IELTS გამოცდა


IELTS გამოცდის ადმინისტრირებას ახდენს ბრიტანეთის საბჭო. გამოცდისთვის რეგისტრაცია ხდება მათი ვებსაიტიდან. გამოცდის თარიღები განსაზღვრულია მთელი წლისთვის და მხოლოდ იმ კონრეტულ დღეებში შეიძლება გასვლა. რეკომენდირებულია გამოცდაზე რეგისტრაცია სასურველ თარიღამდე 5 კვირით ადრე. რაც უფრო უახლოვდება გამოცდის თარიღს, უფრო მცირდება ადგილების რაოდენობა.

IELTS გამოცდა ტარდება მხოლოდ თბილისში. თუ რეგიონში ცხოვრობთ, მოგიწევთ ჩამოსვლა. მგზავრობის ხარჯები იქნება თქვენი გადასახდელი. ერთადერთი შეღავათი, რასაც ბრიტანეთის საბჭო აკეთებს რეგიონში მცხოვრებლებისთვის, არის საუბრის სექციის იმავე დღეს დანიშვნა. 

რეგისტრაციისას:

საქართველოს მოქალაქეები საქართველოში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ პირადობის მოწმობით ან პასპორტით. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში უნდა დარეგისტრიდეს მხოლოდ პასპორტით. ანალოგიურად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც უცხოეთში აბარებს გამოცდას, რეგისტრირდება მხოლოდ პასპორტით.

გვარი და სახელი ჩაწერეთ ისე, როგორც დოკუმენტშია.  გადახდის განხორციელებამდე  კიდევ ერთხელ ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დეტალის სისწორე. შეცდომის შემთხვევაში შეიძლება გამოცდაზე არ დაგიშვან.

მნიშვნელობა არ აქვს, 1 თვით ადრე გაივლით რეგისტრაციას თუ 1 კვირით ადრე,  შეტყობინება გამოცდის დროისა და ადგილის შესახებ მოვა ელექტრონული ფოსტით გამოცდამდე 3 დღით ადრე. იმავე წერილში მითითებული იქნება საუბრის დრო და ადგილი (რომელიც შეიძლება ჩატარდეს სხვა კომპონენტების თარიღიდან 7 დღის განმავლობაში). ასევე მოგწერენ, რისი მიტანაა დასაშვები გამოცდაზე და რისი არა.

გამოცდის დღეს:

გამოცდაზე ტესტი მიმდინარეობს შემდეგი თანმიმდევრობით: 1. მოსმენა, 2. კითხვა, 3. წერა. 4. საუბარი.

  • გამოცდაზე უნდა მიხვიდეთ დანიშნულ დროს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება აღარ დაგიშვან.
  • აუცილებლად უნდა მიიტანოთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია – პირადობა ან პასპორტი). თუ არასწორი დოკუმენტით მიხვალთ, ტესტზე არ დაგიშვებენ.
  • ასევე თან უნდა გქონდეთ კალამი, ფანქარი, სათლელი და საშლელი (ხელით წერთ და ავსებთ კითხვებს. ფანქრით და საშლელით შეგეძლებათ ჩასწორება).

გამოცდაზე მისვლისას ხდება კანდიდატებისთვის ფოტოს გადაღება, რომელსაც შემდეგ სერთიფიკატისთვის გამოიყენებენ.

საგამოცდო ოთახში აკრძალულია შემდეგი ნივთების შეტანა:

  • მობილური ტელეფონი და ნებისმიერი სხვა ელექტრონული მოწყობილობა
  • მაჯის საათი (საათები იქნება ოთახში თვალმისაწვდომ ადგილას და შეგეძლებათ შეამოწმოთ დრო).
  • საკვები
  • პირადი ნივთები (მათ შორის მოსაცმელი, ხელთათმანი, მანქანის გასაღები, ქუდი, კაშნე და ა.შ.). ამ ყველაფერს დაგატოვებინებენ გასახდელში.

დასაშვებია:

  • სასმელი გამჭვირვალე ბოთლით
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s