TOEFL iBT თუ EILTS?


TOEFL და IELTS ინგლისური ენის ორი საერთაშორისო აკადემიური ტესტია, რომელთა შედეგებსაც აღიარებენ უცხოეთის უნივერსიტეტები. ორივე ტესტს ერთი და იგივე დანიშნულება აქვს და ხშირად საზღვარგარეთ სწავლის მსურველები კითხულობენ თუ რომელი სჯობია.

TOEFL ამერიკული ტესტია, IELTS – ბრიტანული. ისინი სტრუქტურულად ერთმანეთის მსგავსია (მოიცავს მოსმენის, წერის, კითხვისა და საუბრის კომპონენტებს), თუმცა შიდა აგებულება და სპეციფიკა განსხვავებული აქვთ,.

უფრო დაწვრილებით ტოეფელის სტრუქტურის შესახებ: TOEFL iBT  სტრუქტურა

IELTS-ის სტრუქტურის შესახებ: IELTS სტრუქტურა

დანარჩენ განსხვავებებს რაც შეეხება: 

ხანგრძლივობა

IELTS უფრო “მოკლე” ტესტია – მისი ხანგრძლივობა 2 საათი და 45 წუთია მაშინ, როდესაც TOEFL დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდება.

IELTS-ის დროს შესვენება არ არის გათვალისწინებული. ხდება 3 სექციის ერთად ჩაბარება (მოსმენა, წერა, კითხვა), საუბარი კი შეიძლება დაინიშნოს იმავე დღეს ან 1 კვირის ვადაში.

TOEFL-ის შემთხვევაში ოთხივე კომპონენტი ერთ დღეს ტარდება, მოსმენისა და კითხვის შემდეგ 10-წუთიანი შესვენებით. ამ დროს კანდიდატს შეუძლია წაიხემსოს კიდეც.

გამოცდის დრო და ადგილი

IELTS-ის კონკრეტულ დროსა და გამოცდის ჩატარების ადგილს გატყობინებენ გამოცდამდე 3 დღით ადრე.

TOEFL-ის შემთხვევაში რეგისტრაციისას თავად ირჩევთ სასურველ ადგილს, დროს და საგამოცდო ცენტრსაც.

IELTS საქართველოში ტარდება მხოლოდ თბილისში

TOEFL ტარდება თბილისსა და ბათუმში.

IELTS რეგისტრაციისას გაჩვენებს მთელი წლის თარიღებს. შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი.

TOEFL რეგისტრაციისას გაჩვენებს მხოლოდ შემდეგი 3 თვის თარიღებს. ამაზე გვიან არ დაგარეგისტრირებს.

ფასი

IELTS-ის საფასური 2017 წლის იანვრის მდგომარეობით არის 361 ლარი

TOEFL-ის საფასური 2017 წლის იანვრის მდგომარეობით არის $165.

შეფასების სკალა:

IELTS გააჩნია 9-ქულიანი სკალა, სადაც 1 შეესაბამება ენის უცოდინარს, 9 – ექსპერტს. თითოეულ სექციაში ცალ-ცალკე ხდება შეფასება, შემდეგ კი გამოითვლება საშუალო ქულა. ქულების დამრგვალება ხდება ნახევარ არ მთელ ქულამდე. თუ შეფასება მთAვრდება .25-ით, მაშინ ქულა დამრგვალდება ნახევრამდე, თუ შეფასება მტავრდება .75-ით – მელ ქულამდე.

მაგალითად, თუ კანდიდატმა მიიღო 6.5 მოსმენაში, 6.5 კითხვაში, 5.0 წერაში და 7.0 საუბარში, საერთო ქუალ იქნება 6.5 (25/4 = 6.25. და მისი დამრგვალება მოხდება 6.5-ზე).

TOEFL iBT არის 120-ქულიანი ტესტი, თითოეულ კომპონენტში მაქსიმუმ 30-ით. მაგრამ IELTS -ისგან განსხვავებით, აქ ხდება ყველა ქულის შეჯამება და საერთოს გამოთვლა. მაგალითად, წერაში – 25, კითხვაში 28, საუბარში 23 და მოსმენაში 24 ქულა იქნება TOEFL iBT 100 ქულა.

ამ ცხრილში მოცემულია ტოეფელ iBT და IELTS ქულების შესაბამისობა:

ჩაბარების სპეციფიკა

TOEFL iBT მოითხოვს კომპიუტერის გამოყენების უნარებს, რადგან თავიდან ბოლომდე ბარდება კომპიუტერთან. საკითხავი ტესტი ჩნდება ეკრანზე და იქვეა მოსანიშნი შეკითხვები; მოსასმენი ფაილებისთვის ყურთსასმენები გაქვთ, საუბრისთვის – მიკროფონი. ავტომატური წამზომი აკონტროლებს დაწყების და დამთავრების დროს, რომელიც ასევე ჩანს ეკრანზე და შეგიძლიათ უყუროთ რამდენი წუთი გაქვთ დამთავრებამდე დარჩენილი. რა თქმა უნდა, წერის დავალებაც კომპიუტერში უნდა აკრიფოთ. ვინც ბეჭდვას შეჩვეულია, საკმაოდ მარტივად შეუძლია წეროს და შეასწოროს თემები მუშაობის პროცესში. დაკოპირება, ტექსტის გადატანა, აბზაცების წაშლა და ხელახლა დაწერა ძალიან მარტივად ხდება.

IELTS მთლიანად ბეჭდურ ვერსიაზე დაფუძნებული ტესტია. ამიტომ არის მოთხოვნა, რომ ტესტის დროს მიიტანოთ ფანქარი და საშლელი. ამგვარად შედარებით იოლად ჩაასწორებთ შეცდომას. მაგრამ თუ გრძელი წინანდადებების წაშლა და გადატანა მოგინდათ, ხელით წერა და რედაქტირება უკვე ძალიან არაკომფორტული ხდება. იძულებული ხარ, რომ დავალება დაწერო მაქსიმალურად სწორად და თანმიმდევრულად. ასევე, ნაწერი უნდა იყოს გარჩევადი. გაურკვეველი ხელწერის გამო ხდება ქულის დაკლება.

მოსმენის კომპონენტი:

TOEFL მოსმენის სექციაში არის ინტეგრირებული სავარჯიშოები. მოსმენის პროცესში საჭიროა ჩანიშვნების (ე.წ. ნოუთების) გაკეთება რომ ბოლოში დასმულ კითხვებს უპასუხოთ.

IELTS -ის მოსმენის სექცია უფრო მარტივია. პასუხების გაცემა მიმდინარეობს მოსმენის პროცესშივე. არის მხოლოდ მოსასმენი სავარჯიშოები. სამაგიეროდ ერთ-ერთი სექცია იქნება რუკის ან გრაფიკის აღწერა და ანალიზია.

საუბრის კომპონენტი

TOEFL საუბარი მიმდინარეობს მიკროფონით, კომპიუტერის საშუალებით. ეს იქნება მოცემული დავალებების შესახებ თქვენი მონოლოგი. ხდება მისი ჩაწერა და შემდეგ შეფასება.  ჩაწერა ხდება ერთხელ, არ ხდება გამეორება, ახლიდან დაწყება, გადახვევა და ა.შ. დავალების ნაწილი ინტეგრირებულია, გულისხმობს მოცემული ინფორმაციის შეჯამებას ან ინტერპრეტაციას.

IELTS საუბარი მიმდინარეობს ადამიან-გამომცდელთან და დიალოგის ფორმა აქვს. გეკითხება – პასუხობ. გაძლევს სასაუბრო თემას, შემდეგ გარკვეულ საკითხებს უფრო აკონკრეტებს. შეგიძლია მოცემული თემა ისე განავრცო და განავითარო, როგორც გაგიხარდება. შეგიძლიათ საუბარში დააზუსტო დეტალები ან გაასწორო შეცდომები.

კითხვაზე პასუხი – რომელი სჯობია? დამოკიდებულია კანდიდატის არჩევანზე – ხელით წერა ურჩევია თუ კომპიუტერთან მუშაობა; მიკროფონში საუბარი უფრო კომფორტულია თუ ადამიანთან ურთიერთობა (ზოგი გამომცდელთან დიალოგის დროს იბნევა); გეოგრფიულად სად ურჩევია წასვლა; ასევე – ტარდება თუ არა კონკრეტული ტესტი მისთვის სასურველ დროს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას გისურვებთ. 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s