ნორაშენი


ნორაშენის ეკლესია ძველ თბილისში, სიონის სიახლოვეს მდებარეობს. “სომხური ეკლესია” – ამ სახელით იცნობს ხალხი, მის გვერდით ბევრჯერ აუვლიათ და ჩაუვლიათ. თუმცა ცოტამ თუ იცის რა საოცარი მოხატულობა აქვს. ამ ძველი ეკლესიის მთელი კედლები და ჭერი დაფარულია ულამაზესი ფრესკებით, რომლებიც სახარების სხვადასხვა ეპიზოდს ასახავს. ფერად-ფერადი სცენები და ორნამენტები მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭრილებას ახდენს. რაც უფრო გასაკვირია, მხატვრობა თითქმის მთლიანადაა შემორჩენილი, განსხვავებით იმ ბევრი ეკლესიისგან, რომელთა მოხატულობა კომუნისტების პერიოდში შელესეს, ჩამოფიხიკეს ან გაანადგურეს. ალაგ-ალაგ კედლებში ჩატანებულია სათავსო-სამალავები. ეკლესია მაისში ვნახე, როდესაც მისი დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა. მიწასთან ერთად საინტერესო არქეოლოგიური მასალები ამოდიოდა, მათ შორის მშვენიერი ჩუქურთმები, ქოთნის ნატეხები, სხვა მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ნივთები.

კედლის მხატვრობა

IMG_0229

როგორც გვითხრეს, ეს ცნობილი თბილისელი ვაჭრის, გაბრიელ თამამშევის ნეშტის ნაწილებია. იგი იყო ცნობილი სომეხი მეცენატი, რომელმაც საქართველოში პირველი საოპერო თეატრი ააშენა.

IMG_0219

სვეტის თავი, რომელსაც ფერადი ორნამენტები ამშვენებს.

IMG_0252

ერთ-ერთ კედელზე გამოსახული ქრისტეს ცდუნების სცენა. ფრესკა მცირედ დაზიანებულია. იმედია აღადგენენ და პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ.

IMG_0237

აქ ფრესკით დაფარული სათავსო ყოფილა.

IMG_0246

ესეც ფოტოკოლაჟი: შთამბეჭდავია, რას იტყვით?

This slideshow requires JavaScript.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s