სავარჯიშოები საჯარო გამოსვლისათვის


1. მომზადებული ტექსტის წაკითხვა

გამოთქმით სხვადასხვა ეფექტების მისაღწევად ერთი და იგივე ტექსტით; ვიზუალური კონტაქტი აუდიტორიასთან; ინტონაცია; პაუზები

2. მოუმზადებელი ტექსტი

საკუთარი შეხედულებების საპირისპიროს მტკიცება; რაიმე თამაზე მოუმზადებლად ლაპარაკი 1 წუთის განმავლობაში. იგი არის უფრო ბუნებრივი, ადვილად აღქმადი (თუ საუბრის თემაში გარკვეულები ვართ). ძნელია, თუ თემა უცხოა. ამ დროს უმჯობეისა გასცეთ ზოგადი პასუხი ან საუბარი სხვა თემაზე გადაიტანოთ, ვიდრე რაიმე უზუსტობა თქვათ. არაა საჭირო მობოდიშება: “შეიძლება მე ვცდები”, “უფრო კომპეტენტურმა პირებმა უკეთ იციან”.

3. სასიგნალო ბარათებით გამოსვლა

თითო ბარათი ეძღვნება თითო თემას. ბარათის ზედა მარცხენა კუთხეში იწერება თემა, ზედა მარჯვენა კუთხეში კი ბარათის ნომერი. ბარათზე იწერება ძIრითადი არგუმენტების საკვანძო სიტყვები (და არა მთელი წინადადებები). ეს გვაძლევს მეტ თავისუფლებას და ბუნებრიობას, იზრდება მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან.

სავარჯიშო: ერთმა პირმა აუდიტორიას უნდა წარუდგინოს მეორე, როგორც უნიკალური, საინტერესო და შემოქმედი. ამისათვის წინასწარ იღებს 5 წუთიან ინტერვიუს და ინიშნავს ბარათზე. გამოსვლა მოკლეა – 2 წუთიანი. გარჩევისას ხაზი ესმება: 1) ინტერვიუს დროს რამდენად შესაფერისი თვისებები იქნა ამორჩეული; 2) ინფორმაციის გადმოცემას საინტერესო თანმიმდევრობით; 3) მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან; 4) გადმოცემის და ლექსიკის ბუნებრიობა, თავისუფლება

4. იუმორი

ანეკდოტი შედგება ისტორიისა და დასკვნითი ნაწილისაგან. მას აქვს თავისი მორალი. ანეკდოტი შეიძლება გამოდგეს მაგალითისთვის, საილუსტრაციოდ, ძირითადი იდეის განსამტკიცებლად. ანეკდოტზე გადასასვლელი ფრაზებია: “ეს მე მაგონებს იმ შემთხვევას…” “ამას წინათ ასეთი რამ შემემთხვა…” “ეს ჰგავს ერთ ამბავს…” და სხვა. ანეკდოტის შემგედ შემაჯამებელი ფრაზებია: “როგორც ამ ამბიდან ვხედავთ…”, “ამ ამბავმა კარგად დაგვანახა, რომ…”, “ანეკდოტის მორალი იმაში მდგომარეობს, რომ…”. გასავარჯიშებლად უნდა შედგეს წარმოსათქმელი სიტყვის ყოველ თემასთან დაკავშირებული ანეკდოტების ნაკრები და ვივარჯიშოთ მათ ბუნებრივ ჩართვაში.

5. აუდიო-ვიზუალური საშუალებანი

აუდიო-ვიზუალურ საშუალებათა მიზანია:

1. ცხადი გახადოს ძირითადი იდეა

2. მოახდინოს ძირითადი იდეის დრამატიზაცია

3. საუბარში შეიტანოსმრავალფეროვნება

4. დაარწმუნოს მსმენელი პოზიციის საფუძვლიანობაში

აუდიო-ვიზუალური საშუალებები უნდა იყოს მარტივი, ადვილად გასაგები, რომ არ დააბნიოს მსმენელი. ასეთებია სხვადასხვა ტიპის გრაფიკები, პიქტოგრამა, ცხრილი, პროეტორი, დიქტოფონი, ვიდეო-აპარატურა, პლაკატები, დაფა.

6. ზეპირი გამოსვლის მომზადება

გამოიყოფა 5 სტადია:

1. თქვენი წინამძღვრების, საგნის, აუდიტორიის, მზიზეზების, დროითი ლიმიტის, გარემოს ანალიზი

2. საუბრის მიზნების დადგენა

3. საუბრისთვის მთავარი აზრების შერჩევა

4. ძირითადი იდეების დალაგება (ორგანიზება) ლოგიკური თანმიმდევრობით

5. ძირითადი იდეის განსავითარებლად ვერბალური და აუდიო-ვიზუალური მასალის არჩევა. ვერბალურია: ფაქტები, სტატისტიკა, მაგალითები, ილუსტრაციები, საბუთები, შედარებები, ანეკდოტები. აუდიო-ვიზუალურია: გრაფიკები, ცხრილები, სლაიდები, დიაგრამები, რუქბი დ ა.შ.

7. კითხვებზე პასუხი

აქ რამდენიმე პრინციპი უნდა გავითვალისწინოთ:

1. ეცადეთ წინასწარ მოამზადოთ პასუხი მოსალოდნელ კითხვებზე

2. არ მისცეთ შემკითხველს უფლება, რომ კითხვა იყოს გრძელი (30 წამზე მეტი)

3. არ მისცეთ მსმენელს საშუალება, რომ აიღოს ინიციატივა კითხვა-პასუხში

4. არაკეთილგანწყობილ კითხვებს უპასუხეთ რაც შეიძლება პოლიტიურად და დაჯერებულად

5. თუ შესაძლებელია, არ უპასუხოთ ერთზე მეტ მტრულ კითხვას

6. კითხვებზე პასუხის დამთავრებისთვის საუკეთესო დროა აუდიტორიის ინტერესის პიკი, ანდა თქვენი მომგებიანი პასუხის შემდეგ.

2 thoughts on “სავარჯიშოები საჯარო გამოსვლისათვის

  1. გამარჯობა ) როგორ შეიძლება მტრულ კითხვაზე პასუხს თავი აარიდო?

    • დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გახსოვდეს, რომ საკითხი, რომლის შესახებაც გამოდიხარ, აუდიტორიაში შენზე უკეთ არაბინ იცის,. როცა თავდაჯერებული ხარ, შესაცამის პასუხსაც უცებ მოიფიქრებ ხოლმე. მაგალითად, შეგიძლია თქვა, რომ საკითხი შესწავლის პროცესშია, ან რომ სფეროს სცილდება, ან… მაგალითად , ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე, როდესაც საქართველოში ქალის როლს ვიხილავდი სამშვიდობო პროცესებში, ერთი მონაწილე ადგა და მკითხა, თუ როგორ ავხსნიდი თვითმკვლელი ქალების არსებობას. ვუპასუხე, რომ ჩემი შესწავლის ობიექტი იყვნენ ქართველი, და არა მუსულმანი ქალები. დაჯდა დაწყნარებული😀

      ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდად უნდა შეხვდე ასეთ კითხვებს, არ აყვე. თორემ მინახავს ხელჩართულ ბრძოლამდე მისული სამეცნიერო დებატები :D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s