განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია საზღვარგარეთ სწავლისათვის


განათლების საერთაშორისო ცენტრი სამთავრობო ინსტიტუტია, რომელიც გასცემს საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას საზღვარგარეთ სასწავლებლად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და რიგი სხვა სტიპენდიების ადმინისტრირებას.

მაგისტრატურის დაფინანსებისათვის საბუთების შეტანა შეუძლია 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. ცენტრის მთავარი მოთხოვნაა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტი დაბრუნდეს საქართველოში და აქ იმუშაოს შესაბამის ორგანიზაციაში 3 წლის განმავლობაში. ასე რომ თუ ქვეყანაში დაბრუნებას არ გეგმავთ, სჯობია მას არ მიმართოთ.

სააპლიკაციო პროცესი მოიცავს 3 ეტაპს:

  • საბუთების ატვირთვა ონლაინ. ცენტრის წარმომადგენლები ამოწმებენ მათ და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში (მაგალითად, თუ რომელიმე დოკუმენტი აკლია), ცენტრის წარმომადგენელი გიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას ან გირეკავთ და გთხოვთ დადგენილ ვადაში მის გამოსწორებას.
  • მეორე ეტაპზე ხდება საბუთების შინაარსობრივი შეფასება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. დადგენილია გამსვლელი ქულა მიმართულებების მიხედვით. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს შემდეგს: განათლება, გამოცდილება, მოტივაცია, სამომავლო გეგმები და განაცხადის საერთო სიძლიერე.
  • მესამე ეტაპზე ხდება გასაუბრება სტიპენდიის კანდიდატებთან. ამ შემთხვევაში კანდიდატი გადის კომისიის წინაშე, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში კითხვებს უსვამს და აფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: განათლება და გამოცდილება; მოტივაცია და არგუმენტაცია; პრეზენტაბელურობა; სამომავლო გეგმები; სასტიპენდიო პროგრამის მიზნებთან კონკურსანტის შესაბამისობა.

კონკურსის შედეგი:

კომისიის თითოეული წევრი აფასებს დამოუკიდებლად, შედეგები კი ნაწილდება შემდეგნაირად:

  • კანდიდატი იღებს მოთხოვნილ სტიპენდიას და გადადის შემდეგ ეტაპზე (ხელშეკრულების გაფორმება, სავიზო პროცედურები და გამგზავრება)
  • კანდიდატი ირიცხება რეზერვში (სტიპენდიას მიიღებს, თუ ძირითადი სიიდან და მის წინ მდებარე სარეზერვო კანდიდატები უარს იტყვიან სტიპენდიაზე. ამ შემთხვევაში მას აფინანსებენ მოთხოვნილი თანხის 75%-ით).
  • კანდიდატი ვერ იღებს გამსვლელ ქულას და, შესაბამისად, არც დაფინანსების შანსს.

დადებითი მხარეები:

  • მეილებს პასუხობენ სწრაფად.
  • შეტყობინებებს აგზავნიან რამდენიმე დღით ადრე, ასე რომ საკმარისი დრო გაქვთ გამორჩენილი საბუთების გასაგზავნად, ან გასაუბრებისთვის მოსამზადებლად. გასაუბრების სტრატეგიების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას – როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის.

უარყოფითი მხარეები:

  • პროცესი არის ორგანიზებული ძალიან ნელა და დაგვიანებით. საბუთების მიღება იწყება აპრილის ბოლოს და გრძელდება მაისის ბოლომდე, გადაწყვეტილებები კი ცნობილი ხდება ივლისის ბოლოს. ეს არის ძალიან დაგვიანებული და გაწელილი პროცესი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლას იწყებენ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. დაფინანსების იღების გარდა ასევე აუცილებელია სხვა პროცესების გავლაც (ვიზა, რომელის მიღების პროცესიც საკმაოდ ხანგრძლივია – შეიძლება დასჭირდეს 2 კვირიდან 2 თვემდე), გამგზავრებისწინა სამზადისი და ა.შ. სტუდენტისათვის ჩასვლის სასურველი დრო არის სწავლის დაწყებამდე 2 კვირა. ვისთვისაც ეს სტიპენდია დაფინანსებისა და საზღვარგარეთ სწავლის ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს, ეს ძალიან შეზღუდული ვადებია. შეიძლება დროულადაც ვერ მოახერხოს სტუდენტური ვიზის აღება და უნივერსიტეტში ჩასვლა. განათლების საერთაშორისო ცენტრმა უნდა გადახედოს საკუთარ ვადებს და მოარგოს მოქალაქეების საჭიროებებს.
  • გადაწყვეტილების ივლისის ბოლოს ცნობება გვიანდება მათთვისაც, ვისაც ნაწილობრივ უფინანსებენ სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს (განსაკუთრებით რეზერვისტებისთვის). ეს ნიშნავს, რომ სტუდენტმა რეკორდულად მოკლე დროში უნდა დაფაროს განსხვავება, რაც ხშირად შეიძლება არარეალურიც იყოს.

გამოსავალი: მაინცდამაინც ნუ იქნებით ფონდის იმედზე. ეძებეთ დაფინანსების ალტერნატიული წყაროები – რაც მეტი და მრავალფეროვანი იქნება, მით უკეთესი თქვენთვის. მით უმეტეს, რომ ფონდის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღარ გექნებათ დამატებითი ფონდების მოძიების დრო.

წარმატებას გისურვებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.