გამოსვლის ტექნიკა


დიდი მნიშვნელობა აქვს გამომსვლელის ტექნიკას – ჟესტ-მიმიკას, ხმის ტემბრს, ემოციურობას, პოზას, მანერებს, გარეგნობას, ქცევებს და ა.შ. გარეგნობა აყალიბებს პირველ შთაბეჭდილებას და ამ პოზიციიდან აღიქმება წარმოთქმული სიტყვაც. უნდა ეცადოთ მსმენელები ისხდნენ წინა რიგებში, კომპაქტურად. კომპაქტური აუდიტორიის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე გაფანტულის.

1. გარეგნობა – გამომსვლელი ჩაცმული უნდა იყოს უბრალოდ და წესიერად. კოსტუმი არ უნდა იყოს მყვირალა ფერის ანდა ძლიერ მოდური, დეტალებით გადატვირთული. ეს დეტალები ყურადღებას უფანტავს მსმენელს. უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს დაჭმუჭნული ტანისამოსი. უნდა ერიდოთ ექსცენტრიულობას. ტანსაცმელი არ უნდა იწვევდეს აუდიტორიის გაკვირვებას, შურს.
2. პოზა – მიუღებელია მაგიდაზე გადაწოლა, კედელზე მიყუდება. ძნელია ყურადღების კონცენტაცია უმოძრაო პოზაზე. ასევე უარყოფითად აღიქმება ტანის რხევა, ადგილის ტკეპვა, უმიზნოდ სიარული, ერთიდაიგივე მოძრაობების გამეორება და ა.შ. გამომსვლეი უნდა იდგეს გამართული. სწორი პოზა საკუთარ თავში დარწმუნებულობას და მდგრადობას ბადებს. თავისუფალი, სწორი, მოსახერხებელი პოზა წინასწარ უნდა დამუშავდეს. პოზის შეცვლა მოსახერხებელია პაუზის დროს. სწორი მოძრაობები წინ უნდა უსწრებდეს აზრდა სვლას. ამით ხაზი ესმება სიტყვის გამომსახველობით მომენტებს. დაგვიანებული მოძრაობები კი ფანტავს ყურადღებას.
3. მანერები – სწორი მანერები გარეგნობაზე უფრო მნიშვნელოვანია. უშფოთველად მიდით არჩეულ ადგილამდე. გზაში არ გადააწყოთ ჩანაწერები. არ დაიწყოთ კოსტუმის შეკვრა და ჰალსტუხის გასწორება. არ დაიწყოთ საუბარი მოხერხებული პოზის მიღებამდე. არ მიმართოთ მზერა საკუთარი ფეხსაცმელებისაკენ ან ფანჯრისაკენ. შეხედეთ მსმენელებს. გამომეტყველება უნდა გქონდეთ დაუძაბავი და არა მოღუშული, თუმცა სერიოზული. მსმენელთან კონტაქტი იკარგება, თუ დროდადრო ფანჯარაში იყურებით. მიუღებელია მსმენელზე, როგორც ცარიელ ადგილზ ყურება. მიაპყარით მას აზრიანი მზერა. ეს მათთვის სასიამოვნოა, რადგან მქნის პირადი ყურადღების შთაბეჭდილებას. შეცვალეთ მზერის მიმართულება აზრის ცვლილებასთან ერთად.
4. ჟესტები – ჟესტ-მიმიკა იძლევა ინფორმაციის 40%-ს. ჟესტები არის:
1. გამომსახველობითი – იგი ახლავს კულმინაციურ ადგილებს
2. აღწერითი – გამოხატავენ გადასვლას, მოძრაობას
3. მიმართებითი – ყველაზე მარტივი ჟესტებია
4. მიმბაძველობითი
ჟესტები უნდა იყოს ძალდაუტანებელი, მათ უნდა ვიყენებდეთ საჭიროების შემთხვევაში, არ უნდა ჩავახშოთ ჟესტები, თორემ იქმნება შებოჭილობის, არაგულწრფელობის შთაბეჭდილეა. ჟესტიკულაცია უნდა იყოს მრავალფეროვანი, დამუშავებული. იგი არ უნდა იყოს გამუდმებული.
5. ხმოვანება – დიდი მნიშვნელობა აქვს ხმის ინტენსივობას. ხმამაღალი საუბრისთვის საჭიროა საკუთარ თავში დარწმუნებულობა. ხმოვანება ეყრდნობა სწორ სუნთქვას (ღრმასა და კონტროლირებადს). ფრაზის ბოლოს არ უნდა გამოგელიოთ ჰაერი.
6. ტემპი – აქ შემოდის რამდენიმე ელემენტი:
1. მეტყველების სისწრაფე – ზედმეტ სისწრაფეს იწვევს სიმორცხვე, შფოთვა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამომსვლელს უნდა სწრაფად მოიშოროს ეს საქმე. უსიამოვნოა დუნე სიტყვაც. იგი იწვევს განცდას, რომ გამომსვლელისათვის, სულ ერთია მისი საუბრის შედეგი.
2. ცალკეული სიტყვის ხანგრძლივობა – იგი არ უნდა გაწელოთ და არც უნდა მოკვეცოთ. ხანგრძლივობა უნდა დაუკავშირდეს სიტყვის მნიშვნელობას.
3. პაუზები – მათი გაკეთება ადვილია და ისინი ეხმარება მეტყველებას, არეგულირებს სწორ სუნთქვას. პაუზით შეიძება ხაზი გავუსვათ სათქმელს, რომ მსმენელმა გაიაზროს იგი.
4. ბგერის სიმაღლე და მელოდიურობა – საშუალებას იძლევა გავარჩიოთ კითხვა და დასაბუთება, საბოლოო მტკიცება და განსახილველი საკითხი, დარწმუნებულობა და დაურწმუნებლობა. ხმის მოდულაცია გამოხატავს მოსაუბრის ემოციას. ინტონაციით კეთდება მახვილი ამა თუ იმ კითხვაზე
5. ტემბრი – ტემბრის ნაკლოვანებებია: ქოშინი, ხრიწინი, სიმკვეთრე, ხორხისმიერობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s