გაცვლითი პროგრამების უპირატესობები


რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი და ინტენსიური პროექტი, სადაც კი მონაწილეობა მიმიღია: მშვიდობისა და კონფლიქტის კონსულტანტი. თავად პროექტიდან მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები რამდენიმე პოსტის თემაა. აქ კი შეგახსენებთ იმ უპირატესობებს, რაც შეიძლება გაცვლითი პროგრამებიდან მიიღოთ:

  • პროფესიული განვითარება – ნებისმიერი პროექტიდან შეიძლება ახლის სწავლა, მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს ინტენსიური აკადემიური თუ არაფორმალური განათლების პროგრამა. მაშინაც კი, თუ თქვენთვის ნაცნობ თემას ეხება, სიახლეს ყოველთვის გაიგებთ. ამ პროექტის განმავლობაში 1 საკითხის 2-ჯერ მოსმენა მომიხდა სხვადასხვა მოწვეული სტუმრისგან. თემატურად აბსოლუტურად იდენტური იყო, თუმცა გადმოცემის მეთოდები და აქცენტები განსხვავდებოდა. საბოლოო ჯამში, ორივე სესია საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა.
  • რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებით კარიერული წინსვლის მეტი შანსი გაქვთ! გაცვლით პროგრამებზე დასწრება ნიშნავს, რომ დაინერესებული ხართ თქვენი სპეციალობის განვითარების მიმართულებებით და შესაძლოა სხვებზე უკეთაც ერკვევით ზოგიერთ პროფესიულ საკითხში.
  • ახალი კონტაქტები, რომლებმაც შეიძლება სხვა პროექტებში დაგპატიჟონ და/ან მეგობრებად დარჩეთ. ნებისმიერ შემთხვევაში თვალსაწიერის გაფართოების შესანიშნავი შესაძლებლობაა.
  • კომუნიკაცია + ენის პრაქტიკა: რამდენიც არ უნდა ისწავლოთ, იქექოთ ლექსიკონებში, იზეპიროთ ახალი სიტყვები თუ იკითხოთ გრძელი ტექსტები – გამოყენების გარეშე ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი შრომაა. საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე დასწრებით ურთიერთობთ უცხოენოვან აუდიტორიასთან, აცოცხლებთ წიგნებიდან მიღებულ ცოდნას.
  • გაცვლითი პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო შესაძლებლობა (უფასო) მოგზაურობაა. მიდიხარ უცხო ქვეყანაში, ეცნობი მის კულტურასა და ისტორიას, ღირსშესანიშნაობებს. უამრავ მასალას იღებ შემდგომი ფიქრისა და დამუშავებისათვის. ამ ყველაფერს თუ საცხოვრებლისა და მგზავრობის ანაზღაურებაც ემატება, რა სჯობია!
  • გართობა და უამრავი ემოცია – რაც მთლიანად დამოკიდებულია თქვენს მონდომებასა და მოხერხებაზე! დაწყებული ბილეთის ძებნის მომენტიდან დამთავრებული ახალ ქალაქში ჩასვლით, ქუჩებში დაკარგვით და ა.შ. – ყველა სასიამოვნო თუ უსიამოვნო მომენტი, დანაკარგი თუ შენაძენი შეიძლება გახდეს ახალი თავგადასავლების წყარო. მომავალში კი მეგობრებს ან შვილიშვილებს აუცილებლად მოუყვებით რომ “ეს იყო პეტერბურგში”, ან “პარიზში”, ან “ბერლინში” – სადაც მოინდომებთ წასვლას.

საყურადღებო! – აპლიკაციების შევსება, გზავნა, ყოველი ახალი სამოვიაციოს დაწერა დამატებითი დროის ხარჯვას მოითხოვს და შეიძლება მოსაწყენადაც ჩანდეს. მაგრამ იმასთან შედარებით, რაც წინ გელით – ეს პატარა “დისკომფორტი” სავსებით ასატანია. რამდენიმესაათიანი შრომის შედეგი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა იქნება. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი ადამიანისათვის, რომელიც კარიერასა და პირად ცხოვრებაში გამოწვევებს ეძებს?!

თვალი ადევნეთ ჩემს ფეისბუქის გვერდს, იანვრიდან შემოგთავაზებთ სიახლეებს და ახალ შესაძლებლობებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s