სწავლა ბრიტანეთში – სავიზო პროცედურები


გადასახადი:

2019 წლის აგვისტოსთვის სტუდენტური ვიზის მოსაკრებელი შეადგენს 348 ფუნტს.

თუ კურსი გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს, სავალდებულოა IHS (Immigration health Surcharge) გადახდაც – 2019 წლის აგვისტოსთვის – წელიწადში 300 ფუნტი. თუ 2 წლით ან მეტით მიდიხართ, შესაბამისად, ორმაგ ან მეტ თანხას გადაიხდით.

გადახდების განხორციელებისა და ინფორმაციის სრულად შევსების შემდეგ ხდება თბილისში არსებულ სავიზო აპლიკაციის ცენტრში შეხვედრის ჩანიშვნა. ონლაინ ცხრილზე მონიშნავთ სასურველ თარიღს/დროს. საბოლოო ეტაპზე ამობეჭდავთ საბუთების ჩამონათვალს (application checklist) და იქ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად წაიღებთ დანიშნულ შეხვედრაზე. ეს არის 5-გვერდიანი დოკუმენტი. ყველა გვერდის ამობეჭდვა სავალდებულოა. ამის გარეშე არ ხდება არც დოკუმენტების ჩაბარება, არც პასპორტის დაბრუნება.

დანიშნულ შეხვედრაზე ცენტრის ოფიცერი ჩაიბარებს თქვენს პასპორტს, შეამოწმებს და დაასკანერებს საბუთებს (ამ სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში), გადაგიღებენ ფოტოს, აიღებენ თითის ანაბეჭდებს და ამით სავიზო პროცედურა დამთავრებულია. პასუხისათვის საჭიროა საშუალოდ 15 სამუშაო დღე, თუ დაჩქარებული წესით მომსახურება არ გაქვთ არჩეული.

წარმატებას გისურვებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.