დასკვნა: წარმატება გათვლადია


ნება მომეცით კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ მთელი ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა. ეს არის “წარმატება გათვლადია”.
წარმატება- საერთოდ არაა იღბლის, გამართლების, შემობრუნებელი შემთხვევის ან იმ უმარის საკითხი, არმოჩნდეთ გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილას. წარმატება ისევე გათვლადია, როგორც ის ფაქტი, რომ მზე აღმოსავეთიდან ამოდის და დასავლეთში ჩადის. უკვე გათავისებული პრინციპების პრაქტიკულად გამოყენებით, შეგიძლიათ ცხოვრებაში შორს წინ წაიწიოთ. თქვენ გექნებათ დაუჯერებელი უპირატესობა სხვა ადამიანებთან, რომლებმაც ან არ იციან ეს მეთოდები და სტრატეგიები, ან არ იყენებენ პრაქტიკულად. მსგავსი უპირატესობის ფლობით, ცხოვრებისა და კარიერის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში უცილობლად მიეკითვნებით გამარჯვებულთა რიცხვს.
თუ თანმიმდევრობით, სისტემატიურად და დაჟინებით გააკეთებტ იმას, რომელსაც ახორციელებენ წარმატებული ადამიანები, მსოფლიოში ვერავინ შეგიძლით ხელს დიდი წარმატების მიღწევაში. თქვენ საკუთარი ბედის არქიტექტორი ხართ. თქვენ საკუთარი დანიშნულების პატრონი ხართ. თქვენ საკუთარი ცხოვრების შტურვალთან ზიხართ. არ არსებობს არავითარი ძეზღუდვა იმაში, რაც შეიძლება გააკეთოთ, გქონდეთ ან რა შეიძLება გახდეთ იმ შეზღუდვების გარდა, რომელიც თქვენს შინაგანში არსებობს და თქვენი აზროვნების მიერაა შექმნილი.
გახსოვდეთ, რომ არაფრით ნაკლები და კიდებ უფრო მეტი ხართ, ვიდრე ნებისმიერ ადამიანი, რომელსაც ცხოვრების გზაზე ოდესმე შეხვედრიხართ. თქვენ გამორჩეული არსება ხართ. თქვენში გაცილებით მეტი ტალანტი და შესაძლებლობაა ჩადებული, ვიდრე აქამდე აცნობიერებდით ან იყენებდით. თქვენში არსებობს პოტენციალი, რომელიც სრულ შესაძლებლობას გაძლევთ  გახადოთ თქვენი ცხოვრება რაღAც საოცარი. ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკისრებული გაქვთ, იმაში მდგომარეობს, რომ იოცნებოთ დიად საქმეებზე, ზუსტად განსაზღვროთ რა გინდათ, შეადგინოთ ამ მიზნის მიღწევის გეგმა, პრაქტიკულად გამოიყენოთ ის სტრატეგიები, რომლებიც ამ წიგნშია გადმოცემული, ყოველდღიურად განახორციელოთ კონკრეტული ქმედებები, რომლებიც მიმართულია თქვენი ოცნებებისა და მიზნების მისაღწევად, და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ არასოდეს, არასოდეს და კიდევ ერთხელ არასოდეს დანებდეთ. თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ, ზეციური ძალები აუცილებლად თქვენს მხარეს იქნებიან. თქვენ გახდებით დაუმორჩილებელი (დაუოკებელი, შეუჩერებელი) და თქვენი წარმატება გარდაუვალი გახდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s