სტიპენდიების კატალოგი. ნაწილი I


პროფესიული პრაქტიკის პროგრამა შეერთებულ შტატებში

პროფესიული პრაქტიკის პროგრამას შეერთებულ შტატებში (PFP; ადრე ცნობილი როგორც საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამა ანუ LFP) აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. მას საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდავეთში, უკრაინასა და რუსეთში ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

პროგრამის მიზანია ფინალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლის და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულსა და უცხოურ ორგანიზაციებს შორის, ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა. ნახევარფინალისტები შეირჩევიან ანკეტების საფუძველზე და მათ გასაუბრებები ჩაუტარდებათ ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისში. ფინალისტების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი კომისიის წევრები იღებენ ამერიკული საბჭოების ვაშინგტონის ოფისში.

ა.შ.შ.–ს დედაქალაქში ჩასვლისთანავე ფინალისტები გაივლიან სამდღიან ინტენსიურ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც ისინი მიიღებენ ინფორმაციას ამერიკაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე. პროგრამის მონაწილეები ხუთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შტატის საკანონმდებლო და ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, ჩაერთვებიან საშტატო მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობის და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში. პროგრამის დასასრულს ვაშინგტონში ფინალისტები ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში შეხვდებიან მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და გაეცნობიან ამ ქვეყნების საკანონმდებლო სისტემებსაც.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • განაცხადის შევსების დროისთვის უნდა იყოს 25–დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 61–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა); თუ კანდიდატი გახდება ნახევარფინალისტი და არ ექნება არცერთი ზემოთხსენებული საბუთი, ამერიკული საბჭოები მას თავად ჩაუტარებს TOEFL–ს
  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი
  • უნდა ჰქონდეს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება (საკმარისია სტაჟირების სახით)
  • უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო სექტორში
  • უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება ხდება ყოველი წლის შემოდგომით. თარიღებისა და დედლაინის დასაზუსტებლად, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები

ჭავჭავაძის 35ა; თბილისი 0162. ტელ: (995 32) 229-21-06, 229-132-72, 2291-32-52

ელ. ფოსტა: PFP.Georgia@amcouncils.ge

ვებ საიტი: http://professionalfellows.americancouncils.org/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.