“მგელი იგი” პოსტი


დღეს მე და ჩემი მეგობარი შევკამათდით ვარსქენ პიტიახშის პიროვნების გამო.

მე ვამბობდი (და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ) რომ ვარსქენ პიტიახშის მიმართ სიმპათიები გამაჩნია.

ის ამბობდა რომ ვარსქენი მოღალატეა.

რატომ? – იმიტომ რომ 1. ქრისტიანობა დათმო; 2. მაზდეანი ქალი ითხოვა ცოლად მაშინ, როდესაც შუშანიკი უკვე ჰყავდა და მასთან უკვე 3 (ზოგი ვერსიით 4) შვილი შეძენოდა.

მე კი ვამბობ, რომ ეს არგუმენტები პოლიტიკოსის შესაძულებლად საკმარისი არ არის. ისტორიული პირების სიავკარგის შეფასება ერთი და იმავე კრიტერიუმებით უნდა ხდებოდეს. რატომ უნდა აძაგებდეს ერი ვარსქენ პიტიახშს, როდესაც როსტომ ხანის მმართველობა ახსოვს და იწონებს? XIII-XIV საუკუნეების ქართველი მეფეების მიერ ქრისტიანობის დატევებისა და გამაჰმადიანების გამართლება “პოლიტიკური საჭიროებებით” ხდება. რატომ? ზუსტად იგივე პოლიტიკური საჭიროებები იყო V საუკუნის ქართლშიც. ვარსქენ პიტიახში იყო მმართველი, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება ისევე უნდოდა, როგორც ნებისმიერ სხვას. ეს იყო მოქმედი მმართველი და არა ისეთი ნომინალური, როგორც ვახტანგ გორგასალი იმ პერიოდში.

მეორე არგუმენტის გაბათილებაც ადვილად შეიძლება. დემეტრე თავდადებულს, რომელიც წმინდანადაა შერაცხული, 3 ცოლი ჰყავდა, მათ შორის ერთი მონღოლი. კაცი, რომელიც (პოპულარული თვალსაზრისით) ქრისტიანობისთვის ეწამა, მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს თუ მოთხოვნას არღვევდა. დემეტრე თავდადებული ამ კრიტერიუმის მიხედვით 3-ჯერ უფრო მოღალატე გამოდის, ვიდრე ვარსქენ პიტიახში. თუმცა, დემეტრესაგან განსხვავებით, ვარსქენი არ დაქორწინებულა (ისტორიული წყაროებით არ დასტურდება ქორწინების ფაქტი). აქედან გამომდინარე, “მაზდეანი ქალის ცოლად თხოვის” არგუმენტად მოტანა მისი “მოღალატეობის” დასამტკიცებლად უადგილოა.

ან უნდა ვაღიაროთ ვარსქენის მოღალატეობის “დამამტკიცებელი” არგუმენტების უსუსურობა ან კიდევ ის, რომ ქართველი მეფეების მთელი თაობები მოღალატეები ყოფილან.

———————–

საკითხს ობიექტურად რომ მივუდგეთ, საქართველო 100%იანი ქრისტიანი არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს V საუკუნის ქართლში. იმ პერიოდში ქრისტიანობა ის-ის იყო ფეხს იკიდებდა, მის გვერდით ძლიერი იყო ასევე მაზდეანობა და ადგილობრივი წარმართობა. ქრისტიანობის პოზიციის გაძლიერება გაცილებით გვიან, გრიგოლ ხანძთელის პერიოდიდან დაიწყო (ამ ადამიანს უნდა ვუმადლოდეთ ქართული სახელმწიფოსა და იდეოლოგიის საფუძვლის ჩაყრას. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსია).

ვარსქენი იყო V საუკუნის ქართლის რეალური მმართველი, პიტიახში ანუ სპარსელთა მეფისნაცვალი. როდესაც იგი საქვეყნო საქმეებით იყო დაკავებული, ვახტანგ გორგასალი თავისი ჯარით იმავე სპარსელებს ტერიტორიების დაპყრობაში ეხმარებოდა. ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე გორგასალმა ჩათვალა რომ სჯობდა საკუთარ სახლში ყოფილიყო მეფე, ვიდრე სხვასთან – მსახურიდა გადაწყვიტა ძალაუფლების მოპოვება. ანუ ნომინალურიდან რეალურ მმართველად გადაქცევა. ვარსქენი კი ერთ-ერთი დაბრკოლება იყო: 1. ქვეყნის ნამდვილი გამგებელი; 2. სპარსელების დანიშნული.

ვარსქენ პიტიახშისთვის გორგასალი იყო კაცი, რომელიც იმ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს ეცილებოდა, რასაც წლების განმავლობაში მიეჩვია. წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას და თქვით: შეეგუებოდით საკუთარი როლის შემცირებას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში? დათმობდით კარგ ცხოვრებას, პირველ კაცობას? შეეგუებოდით უკანა პლანზე გადაწევას და უფუნქციოდ დარჩენას?…

ვარსქენისა და ვახტანგ გორგასლის დაპირისპირება იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის, “შუშანიკის წამება” კი ვახტანგის ქმედებების გასამართლებელი პოლიტიკური დოკუმენტია. შუშანიკისა და ვარსქენის ამბავი ჩვეულებრივი ოჯახური კონფლიქტია, რომელიც პოლიტიკური მკვლელობის გასამართლებლად გამოიყენა გორგასალმა. სად იყო მისი იდეალები მაშინ, როდესაც შუშანიკი 7 წელი ციხეში იტანჯებოდა?

 

ვარსქენ პიტიაცშის უარყოფითი იმიჯის შექმნა მიკერძოებული ისტორიული წყაროების გამო მოხდა. არავინ საუბრობს მისი კულტურული ან ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. V საუკუნის ქართლში, სადაც სახარების თარგმანი უკვე არსებობდა, კულტურა და ხელოვნება საკმაოდ მაღალ დონეზე იქნებოდა. ამაში ხელისუფლებას პირველი თუ არა, უკანასკნელი როლი არ ექნებოდა. მაგრამ რატომღაც ვარსქენის, როგორც პოლიტიკოსის ან პიროვნების შეფასებისას, ის უარყოფითი არგუმენტები ახსენდებათ ხოლმე, რომელიც თავის დროზე ჩამოაყალიბა იაკობ ხუცესმა.

ამ პოსტით მინდოდა მეთქვა: შეხედეთ ისტორიულ პირებს, მოვლენებს კრიტიკულად. ამოდით დაწესებული ჩარჩოებიდან. კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ ისტორიული “სამართლიანობა” რადგან ისტორია მიკერძოებული მეცნიერებაა. ხშირად დაუმსახურებლად ახდენს ადამიანების დისკრიმინაციას, როგორც ამ შემთხვევაში ვარსქენ პიტიახშის. ეს კაცი პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლი უფროა, ვიდრე სისხლისმსელი ურჩხული.

4 thoughts on ““მგელი იგი” პოსტი

  1. აქაც შუშანიკი? ://// :დ დამღალა მაგ ნაწარმოებმა!
    გასაგებია შენი პოზიცია და რაღაცეებში გეთანხმები, მეც ბევრჯერ შემპარვია ეჭვი ძველი ისტორიკოსების მიერ დაწერილ წყაროებზე.

  2. დამაფიქრეთ სხვათაშორის… თუმცა ვარსქენის მიმართ რატომღაც ყოველთვის ლიბერალურად ვიყავი განწყობილი🙂

  3. ver davetanxmebi zemot gadmocemul umetes frazebs da eset azrebs saertod,
    ubedurebac da cud kacobac imashi gamomjgavnda varsqenis rom,zalauflebis da simdidiris gulisatvis edga opoziciashi mefes qartvels da saxelovans da ara qveynis interesisi gulisatvis verc ert aspeqtshi ver chatvlibam pirovnebas dadebitad

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s