როგორ შევარჩიოთ უნივერსიტეტი


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.

—————

როდესაც სწავლის გაგრძელების აუცილებლობა დგება, სტდენტები აღმოჩნდებიან ხოლმე არჩევანის წინაშე – სად ჩავაბარო? ეს ერთნაირად ეხება მათ, ვისაც საზღვარგარეთ უნდათ უმაღლესი განათლების მიღება და მათაც, ვინც ქვეყნის ფარგლებს არ სცდება. უნივერსიტეტის შერჩევა საკმაოდ სახლაფორთო და ამასთანავე საპასუხისმგებლო საქმეა. არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც გასათვალისწინებელია არჩევანის გაკეთების დროს.

უნივერსიტეტის რეიტინგი – შეიძლება გინდოდეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლა, რომ დამთავრების შემდეგ მაღალანაზღაურებადი სამსახური მიიღო, ან სხვა კურსდამთავრებულებზე მეტი უპირატესობა გქონდეს. დაათვალიერე რეიტინგები, შემდეგ კი ნახე აქვს თუ არა სასურველ უნივერსიტეტს შენი სასურველი სპეციალობა.

სტუდენტური სერვისები უნივერსიტეტში – სადისკუსიო, რელიგიური, გასართობი, სპორტული კლუბები, სადაც სტუდენტები ატარებენ თავისუფალი დროის ნაწილს.

უნივერსიტეტის მდებარეობა – ზოგი არჩევს უნიევრსიტეტს, რომელიც მის სახლთან ახლოსაა, ან განსაზღვრულ ადგილას მდებარეობს, მაგ დიდ ქალაქში, ან ზღვის პირას, ან კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. თუ ღამის ცხოვრება გიყვარს, შეიძლება ისეთ უნივერსიტეტი მონახო, რომელიც ხმაურიან კლუბებთან ახლოსაა

სწავლის გადასახადი – ყველა უნივერსიტეტს სწავლისა და ცხოვრების განსხვავებული ფასები აქვს, მათ შორის ერთსა და იმავე სპეციალობზე. ამ მონაცემების ნახვა უნივერსიტეტის ვებგვერდზეა შესაძლებელი. ასე რომ საბოლოო გადწყვეტილების მიღებამდე შეგიძლია შეადარო რამდენიმე მონაცემი, და ყველაზე ოპტიმალური ამოირჩიო.

სასწავლო პროგრამა – თითქმის ყველა უნივერსიტეტი აქვეყნებს მას ვებსაიტზე. ნებსმიერ მსურველს შეუძლია ნახოს რა დისციპლინებს ასწავლიან კონკრეტული სპეციალობის მიხედვით. შეიძლება ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მას არ აქვს სტუდენტისათვის სასურველი კურსების შეთავაზებები.

დამატებითი სწავლის შესაძლებლობები – ზოგიერთ უნივერსიტეტს შეიძლება ჰქონდეს გაცვლითი პროგრამები სხვა უნივერსიტეტბთან, ან სტაჟირების პროგრამები სტუდენტების პროფესიული განვითარების მიზნით.

მეგობრების/მშობლების რეკომენდაციები – მათ შეუძლიათ (საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე) გირჩიონ რომელი უნივერსიტეტია კარგი, ასე რომ მოუსმინეთ მათ.

ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას ისევ სტუდენტი იღებს.

წარმატებას გისურვებთ.

26 thoughts on “როგორ შევარჩიოთ უნივერსიტეტი

  1. მაინტერესებს,სტუდენტს შეუძლია თუ არა საბუთების შეტანა საბაკალავრო პროგრამაზე,ანუ მეც სკოლის ნიშნების წარდგენა მომიწევს თუ უნივერსიტეტის???

    • კი, შეგიძლია, მაგრამ დაფინანსების აღების შანსი ძალიან მცირეა. სკოლის ნიშნებს მოგთხოვენ, და უნივერსიტეტისასაც გაუშვებ და საგნები დაემთხვევა, შეიძლება ის კრედიტები ჩაგითვალონ. ეს კონკრეტულ უნივერსიტეტზეა დამოკიდებული. რომელ კურსზე ხარ?

  2. evropis universitetebis reitingi vnaxe, magram yvelgan sxvadasxva monacemebi iyo, yvelaze sando wyaro romelia? vcade programis mixedvit momedzebna, magram marto amerikis universitetebs miyris saertashoriso urtiertobebshi, evropashi romel universitetebshia sauketeso saertashoriso urtiertobebi?

  3. როგორ უნდა მოვზებნო უნივერსიტეტები და როგორ უნდა მოვიპოვო ინპორმაცია იქნებ მითხრათ

      • ძველი პოსტი არის მაგრამ მაინც : )) სკოლის ნიშნები რომელი წლიდან უნდა ხომ არ იცით და კიდევ ) თქვენი აზრით სამედიცინო უნივერსიტეტი კარგი სად არის დაფინანსების აგებაც რომ შეიძლებოდეს ( თუნდაც სრული დაფინანსების (((

    • ჩემს დროს ბოლო წლის ნიშნები იწერებოდა ატესტატში, ახლა როგორაა არ ვიცი.
      ყველა უნივერსიტეტს ექნება ვებსაიტზე მოთხოვნები. იქ ნახე.

  4. gamarjoba ra mainteresebs xom ar icit amerikashi sad vnaxo kulinariuli koleji an akademia sadac sheidzleba transferis gaketeba

  5. უნივერსიტეტის საშუალო ნიშნების ფურცლის ქონის შემთხვევაში არის შანსი ევროპაში დაფინანსების მოპოვების? ან მაგისტრატურაზე, ან ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე? 2.0 gpa-თი. დავუშვათ რომ დანარჩენი მოთხოვნები ყველა დავაკმაყოფილო, ინგლისური ენის ცოდნა, სხვადასხვა აქტივობები, საზღვარგარეთ გავლილი ტრენინგები, კარგი სამოტივაციო წერილი და ასე შემდეგ

    • როგორც წესი უნივერსიტეტებს მინიმალური მოთხოვნები საიტზე უწერიათ, მათ შორის GPA-სთან დაკავშირებით. იქ უნდა შეამოწმო.

  6. მინდა საზღვარ გარეთ წასვლა სასწავლებლად და შეგიძლიათ უფრო წვრილად გამაგებინოთ რაა უნდა გავაკეთო…20 წლის ვარ,ვსწავლობ TSMU,სკოლის ნიშნები ძალიან კარგი მაქვს,უნივერსიტეტისაც ნორმალური…დაახლოებით ვიცი რაა უნდა გავაკეთო.ინგლისურ ენოვანი უნივერსიტეტი მინდა,რომ იყოს…ამერიკა,გერმანია,სკანდინავიის ქვეყნები ან სხვა.დასაწყისისთვის რაა უნდა გავაკეთო და რაა ეტაპებია გასავლელი,რომ ვიცოდე და თუ იცით თუ არიან აგენტები,რომლებიც ეხმარებიან ესეთ დროს : )))

    • სწავლა საზღვარგარეთ – როგორ დავიწყოთ.
      საერთაშორისო განათლების ცენტრი დაგეხმარება უფასო კონსულტაციებით ამერიკასთან დაკავშირებით. ასევე არიან აგენტებიც, რომლებიც გარკვვეული ანაზღაურების საფასურად მოგიძებნიან უნივერსიტეტს და კონსულტაციებს გაგიწევენ ჩარიცხვასთან, საბუთების გაგზავნასთან, ვიზასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.

  7. მჭირდება ადამიანი ვინც ყველაფერზე გამცემს პასუხს და კომპეტენტური იქნება…

    • საერთაშორისო განათლების ცენტრში არიან ძალიან კვალიფიციური ადამიანები. ყველანაირად დაგეხმარებიან. ჭოველიძის 10, ვებსაიტი – http://www.cie.ge
      კიდევ ვიცი 2 ფასიანი სააგენტო, რომლებიც უფრო ბრიტანეთზე არიან ორიენტირებული ლეაფ.გე და ელლ.გე. შეგიძლია მათაც მიაკითხო. შეიძლება სხვებიც იყვნენ, უბრალოდ მე არ ვიცი. ოღონდ ეს 2ნი უფრო გადახდისუნარიან სტუდენტებზე არიან ორიენტირებული.

  8. გარკვეული თანხის გადახდისთვის მზად ვარ,თუმცა გარკვეული დაფინანსებაც მინდა,რომ ავიღო…დაახლოებით რა ჯდება მათი მომსახურება?საერთაშორისო განათლების ცენტრში კონსულტაცია უფასოა?

    • კი კონსულტაციაც და შემდგომი მომსახურებებიც უფასოა. სხვა სააგენტოებში შეიძლება კონსულტაცია უფასოდ გაგიწიონ, ანუ ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდონ რა და როგორ ხდება, მაგრამ საქმე როგორც კის აბუთების შეგროვებამდე, სააპლიკაციო პროცესამდე მიდის, უკვე თანხის გადახდა მოგიწევს.

  9. გასაგებია…ანუ საერთაშორისო განათლების ცენტრი მაღალი დონის ცენტრია?სხვა სააგენტოებს რამე პრივილეგია,ხომ არ აქვთ ამ ცენტრისგან განსხვავებით?მისვლა და გარკვევა ნამდვლად ღირს,დიდი მადლობა დახმარებითვის!

    • ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტიპენდიისა და ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაცია დევს ამ გვერდზე.
      ზოგადად დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება თითოეული აპლიკაციისათვის. შანსი ყოველთვის არის. უნდა შეავსო საიტზე მოთხოვნილი დოკუმენტები

  10. gamarjobat , amerikashi minda wasvla saswavleblad var 17 wlis da momaval wels vamtavreb skolas, skolis nishnebs didad yuradgebas ar vaqcevdi amitom nu magali nishnebi ar maqvs da es dzan sheushlis xels rom normalur universitetshi movxvde ? tu mxolod 12 klassis nishnebs itxoven ? centrshi misvla informacis dazuzteba TOEFL gamocdistvis momzadeba da dafiansebis mompovebis da kidev rac sashiroa yvelapris gaketeba xom ar ici mtlianobashi ra tanxa sheidzleba dajdes ?

    • ამერიკის ბაკაალვრიატში სწავლის შესახებ დეტალურად შეგიძლია ნახო ამ პოსტში. რაც შეეხება საშუალო ხარჯებს, ფეისბუქზე მომწერე და გეტყვი დაახლოებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s