სტიპენდიების კატალოგი. ნაწილი I


გეიტსის კემბრიჯის სტიპენდია

ყოველწლიურად ბილ გეიტსის ფონდი გარკვეულ თანხას გამოყოფს მათთვის, ვისაც სწავლის გაგრძელება კემბრიჯის უნივერსიტეტში სურს.  სტიპენდია განკუთვნილია ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქისათვის (გარდა გაერთიანებული სამეფოსი), და არც ასაკობრივი შეზღუდვა აქვს.

გეიტსის სტიპენდიის მოთხოვნები:

– კანდიდატს საბუთები შეტანილი შეიძლება ჰქონდეს კემბრიჯის ნებისმიერ სპეციალობაზე 

– შეიძლება უნდოდეს სწავლა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სასწავლო პროგრამაზე:

  • PhD (three year research-only degree)
  • One year postgraduate course (e.g. MPhil, LLM, MASt, Diploma, MBA etc.)
  • MSc or MLitt (two year research-only degree)
  • MBBChir Clinical Studies (four year postgraduate degree)

– ამას გარდა, იგი ჩვეულებრივი სააპლიკაციო პროცედურის გავლით უნდა ჩაირიცხოს კემბრიჯის ზემოთჩამოთვლილ სამეცნიერო ხარისხის პროგრამებში. ფონდი არ უზრუნველყოფს სტუდენტების ჩარიცხვას, იგი მხოლოდ სწავლას აფინანსებს.

– მზად უნდა იყოს კემბრიჯის იმ კურსისათვის, სადაც შეაქვს განაცხადი და აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის მიერ წაყენებულ ყველა პირობას (მაგ. აკადემიური, ინგლისური ენის და მოთხოვნის შემთხვევში, სხვებსაც)

– უნდა შეეძლოს მაღალი აკადემიური მიღწევების, ლიდერობის პოტენციალის, სოციალური ჩართულობისა და კემბრიჯის გარემოში კარგი ადაპტაციის უნარის ჩვენება

– მას, ვინც კემბრიჯში უკვე სწავლობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გეიტსის კემბრიჯის სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა, თუ ახალ სასწავლო კურსს იწყებს (მაგ. ერთწლიან მაგისტრატურაზე მყოფს შეუძლია მოითხოვოს დაფინანსება დოქტორანტურისთვის). კანდიდატები, ვინც უკვე სწავლობენ კემბრიჯში და ახალ სასწავლო კურსს არ იწყებენ (მაგ. ჯერ კიდევ სწავლობენ დოქტორანტურაში), არ განიხილებიან სტიპენდიიისათვის.

სტიპენდია ფარავს

· საუნივერსიტეტო თხზულებისა და კოლეჯის სხვა გადასახადებს

· ერთი სტუდენტის საცხოვრებელ ხარჯებს (12 500 ფუნტი 12 თვიანი პერიოდისთვის)

· ერთ ეკონომ-კლასის ბილეთს სტუდენტის ქვეყნიდან კემბრიჯამდე სწავლის დასაწყისში, და მისი დამთავრების შემდეგ

· სტუდენტის კმაყოფაზე მყოფი პირების საცხოვრებელ ხარჯებს კემბრიჯში

· შესაძლოა, სტუდენტმა მოითხოვოს გარკვეული თანხაც კონფერენციებზე დასასწრებად არჩეულ სფეროში

დისკრეციული კომპონენტები:

ფონდმა ასევე შეიძლება განიხილოს აპლიკაციები დამატებითი დაფინანსებისათვის დისკრეციულ საფუძველზე, მაგალითად საოჯახო დახმარება შვილებისათვის, გარკვეული თანხა აკადემიური განვითარებისათვის (კონფერენციებსა და კურსებზე დასაწრებად), საველე სამუშაოებისთვის და ა.შ.

თუ იღებთ ხელფასს დამსაქმებლისგან ან გაგაჩნიათ სხვა არსებითი შემოსავალი ტრესტი იტოვებს უფლებას შეგიმციროთ ან არ გადაგიხადოთ სტანდარტული საარსებო შემწეობა.

სტიპენდიის აპლიკაციების მიღება

აპლიკაციები მათთვის, ვინც ამერიკის მოქალაქე არ არის (ე.ი. საქართველოს მოქალაქეებისთვისაც), იხსნება 1 სექტემბერს და იხურება 1 დეკემბერს. დამატებითი დოკუმენტები (ნიშნების ფურცელი ან დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი) უნდა მიიღონ აპლიკაციის წარდგენიდან 14 დღეში.

სამაგისტრო-სადოქტორო დონეზე სასწავლებლად და გეიტსის სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  • სააპლიკაციო ფორმა
  • ნიშნების ფურცელი
  • 2 აკადემიური რეკომენდაცია
  • 1 პირადი რეკომენდაცია (გეიტსის კემბრიჯის სტიპენდიისთვის)

მიუხედავად იმისა, რომ გეიტსის კემბრიჯის აპლიკაცია არ ითხოვს,  Graduate Admission Office-მა ან აკადემიურმა დეპარტამენტმა შეიძლება კანდიდატებს მოსთხოვონ შემდეგი დოკუმენტები უნივერსიტეტში მისაღებად:

  • ინგლისური ენის ტესტის ქულები (თუ ინგლისური არ არის მშობლიური ენა)
  • სხვა დოკუმენტები, რომელიც საჭიროა კონკრეტულ კურსზე ჩასარიცხად, მაგალითად, აკადემიური ესსეს ნიმუში, კვლევის თემა, GRE/GMAT ქულა. (დამატებითი მოთხოვნები დამოკიდებულია კონკრეტულ ფაკულტეტზე).

არასრული დოკუმენტები არც უნივერსიტეტში და არც გეიტსის კემბრიჯის სტიპენდიისათვის არ განიხილება. 

აპლიკაციების მიღების შემდეგ კემბრიჯის დეპარტამენტები ახდენენ კანდიდატების კლასიფიცირებას, შეფასებას კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით და ხდება მათი შერჩევა ინტერვიუსათვის. იდეალური კანდიდატი უნდა ეესაბამებოდეს კემბრიჯის სტანდარტებს, ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება და ლიდერობის პოტენციალი, ასევე შეეძლონ ცვლილებების გამოწვევა (მოიტანოს საზოგადოებრივი სარგებელი).

აპლიკაციები ბიზნეს ადმინისტრირებისა (MBA) და ფინანსების მაგისტრატურისათვის:

ბიზნეს ადმინისტრირებისა და ფინანსების მაგისტრატურისათვის აუცილებელია პირდაპირ გაიგზავნოს განაცხადი Judge Business School-ში ონლაინ სააპლიკაციო სისტემის საშუალებით.

გასაუბრებები:

შერჩეულ კანდიდატებთან მარტში ინიშნება გასაუბრება. ინტერვიუ ტარდება პირადად, სკაიპის ან ტელეფონის საშუალებით.

ინტერვიუ გრძელდება 20-25 წუთი. კანდიდატი გასაუბრებას გადის კომისიასთან,, რომელსაც მის სფეროში გარკვეული ცოდნა და გამოცდილება გააჩნია. ეკითხებიან სამუშაო გამოცდილებას, რატომაა ეს მნიშვნელოვანი,  რატომ უნდა მაინცდამაინც კემბრიჯში სწავლა და ა.შ. ფონდი ატარებს 100-მდე ინტერვიუს და გასცემს 50-მდე სტიპენდიას. მარტის ბოლოს იგზავნება შეტყობინებები დაფინანსების გადაწყვეტილების შესახებ. 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სტიპენდიის ოფიციალურ ვებგვერდს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.