სტიპენდიების კატალოგი. ნაწილი I


ჩივნინგის სტიპენდია

ჩივნინგის სტიპენდიების სქემა არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამა რომელიც ფინანსდება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა პარტნიორ ორგანიზაციების მიერ.

ჩივნინგის სტიპენდია მთლიანად ან ნაწილობრივ აფინანსებს კანდიდატების სწავლასა და ცხოვრებას ბრიტანეთში. როგორც წესი, იგი განკუთვნილია ერთწლიანი მაგისტრატურისათვის, სრული განაკვეთით. სტიპენდია არ გაიცემა ნახევარ განაკვეთზე სწავლისათვის, დოქტორანტურისათვის, დისტანციური სწავლების, მოკლევადიანი ან ენის კურსების დასაფინანსებლად. 

აპლიკაციების გამოცხადების დრო: აგვისტო (ყოველწლიურად)

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი (ყოველწლიურად)

საქართველოში ხელმისაწვდომია შემდეგი ჯილდოები

  • ჩივნინგი-საქართველოს სტიპენდია
  • ჩივნინგი-საქართვლო/საქართველოს ბანკის სტიპენდია
  • ჩივნინგის ცენტრალური პარტნიორობის ჯილდოები

საქართველოსთვის ჩივნინგის სტიპენდიისათვის მიიღება განაცხადები შემდეგი სფეროებიდან:

  • პოლიტიკური მეცნიერებები/საერთაშორისო ურთიერთობები
  • დემოკრატიზაცია, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების, მედიის რეფორმის, კანონის უზენაესობის ჩათვლით
  • კონფლიქტების მოგვარება
  • ეკონომიკისა და ენერგეტიკის შესწავლა

თუმცა აპლიკანტს შეუძლია განაცხადი გააკეთოს იმ პროგრამაზე, რომელიც ამ ჩამონათვალში არ არის. აპლიკაციები მიიღება მხოლოდ ონლაინ სააპლიკაციო სისტემით.
ჩივნინგის სტიპენდიაზე საბუთების შეტანის მომენტში აუცილებელი არ არის აპლიკანტს უკვე მიღებული ჰქონდეს უნივერსიტეტის შეთავაზება. მას შეუძლია სასურველ უნივერსიტეტში საბუთები შეიტანონ ჩივნინგის სტიპენდიის პარალელურად.

შერჩევის პროცესი:

  • აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
  • რეკომენდაციების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
  • წამკითხველი კომიტეტის შეფასება : იანვარი
  • მოკლე სია ინტერვიუებითვის: თებერვალი 
  • ინტერვიუები: თებერვალი-აპრილი
  • შერჩევა/უარი/რეზერვების განცახადება: მაისი 
  • უპირობო შეთავაზებები უნივერსიტეტებიდან: 15 ივლისი
  • ინგლსური ენის ტესტის შედეგი: 15 ივლისი

საქართველოს მოქალაქეებისათვის ჩივნინგის სტიპენდია მოიცავს: 

  • ყოველთვიურ სტიპენდიას
  • ქვეყნიდან გამზავრებას ბრიტანეთში და უკან დაბრუნებას
  • ჩასვლას და ზედმეტი ბარგის გადასახადს
  • გრანტს თეზისის ან დისერტაციისათვის
  • ვიზასთან დაკავშირებულ დანახარჯებს
  • სწავლის გადასახადს 13 000 ფუნტამდე. თუ სწავლის გადასახადი ამ თანხაზე მეტია, განსხვავება სტუდენტმა უნდა დაფაროს

მოთხოვნები ჩივნინგის პროგრამის კანდიდატისთვის: 

  • კანდიდატი უნდა იყოს ჩივნინგის პროგრამაში მონაწილე ქვეყნის მოქალაქე. და პროგრამის დასრულების შემდეგ სულ მცირე 2 წლით დაბრუნდეს სამშობლოში
  • ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი (Hold a degree that is equivalent to or higher than an upper-second class (2:1) honours degree in the UK before applying.)
  • ჰქონდეს სულ მცირე 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება აპლიკაციის გაგზავნის მომენტისთვის. 
  • კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ინგლისური ენის მოთხოვნებს
  • კანდიდატს შეუძლია აპლიკაცია გაგზავნოს 3 სხვადასხვა ბრიტანულ უნივერსიტეტში
  • კარდიდატს არ უნდა ჰქონდეს ბრიტანეთის მოქალაქეობა ან ორმაგი მოქალაქეობა ბრიტანეთის
  • არ ჰქონდეს ნასწავლი ადრე ბრიტანეთში, ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაიფნანსებული სტიპენდიით. 
  • არ უნდა იყოს ბირტანეთის მთავრობის (მათ შორის საელჩოს, უმაღლესი კომისიის, საერთაშორისო დეპარტემენტის, ბიზნესის, ინოვაციებისა და უანრების დეპარტამენტის, ბრიტანეთის ვაჭრობისა და ინვესტიციებსი, თავდაცვისა და საშინაო ოფისის), ბრიტანეთის საკონსულოს თანმშრომელი, თანამშრომლის ნათესავი ან ყოფილი თანამშრომელი, პარტნიორი, ბრიტანული უნივერსიტეტის სპონსორი, ან თანამეგობრობის უნივერსიტეტების ასოციაციის პერსონალის წევრი. 

სამუშაო გამოცდილება: 

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება მაინც ჩივნინგზე აპლიკაციის გაგზავნამდე (სულ მცირე 2,800 საათი):

გამოცდილება იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: კვირაში ნამუშევარი საათები X კვირების რაოდენობა წელიწადში X 2 = თქვენი სამუშაო გამოცდილება.

მაგალითად, კვირაში 30 საათი მუშაობა X 48 კვირა X 2 წელი = 2,880 საათი

სამუშაო გამოცდილება შეიძლება მოიცავდეს:

  • სრული განაკვეთით მუშაობას
  • ნახევარ განაკვეთზე მუშაობას
  • მოხალისედ მუშაობას
  • ანაზღაურებად ან უფასო სტაჟირებებს

სამუშაო გამოცდილება შეიძლება მიღებული იყოს სწავლის დროს ან მისი დამთავრების შემდეგ.

ინგლისური ენის მოთხოვნა:

ჩივნინგის სტიპენდიანტმა 15 ივლისამდე უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტის სერთიფიკატი. აპლიკანტი პასუხისმგებელია თავად მოემზადოს და გადაიხადოს ტესტის საფასური.
ჩივნინგის სტიპენდიისთვის ინგლისურის მინიმალური მოთხოვნებია:

  • Academic IELTS 
  • საერთო ქულა – 6.5, თითოეული კომპონენტისთვის შემდეგი მინიმალური ქულებით: მოსმენა – 5.5; კითხვა – 5.5, საუბარი – 5.5, წერა – 5.5
  • Pearson PTE Academic 
  • საერთო ქულა – 58, თითოეული კომპონენტისთვის შემდეგი მინიმალური ქულებით: მოსმენა – 42, კითხვა – 42, საუბარი – 42, წერა – 42
  • TOEFL iBT
  • საერთო ქულა – 79, თითოეული კომპონენტისთვის შემდეგი მინიმალური ქულებით: მოსმენა – 17, კითხვა – 18, საუბარი – 20, წერა – 17

გამონაკლისები: ჩამოთვლილი ქვეყნის მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ ინგლისური ენის ტესტის გაგზავნა ჩივნინგის სტიპენდიისთვის: ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამა, ბარბადოსი, ბელიზი, კანადა, დომინიკა, გრენადა, გაიანა, იამაიკა, ახალი ზელანდია, სენტ კიტსი და ლევისი, სენტ ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, ტრინიდადი და ტობაგო, შეერთებული შტატები და ბრიტანეთის ზღვისგაღმა ტერიტორიები.

ასევე, კანდიდატები, რომლემსაც ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი მიღებული აქვთ ერთ-ერთ შემდეგ ქვეყანაში, თავისუფლდებიან ინგლისური ენის ტესტისგან: ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ბაჰამა, ბარბადოსი, ბელიზი, დომინიკა, გრენადა, გაიანა, ირლანია, იამაიკა, ახალი ზელანდია, სენტ კიტსი და ნევისი, სენტ ლუცია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სინგაპური, ტრინიდადი და ტობაგო, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.

ჩივნინგის ინგლისური ენის მოთხოვნებთან ერთად აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებნენ კონკრეტული უნივერსიტეტის ინგლისური ენის მოთხოვნებსაც. უნივერსიტეტებმა შეიძლება მოითხოვონ კონკრეტული ტესტი, რომელიც მოცემულია მათ ვებსაიტებზე. 

რეკომენდაციები: 

2 აკადემიური ან პროფესიული რეკომენდაცია, რომლებიც უნდა აფასებდნენ აპლიკანტის ხასიათსა და ქცევას. რეკომენდაციები უნდა იყოს შედგენილი ინგლისურ ენაზე და გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით 30 ნოემბრამდე თავად რეკომენდატორების მიერ. რეკომენდაცია უნდა დაწეროს თავად რეკომენდატორმა, აპლიკანტს არ აქვს უფლება შეავსოს სარეკომენდაციო ფორმა.

დამატებითი დოკუმენტები:

სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველია ინგლისური ენის ტესტის სერთიფიკატი და/ან უპირობო შეთავაზება უნივერსიტეტისგან.

ასევე პასპორტის ID  გვერდის სკანირებული ვერსია.

ინტერვიუ

ინტერვიუ ტარდება იმ ქალაქში, სადაც ბრიტანეთის საელჩო და უმაღლესო კომისიის წარმომადგენლობაა.

აპლიკანტებმა თავად უნდა დაფარონ ინტერვიუზე მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები (თუ ამისი საჭიროება არსებობს). ინტერვიუები ტარდება ინგლისურ ენაზე.

მათი გადადება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ინტერვიუმდე 48 საათით ადრე მოითხოვს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შეიძლება ალტერნატიული ლოტები არსებობდეს. 

ინტერვიუს პანელი შეიცავს ბრიტანეთის საელჩოს/უმაღლესი კომისიის წარმოამდგენელს. ასევე პარტნიორული ჯილდოსთვის შეიძლება შედიოდეს პარტნიორი უნივერსიტეტის/კომპანიის წარმოადგენელი. 

ბრიტანეთის საელჩოს წარმოადგენელი დაუყოვნებლივ დაუკავშირდება აპლიკანტს, როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მითებული (არა უგვიანეს მაისის ბოლოს).

მუშაობის უფლება:

ჩივნინგის სტიპენდიანტები მიიღებენ Tier 4 ვიზას, სტანდარტული სტუდენტური სამუშაოს შეზღუდვით (რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ კვირაში 10 საათი გარკვეული სამუშაოს შესრულების უფლება).

ითვლება, რომ სტიპენდიანტი ფოკუსირებული უნდა იყოს სწავლაზე, მაგრამ კომისია ასევე აღიარებს რომ ბრიტანეთში მიღებული გამოცდილება შეიძლება სასარგებლო იყოს აპლიკანტის კარიერისა და გამოცდილების გამდიდრებისთვის. სტიპენდიატს შეუძლია იმუშაოს სამდივნოს მიერ დამტკიცებულ პოზიციაზე, იმ პირობებით რასაც ვიზა აძლევს და თუ ეს მუშაობა უარყოფით გავლენას არ მოახდენს სწავლაზე. 

ჩივნინგის სტიპენდიანტები ვალდებული არიან სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში.

ვებსაიტები:

http://istudy.ge/

http://www.chevening.org/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.