როგორ შევიქმნათ მოტივაცია


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.

—————————————-

რადიო თავისუფლების ბლოგზე კამათობენ, რამდენად შესაძლებელია ჰქონდეს ცხოვრების მოტივაცია ადამიანს, რომელმაც ბევრი რამე დაკარგა. საქმე ეხება დევნილებს, რომლებიც სახლ-კარის გარეშე დარჩნენ. ახლა ისინი საქართველოს მთავრობის მიერ აშენებულ სოფლებში ცხოვრობენ. სახლში ამოსულ ბალახს გლეჯავენ; თანაც უნდათ მთელ ქვეყანას გააგებინონ, თუ როგორ უყვართ პრეზიდენტი სააკაშვილი. მათი სხვა ნაწილი კი მთავრობის სახლის წინ პირამოკერილი შიმშილობს.

ორი უკიდურესობა – ამაზრზენი სინამდვილეა. ყველა ეს ადამიანი ორიეტირებულია გადარჩენაზე. შეიძლება თავისებურად ცდილობენ კიდეც მეტის მიღწევას, მაგრამ ჩაკეტილ წრეში ტრიალებენ. ნუთუ სიღარიბემ დააბეჩავა?… ჰკითხეთ რაზე ოცნებობენ. პასუხები ალბათ ერთნაირი იქნება – საკუთარი სახლი, შვილების დაბინავება. ძალიან ეკონომიური ოცნებები აქვთ – ერთი ჩემი ნაცნობის მსგავსად, რომელსაც საოცნებო მანქანის დასახელება ვთხოვე. მან მიპასუხა – ნივააო. გავოგნდი. შეეძლო დაესახელებინა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ყველაზე სწრაფი, ყველაზე ძვირადრირებული მანქანები, მან კი ნივა აირჩია. ოცნება ხომ არ იბეგრება, ოცნებას საზღვარი არ აქვს, როგორც კი ჩარჩოს დაუწესებ შენს ფიქრებსა და ოცნებებს, იქ დგება შენი, როგორც პიროვნების აღსასრული. გინდა გახდე მილიონერი? მაშინ “ნებას არ მაძლევენ” პოზიციის მაგივრად პირდაპირ მოქმედებაზე გადადი. მერე რა, რომ ახლა ჯიბეგაფხეკილი და უსახლკარო ხარ, წაიკითხე ბრაიან ტრეისი და იმოქმედე! იმოძრავე! დაისახე თუნდაც წარმოუდგენელი მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიე წინ!

და თუ ოდესმე საკუთარი თავი შეგეცოდება სიღატაკის, ფიზიკური ნაკლის, განათლების უკმარისობის, წარუმატებლობის ან სხვა მიზეზის გამო, გაიხსენე ვიქტორ ფრანკლის ისტორია.

ეს იყო ავსტრიელი ებრაელი, სახელოვანი ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც II მსოფლიო ომამადე 30 ათასზე მეტ თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. ამ კაცმა საკონცენტრაციო ბანაკებში არაადამიანური 3 წელი გაატარა.

ჰკითხე შენს თავს – განა ოდესმე ვყოფილვარ განწირული მონური შრომისთვის? განა ოდესმე წაურთმევიათ ჩემთვის ადამიანური არსებობის აზრი? განა შეუქმნიათ გარემო, სადაც ჩემს ყოფას მიზანი აღარ ექნებოდა?… გადამიტანია წამება და უვარგისობის მტანჯველი განცდა დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე?… განა ყოფილხართ შეზღუდული სივრცესა და არსებობაში, დაკავებული ყოვლად უშინაარსო საქმით? წარმოიდგინეთ, რომ საკონცენტრაციო ბანაკიდან სა,უშაოდ ღამეულად გამოჰყავხართ. მცველები გიყვირიან და იარაღს გიტრიალებენ. მისუსტებული პატიმრები სხვის მკლავებს ეკიდებიან. დაფლეთილი ტანსაცმლით მიაბიჯებთ სუსხში და არავის აქვს ხმის ამოღების თავი… თითოეული პატიმარი ცდილობს, რამენაირად შეინარჩუნოს სხეულის კიდეებში შერჩენილი სითბო… რას იგძნობდით?…

თუნდაც კითხვების ნაწილზე მაინც დადებითი პასუხი გქონდეთ, ისიც გახსოვდეთ, რომ ვიქტორ ფრანკლმა საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ სრულფასოვანი ცხოვრება დაიწყო და საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა გაიკეთა: კიდევ უფრო გაითქვა სახელი, როგორ ფსიქოანალიტიკოსმა და გახდა 32-ზე მეტი წიგნის ავტორი.

1945-ში, გათავისუფლების შემდეგ გამოქვეყნდა მისი წიგნი: “უთხარით “დიახ” ცხოვრებას, მიუხედავად ყველაფრისა; საკონცენტრაციო ბანაკის ფსიქოლოგიური გამოცდილებები”.

რას გვასწავლის ეს მრავალტანჯული კაცი? – რომ ყველაზე აბსურულ, უაზრო, უშინაარსო, მტკივნეულ და არაადამიანურ სიტუაციაშიც კი აქვს ცხოვრებას აზრი.

გაუსაძლის პირობებში ფსიქოლოგიური სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, პირველ რიგში, საჭიროა გქონდეს მიზანი. ფრანკლის მიზანი იყო სხვა პატიმრების გადარჩენა თვითმკვლელობისგან. იმ გაუსაძლის პირობებში ბევრი კარგავდა სულიერ სიმტკიცეს, ვიქტორ ფრანკლი კი ეხმარებოდა, დაენახათ თავიანთი ამქვეყნიური საჭიროება და ცხოვრება გაეგრძელებინატ თუნდაც საყვარელი ადამიანების გამო. გარდა ამისა, განევითარებინათ რეალობის ადეკვატური აზროვნება – გამოერკვიათ, თუ რას მოელოდა გარემო მისგან, და შესაბამისად მოქცეულიყვნენ.

საკონცენტრაციო ბანაკის პირობებს უძლებდნენ ისინიც, ვინც საკუთარ თავში პოულობდნენ ძალას, სუსხიანი ყინვების დროს დათოვლილი გარემოს მშვენიერება დაენახათ, ან წარმოედგინათ საკუთარი ცხოვრება გათავისუფლების შემდეგ.

ფრანკლი წერდა – “უკანასკნელი რამ, რისი წართმევაც ჩემთვის არავის შეუძლია – ესაა ჩემი არჩევანი – როგორი რეაქცია მექნება გარემოს გამოწვევებზე. ადამიანის უკანასკნელი თავისუფლება მოცემულ სიტუაციაში საკუთარი დამოკიდებულების არჩევაა. ესაა მწუხარების ჩანაცვლება სიხარულით, სასოწარკვეთისა – იმედით. არც ერთი პიროვნების ქცევას არ განაპირობებს მხოლოდ გარემოებები. მის ქცევას განსაზღვრავს არჩევანი – ის არჩევანი, რომელიც ყველა ცოცხალ ადმიანს გააჩნია.”

————-

ეს არის ერთი ამბავი ადამიანისა, რომელმაც იმაზე უარესი ცხოვრება გადაიტანა, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია. თუმცა წარმატების ეს ერთი ისტორიაც საკმარისია იმისათვის, რომ ძალა მოიკრიბო და დასახული ორიეტირისაკენ წახვიდე. ცხოვრების მოტივაცია დაწერილი კი არა, თავში ჩაბეჭდილი მიზანია. ეს ისაა, რისთვისაც ყოველ დღე გითენდება, რის გამოც გინდება წინსვლა და განვითარება. იგი შენს გულშია, მთლიანად შენს არსებაშია; გავსებს, გამოძრავებს და ყველაზე რთული მომენტების გადატანაშიც კი გეხმარება. დევნილებმა ყველაფერი დაკარგეს – და “ამ” ყველაფერში ვგულისხმობ არა მხოლოდ მატერიალურ ქონებას, არამედ იმედს, მამოძრავებელ ძალას. და იმ დონეზე გაჩერდნენ, სადაც უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებლები მაინც პრეზიდენტს ეპირფერებიან. ეს მხოლოდ გადარჩენის ინსტიქტია. წინსვლას კი მეტი ამბიცია სჭირდება. საჭიროა იოცნებო დიადზე და გეყოს ძალა, გაარღვიო შენს გარშემო მოჯადოებული წრე; დაივიწყო ყველა ის არაფრის მაქნისი სტერეოტიპი, რომელიც ხელს გიშლის მიზნის მიღწევაში. რაც მთავარია, უნდა იმოქმედო საკუთარი გულისა და გონების კარნახაით. ესაა თავისუფლება. ესაა ის, რასაც უამრავი ბედნიერი წამი მოაქვს.

4 thoughts on “როგორ შევიქმნათ მოტივაცია

  1. წარმატება მოაქვს წარმატებულ საზოგადოებაში გაზრდას და წარმატებული ქვეყნის მოქალაქეობას
    ასე რომ ღმერთი არ გაგიწყრეს და მაქედან არ ჩამოხვიდე….

    მე საქართველოში წარმატებული ადამიანი არ მინახავს…რაც მე მგონია წარმატება…თუ მინხავს ძალიან ცოტა ხნით..მერე რატომღაც ყველაფერს ბოლო ეღება ხოლმე ან სადაღაც სხვაგან მიდიან…

  2. 1.წარმატებული ადამიანიც იმიტომ ატარებს ამ სტატუსს, რომ წარუმატებლები არსებობენ!
    2.ეს იგივეა, რაც წარმოიდგინო ვარსკვლავი ღამეული ცის ფონზე – მნათობები ღამეში სინათლით გამოირჩევიან, მაგრამ (ამ შემთხვევაში) ესენი სატელევიზიო ვარსკვლავები არიან!
    3.რა თქმა უნდა წარმატება ყველას ახარებს, მაგრამ დევნილებს უბრალოდ მშვიდი ცხოვრება სურთ, საკუთარ სახლ–კარში, საკუთარ ჭერქვეშ! უთხარი ახლა დევნილებსა და გარემოვაჭრეებს რომ იყო ერთი კაცი – ბრაიან ტრეისი და იგი…
    4.ცხოვრებაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მატერიალურ კეთილდღეობასა და პოპულარობას!
    5.”რაც მთავარია, უნდა იმოქმედო საკუთარი გულისა და გონების კარნახაით. ესაა თავისუფლება. ესაა ის, რასაც უამრავი ბედნიერი წამი მოაქვს.”– დღეს საკუთარი გულისა და გონების კარნახით ხალხი ვეღარ მოქმედებს, რადგან ტვინი მუცელში გადასახლდა!

    საინტერესო პოსტი იყო, ბრაიან ტრეისის შესახებ არ ვიცოდი :D:D:D

    • 1. გეთანხმები
      2. კიდევ +1
      3. “უბრალოდ მშვიდი ცხოვრება” მეც მინდა, ოღონდ ჩემთვის ‘მშვიდ ცხოვრებას” გაცილებით ფართო მნიშვნელობა აქვს. მასლოუს პირამიდის წვერში ყოფნაა ჩემთვის ყველაზე სასურველი მდგომარეობა. პოსტის აზრი ის არის, რომ საკუთარი ჩაკეტილი ნაჭუჭიდან როგორმე უნდა გამოაღწიო…… თქმას რაც შეეხება კიდევ – შეძლბისდაგვარად მიმქონდა ჩემი სათქმელი მიზნობრივ აუდიტორიასთან. ბევრნაირად შეიძლება წარმატებისათვის ხელის შეწყობა – პირადი მაგალითით, ტრენინგებით, წიგნებით… ახლა ბლოგინგით ვცდილობ🙂
      4. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვითრეალიზაციაა. ამის შედეგად მატერიალური კეთილდღეობა და პოპულარობა თავისთავად მოდის.
      5. გცილებით ოპტიმისტი ვარ🙂 ზოგს დრო ან რჩევა სჭირდება საკუთარი გზა რომ დაინახოს. მაგრამ ერთხელ თუ იპოვის არასოდეს გადაუხვევს იქიდან,
      გმადლობ რომ მკითხულობ🙂

  3. ძალიან კარგი პოსტია. მთავარია ადამიანმა საკუთარ თავზე გაიმარჯვოს და მას წინ ვერაფერი დაუდგება მიზნის მიღწევაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s