რა არის IELTS


IELTS (The International English Language Testing System) არის საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტის სისტემა, რომელიც ადგენს ინგლისური ენის ცოდნის დონეს. მის ადმინისტრირებას ახდენს ბრიტანეთის საბჭო. ტესტის შედეგებს აღიარებენ როგორც ბრიტანეთის, ისე ამერიკის, კანადის, ევროპის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ინგლისურენოვანი უნივერსიტეტები.

ვისთვის არის განკუთვნილი IELTS?

  • ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა, ან განათლება არ აქვს მიღებული ინგლისურენოვან სასწავლებელში
  • ვისაც სურს ინგლისურენოვან უნივერსიტეტეში, კოლეჯში, სკოლაში სწავლის გაგრძელება
  • ვისაც სურს მონაწილეობა ინგლისურენოვან გაცვლით ან პროფესიულ პროგრამაში
  • ვისაც სურს ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, კანადაში ან ავსტრალიაში მუშაობა.

ტესტის შედეგების მოქმედების ვადა 2 წელია. ამიტომ კონკრეტული გეგმის გარეშე სერთიფიკატის აღება არ ღირს. თუ გსურთ, გქონდეთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერთიფიკატი,  რომლის შედეგებსაც ცხოვრების ბოლომდე გამოიყენებთ, ჩააბარეთ FCE, CAE, PTE ან რომელიმე მსგავსი ტესტი.

IELTS ტესტს შეფასების 9-ქულიანი სკალა გააჩნია, რომელიც ენის ცოდნის გარკვეულ დონეს შეესაბამება, უცოდინარიდან (1 ქულა) ექსპერტამდე (9 ქულა).

IELTS-ს ორი მიმართულება აქვს:

  • ზოგადი – განკუთვნილია მათთვის, ვისაც ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და კანადაში მიგრაცია სურს.
  • აკადემიური – შედგენილია სასწავლო დაწესებულებებში წარსადგენად. მას აბარებენ ისინი, ვისაც ინგლისურენოვან უნივერსიტეტებში, სკოლებში, კოლეჯებში სურთ ნებისმიერ საფეხურზე სწავლა; ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა.

ტესტის ხანგრძლივობა 2 საათი და 45 წუთია. იგი მიმდინარეობს შესვენების გარეშე და 4 კომპონენტისგან შედგება: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი. მოსმენისა და საუბრის სექციები აკადემიური და ზოგადი მოდულებისთვის ერთი და იგივეა, წერისა და კითხვის სექციები კი განსხვავდება.

IELTS ტესტის საფასური ახლანდელი მდგომარებით (2017 წლის იანვარი) 361 ლარია (პერიოდულად იცვლება, ამიტომ რეგისტრატიის წინ აუცილებლად გადაამოწმეთ).

ტესტის შედეგების გაგება ხდება მისი თარიღიდან 13 დღის შემდეგ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s