საქართველოო ლამაზო


ახლა ზურგჩანთა უკნდა მეკიდოს და სადმე მთის ბილიკებს მივუყვებოდე, ვტკბებოდე მშვენიერი ხედებით და თანამგზავრს ვებლუყურებოდე სრულიად უაზრო თემებზე. ეს არის ჩემთვის ყველაზე სასურველი და სანეტარო დასვენება. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ის შემიძლია, კომპიუტერთან მოხერხებულად მოვკალათდე და გასული წლების ფეხსკურსიების ფოტოები დავათვალიერო.

ეს ჯუთა და ჭაუხებია, აჩხოტიდან ბარისახოში რომ გადავდიოთ ფეხით. ჭაუხებიდან მიმართულება აგვერია და დავიკარგეთ, გატიალებულებმა მივაღწიეთ ცივილიზაციამდე 😀

ესეც არმაზის ციხე… ახლა მხოლოდ ნანგრევებია, თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი იქნებოდა იმ დროს, როცა იქ ცხოვრება დუღდა?

მდინარე თეძამის ხეობაში, თუ სწორად მახსოვს თამარის ციხე ჰქვია.

ერთაწმინდის ეკლესია

იკვის წმინდა გიორგის ეკლესია.  ახლა აქ მხოლოდ ღამურები ბუდობენ და ბრჭყალებით კაწრავენ XII-XIII საუკუნეების ფრესკებს.

ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია

საახალწლო ცეცხლი. კარგი დრო იყო კი არადა, ძალიან ბედნიერი და განსხვავებული. 🙂

ეს კი ავენისის ეკლესიის წვერი და ჟინვალის წყალსაცავია.

ხერთვისის ციხე. ამაზე დიდი და აკრგად შემორჩენილი საფორტიფიკაციო ნაგებობა საქართველოში მე არ მინახავს, თქვენ?

3 thoughts on “საქართველოო ლამაზო

  1. ეს ხერთვისის ციხის ფოტო ჩემი გადაღებულია და აქ როგორ აღმოჩნდა? 🙂

    • ნუთუ? გვარი და სახელი დაწერე ვინ ხარ. ხერთვისის ეს ფოტო 2008 წელსაა გადაღებული და მისი ავტორი ბინლადენი ნამდვილად არ არის. ჩემი ნაცნობებიდან არც ერთი მსგავს ნიკს არ ამოეფარება. იმ დროს და გარემოებებში კი უცხო არავინ იყო.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.