უშუალოდ სავიზო განაცხადი რამდენიმეგვერდიანი ფორმაა, სადაც ინგლისურ ენაზე ონლაინ უნდა შეავსოთ შემდეგი მონაცემები:
- საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი
- ინფორმაცია ოჯახური მდგომარეობისა და ოჯახის წევრების შესახებ
- ინფორმაცია მოქალაქეობის, დაბადების ადგილის შესახებ
- პასპორტის მონაცემები (ნომერი, გაცემისა და მოქმედების ვადები)
- მშობლების ვინაობა
- საიმიგრაციო ინფორმაცია
- მისამართი ბრიტანეთში
- მოგზაურობის ისტორია ბრიტანეთსა და/ან სხვა ქვეყნებში
- სასწავლებლის ლიცენზიის ნომერი, მისამართი
- კურსის დეტალები
- ფინანსური ინფორმაცია და საცხოვრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ტუბერკულიოზის ცნობა
ფორმის ბოლოს ხდება რამდენიმე დოკუმენტის ატვირთვა. თუ თავად არ შეგიძლიათ ან არ გსურთ დოკუმენტების ატვირთვა სავიზო განაცხადის სისტემაში, შეგიძლიათ მოითხოვთ ფასიანი სერვისი. და ამ დოკუმენტებს დაასკანერებენ სავიზო აპლიკაციის ცენტრში, ბესიკის #4, თბილისი. 2019 წლის აგვისტოსთვის ამ სერვისის ღირებულება 70 ლარია. ცენტრში ხელმისაწვდომია დამატებითი სერვისებიც, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ (როგორიცაა დაჩქარებული განხილვა, პასპორტის დატოვება, სატელეფონო ზარი ან სმს მიღება პასპორტის ჩამოსვლის დროს და ა.შ.). ასატვირთი დოკუმენტებია:
- მოქმედი პასპორტი (მოგზაურობის ამსახველი გვერდებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ფინანსური დოკუმენტები (საბაკნო ამონაწერი, სპონსორის ცნობა ან სხვა)
- ნიშნების ფურცელი (იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღება მოხდა ამ დოკუმენტის საფუძველზე)