სწავლა საზღვარგარეთ – მომზადების დანახარჯები


Cambridge Universityსაზღვარგარეთ სწავლისთვის მომზადების პროცესი გარკვეულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. დროსთან ერთად მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს ფინანსები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი სრულ სტიპენდიას იღებს, მოსამზადებელ ეტაპზე გარკვეული თანხაა საჭირო.

საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებული ოფიციალური დანახარჯები (2017 წლის ივლისისთვის) ასე გამოიყურება:

  1. ტესტების გამოცდაზე რეგისტრაცია (მოცემულია 2017 წლის ივლისის მდგომარეობით):
  • TOEFL – $165
  • IELTS (ტოეფელის ალტერნატივა) – 397 ლარი
  • GRE (ზოგადი) – $205; საგნობრივი ტესტები – $150.
  • GMAT – $250.
  • SAT (ამერიკის ბაკალავრიატში ჩაბარების მსურველებისთვის) – $26-დან $60-მდე (კონკრეტული ინფორმაცია – ოფიციალურ საიტზე).

ტესტების ფასები პერიოდულად იცვლება, ასე რომ რეგისტრაციამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ოფიციალურ საიტებზე.

Scholarshipაქ არ შედის მომზადებისათვის საჭირო ხარჯები, რომელსაც კანდიდატი ირჩევს ინდივიდუალურად, საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე. მოსამზადებელ ცენტრში ან კერძო რეპეტიტორთან სიარული აუცილებელი არაა, ზოგისთვის საკმარისია ინტერნტში არსებული რესურსები. მაგრამ საქართველოში ბევრს ურჩევია გადაიხადოს გარკვეული თანხა ინდივიდუალურ ან ჯგუფურ კურსებში. ერთი ტესტისათვის მომზადების საშუალო ფასი 350-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ინდივიდუალური მომზადების შემთხვევში შეიძლება უფრო მეტიც იყოს.

2. აპოსტილით დამოწმება (საჭიროების შემთხვევაში) – 20 ლარი.

3. დოკუმენტების თარგმნა უცხო ენაზე – ინგლისურად – საშუალოდ 1 გვერდი – 15 ლარი. საერთო თანხა დამოკიდებული იქნება სათარგმნი გვერდების რაოდენობაზე.

4. სააპლიკაციო გადასახადი – ამერიკული უნივერსიტეტებისთვის – $30-150-ის ფარგლებში; ევროპული უნივერსიტეტებისთვის – 50-100 ევრო ან მეტიც. თუ უნივერსიტეტი ითხოვს საბანკო ტრანსფერს, შესაძლოა ბანკმა დამატებით მოგთხოვოთ თანხის დაზღვევა (40-50 ევრო, დამოკიდებუია გამგზავნ ბანკზე). თანხის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

5. საფოსტო გაგზავნის ხარჯები:

  • ყველაზე იაფი არის საქართველოს ფოსტით გაგზავნა. ტარიფები კონკრეტული ქვეყნისათვის შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ საიტზე. გზავნილი ადრესატამდე საშუალოდ 3 კვირაში ჩადის.
  • EMS – სწრაფი გზავნილები. ჩაბარების საშუალო დრო: 5-7 დღე (ზოგჯერ მეტიც). ტარიფები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით, დაახლოებით 100 ლარამდე. მათი ზუსტი კალკულაცია (გზავნილის წონისა და დანიშნულების ადგილის მიხედვით) შესაძლებელია საქართველოს ფოსტის საიტის საშუალებით.
  • FEDEX/DHL და სხვა მსგავსი კომპანიები საბუთების ჩაბარებას 2-3 სამუშაო დღეში უზრუნველყოფენ, თუმცა სერვისის ფასიც შესაბამისად მაღალია – 2-3ჯერ მეტი, ვიდრე EMS-ის.

6. სავიზო მოსაკრებელი:

ამერიკის შეერთებული შტატები – $165.

დიდი ბრიტანეთი – $220

ევროკავშირის ქვეყნებში – მოსაკრებელი განსხვავებულია, უნდა გადაამოწმოთ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს საიტზე. საშუალოდ, 35-100 ევროს ფარგლებში.

SEVIS გადასახადი – $200 (მხოლოდ ამერიკის სტუდენტური ვიზისთვის).

7. თვითმფრინავის ბილეთი – ქვეყნების მიხედვით, საშუალოდ $150-$1000-მდე არის გასათვალისწინებელი. კონკრეტული ფასი დამოკიდებულია ქვეყანაზე და ბილეთის შეძენის დროზე. გამგზავრების თარიღთან მცირე დროის მონაკვეთში ყიდვისას ნაკლები შანსია იაფი ბილეთის პოვნის. უფრო მეტი ავიაბილეთებთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ პოსტში.

8. დაზღვევა – ყველა სტუდენტისათვის აუცილებელია სამედიცინო დაზღვევა, რომლის ფასიც განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მკაცრად მოითხოვენ კონკრეტული სადაზღვევო კომპანიით სარგებლობას. ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი და საერთაშორისო. ზოგ გეოგრაფიულ ადგილს მხოლოდ 1 ან 2 სადაზღვევო ემსახურება საკმაოდ მაღალ ფასად. მაგრამ ასევე არის შემთხვევებიც, როდესაც სტუდენტი შეზღუდული არ არის სადაზღვევოს არჩევაში. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ქართული სადაზღვევო კომპანიები, რომელთა სამოგზაურო დაზღვევის პაკეტებიც იწყება დღეში 50 თეთრიდან. რა თქმა უნდა, სერვისებთან ერთად მათი ღირებულებაც იზრდება. ასე გაცილებით იაფი გამოდის, ვიდრე ახალ ქვეყანაში გაკეთებული დაზღვევა (მაგალითად, ამერიკის ზოგიერთ შტატში საშუალო სადაზღვევო პაკეტების ღირებულება შესაძლოა თვეშჲ $100-ზე ნაკლები არ იყოს). ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ინფორმაციის მოძიება და დაზუსტება – რა სახის დაზღვევაა მისაღები კონკრეტული უნივერსიტეტისათვის. სტიპენდიების უმეტესობა სამედიცინო დაზღვევასაც ფარავს.

გარდა ამისა, ხარჯებს ხშირად ემატება სხვადასხვა “წვრილმანები”, როგორიც არის რეპეტიტორთან მომზადება, აცრები და სამედიცინო ცნობა, კონსულტაციებისთვის და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს  თანხები არის ეტაპობრივი გადასახდელი, სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა დანიშნულებით.  მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი შეხედვით მათი ჯამი შთამბეჭდავად შეიძლება გამოიყურებოდეს, ბევრი სტუდენტი ახერხებს მომზადებას, ჩაბარებას და გამგზავრებასაც. თქვენც წარმატებას გისურვებთ. 🙂

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s