამიანის სულსა და სხეულს უსირცხვილოდ აშიშვლებს. ვნებები, განცდები, კდემას კარგავს, საბურველი ეცლება ასოს და საშოს და სექსი უკვე შესაქმე, წმინდა საიდუმლო კი არა, ლაყბობისა და ფანტაზიების საგანი ხდება. დღეს უკვე აღარ არსებობს აკრძალული თემები, აღარ მოქმედებს “ვაშინერს”. გაფერმკრთტალებულია ზღვარი ზნეობასა და უზნეობას შორის და ფეხებშუა გაჩრილი სიგარეტის ნამწვის შესახებ უნიჭო მონოლოგს ბევრი “სიტყვი თავისუფლების” ნიღბით ეფარება.

ბევრმა, ვინც ქართულად წერა ისწავლა და თეოფრასტე ამაშუკელის ტრაქტატი “განგებით მონიჭებული ზეციური ნიჭის შესახებ” წაიკითხა, მწერლობასა და მკითხველობაზე დადო თავი. მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარ მე-ს, საკუთარ განცდებს, საკუთარ წარსულსა და საკუთარ თავს ვერ გადააბიჯეს და თვალთახედვის ისარიც იქამდე მიაწვდინეს, სადაც საკუთარი ჩრდილი თავდება. ახლა მოდაშია შინაგანი ღელვის, ფიქრებისა და, ამავე დროს გარეგნული სექსუალობის მეტნაკლებად ნიჭიერი დემონსტრაცია.

ძველი მწერლობა დოგმატურია, მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში ჯდება, ახალმა კი ყველა საზღვარი დაანგრია და ყველასა და ყველაფერს პროტესტი გამოუცხადა. ჩვენი მწერლობისთვის ერთნაირადაა მისაღეები ოჯახი და სახელმწიფო, ჰაერში მოფარფატე ჭუჭყიანი ცელოფანის პარკი და თვალწასული კალგოტკები, კოლექტიური შრომა და ინდივიდის ამბოხი, გაუცემელი პენსიები და პასუხგაუცემელი კითხვები…

XXI საუკუნეში მწერლობა კომერციული გახდა. ახლა მწერლობად ითვლება ისიც, რა კარგად იყიდება, ადვილად იკითხება, ორიოდე დღით იპყრობა მასების გონებასა და ჯიბეებს უცარიელებს, რაც ადვილად აღქმადია. ამ დროს სულ არ დაგიდევენ, რა ფასეულებებს ატარებს, რა მიზანს ემსახურება ესა თუ ის ნაწარმოები. ამიტომაც მასების თავი აზროვნების მაგივრად ხშირად ფალოსის ფუნქციებს იძენს. მრავლდებიან ფეხებშუა თავგამობმული და მხრებზე ფალოსდადგმული ინდივიდუუმები და საკაცობრიო პრობლემების სიგრძე და მნიშვნელოვნება მავანთა ფალოსების გაბარიტებით იზომება.

ჩვენს მწერლობას არ აკლია ეშხი და მიმზიდველობა, სექსუალური ფანტაზიები, მაგრამ კარგი იქნებოდა ისინი, ვინც მწერლობას იბრალებს, მეტ სითამამეს გამოიჩენდნენ აზროვნებაში, გაუფართოებდნენ ხედვის არეალს, და სხვათა ნათქვამების გადამღერების ნაცვლად შექმნიდნენ რაიმეს ახალს, ლამაზს, სასურველსა და მიმზიდველს….

ჭეშმარიტი მწერალი უნდა გამოდიოდეს ეპოქის ჩარჩოებიდან, საკუთარი ტყავიდან, ვიწრო ოჯახური თუ სათემო ინტერესებიდან. ჭეშმარიტი მწერლისათვის არ უნდა არსებობდეს დროისა და სივრცეში ზღვარი და მისი ერთადერთი შეზღუდვა ზნეობისა და მორალის კატეგორიები უნდა იყოს, თუმცა, ეს უკანასკნელნის ისეთივე საკამთოა, როგორც წმერლობისა და სიავკარგის ცნება…

ივ.იბ.ჩყრბ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s