სად ვეძებოთ სტიპენდიები – სააგენტოები, პროგრამები, გრანტები საქართველოში


ყველაზე დიდი ბარიერი, რაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველს შეიძლება შეექმნას, არის ინფორმაციის ნაკლებობა არსებული პროგრამების, სააგენტოების, სასწავლო ცენტრების შესახებ. საქართველოში ბევრი დაწესებულებაა, რომელიც კონსულტაციებსა და სხვა მომსახურებას უზრუნველყოფს საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისათვის.

პირველ რიგში, შეგიძლიათ მომმართოთ და დაგეხმარებით შესაბამისი პროგრამის/უნივერსიტეტის, დაფინანსების პოვნაში, სააპლიკაციო პროცესში. შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური  კონსულტაციები/ტრენინგები. მომსახურება იქნება ფასიანი. შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ ტელეფონის ნომერზე: 557-516-388; ასევე მომწეროთ ბლოგის საკონტაქტო ფორმის საშუალებით, დამიკავშირდეთ ფეისბუქის საშუალებით.

აქვე მოცემულია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ. 

Center of International Education

საერთაშორისო განათლების ცენტრი – ღია საზოგადოება საქართველოსთან არსებული, თავდაპირველად მის შემადგენლობაში შედიოდა, რამდენიმე თვის წინ კი დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

იგი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებას:

  • უფასო კონსულტაციები ევროპასა და ამერიკაში სწავლასთან დაკავშირებით. ცენტრის კოსულტანტები დაგეხმარებიან უნივერსიტეტის, სასწავლო გრანტების მოძებნაში, საბუთების მომზადებაში, სამოტივაციო წერილის დაწერაში, წასვლამდე დარჩენილი პროცედურების ორგანიზებაში.
  • საინფორმაციო სესიებს, გამგზავრებისწინა ტრენინგებს, სემინარებს სხვადასხვა თემებზე, საგანმანათლებლო გამფენებს და ა.შ. ტარდება შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც გესაუბრებიან ჩარიცხვის პროცედურების, ვადების, წესების, სასწავლო პროგრამების, დაფინანსების შესახებ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ინფორმაციის ისაღებად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად.
  • ტოეფელის კურსებს. თბილისში რაც ვნახე, ყველაზე მისაღები ფასი აქაა. სასწავლო მასალებსაც გაძლევენ და კარგი პედაგოგებიც ჰყავთ.
  • გარდა ამისა, აქვე არის ტოეფელის საგამოცდო ცენტრი, საკმაოდ კარგი პირობებით, ვიტყოდი, რომ თბილისში საუკეთესოა: წყნარი გარემო, კარგი კომპიუტერები.
  • ბიბლიოთეკა, სადაც შეგიძლიათ ტესტებისათვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოებით სარგებლობა ადგილზე (TOEFL, IELTS, GRE, GMAT, SAT, LSAT, TOEI და ა.შ.)
  • სასწავლო პროგრამებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. მათ შორის: ვორვიკის, ედინბურგის, ესექსის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (უნგრეთში), კოლუმბიისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტები, მაასტრიხის უნივერსიტეტი და ა.შ.

ცენტრს აქვს წარმომადენლობები რეგიონებშიც: თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში. შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ ტელეფონით, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით

————————————–

საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო – IREX

გთავაზობთ სხვადასხვა სასწავლო და გაცვლით პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში:

ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (UGRAD) – ერთწლინი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში (ბაკალავრის დონეზე) – I, II და III კურსის სტუდენტებისათვის.

ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (Muskie) – 1-დან 2 წლამდე სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში, ხარისხის მინიჭებით ან მის გარეშე.

ევრაზიის/სამხრეთ აზიის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA) – მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.

მცირე გრანტების პროგრამა – ბიუროს პროგრამების კურსდამთავრებულებისათვის პროფესიულ სფეროში სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად

პროგრამების ვადები, პირობები და კანდიდატებისათვის წაყენებული მოთხოვნები ქვეყნდება ხოლმე კონკურსის გამოცხადებისას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, კონსულტაციებისთვის დაუკავშირდით IREX-ის ოფისს.

—————————————

ბრიტანეთის საბჭო

გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს გაერთიანებულ სამეფოში, ასევე ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს თბილისში, კემბრიჯის, IELTS-ის, პროფესიული თუ დისტანციური გამოცდების ჩაბარებას და ა.შ.

სასტიპენდიო პროგრამების ჩამონათვალი მოიცავს:

HSBC/British Council-ის 12 თვიანი პროგრამა განათლებასა და გარემოს დაცვაში

კანდიდატი უნდა:

  • იყოს საქართველოს მოქალაქე და განცხადების წარდგენის დროს ცხოვრობდეს საქართველოში.
  • ფლობდეს უმაღლესი განათლების დიპლომს
  • იყოს 25-35 წლამდე
  • გააჩნდეს სულ მცირე სამი წლის სამუშაო გამოცდილება საქმიანობის შერჩეულ სფეროში
  • შესანიშნავად ფლობდეს ინგლისურ ენას

კონკურსი მიმდინარეობს სამ ეტაპად:

  1. განაცხადების მიღება
  2. ტესტი ინგლისურში. გამსვლელი ქულა არის IELTS 6.5
  3. გასაუბრება. მხოლოდ ამ ეტაპზეა ვალდებული მიაწოდოს ბრიტანეთის საბჭოს რეკომენდაციები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ნიშნების ფურცელი და დიპლომის ასლები.
ეს არის დიდ ბრიტანეთში ხუთკვირიანი სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია წარმატებული პრაქტიკის გაზიარება დემოკრატიულ მმართველობაში.
მოთხოვნები:
  • კანდიდატის ასაკი: 25-40 წელი
  • საქართველოს მოქალაქე
  • უნდა მუშაობდეს პოლიტიკური ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოში ან იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და  ჰქონდეს გამოცდილება მართვის სფეროში.
  • ლიდერობოს პოტენციალი
  • აუცილებლად კარგად უნდა ფლობდეს (ზეპირ და წერით) ინგლისურ ენას.
ჯონ სმითის სტიპენდიის პროგრამა მოიცავს სწავლების შემდეგ სფეროებს:
  • დემოკრატიული მთავრობა;
  • მოქალაქეობა, კანონი და უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი;
  • საჯარო პასუხისმგებლობა მთავრობაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • საერთაშორისო დაწესებულებები და საერთაშორისო ურთიერთობა.
5 კვირის განმავლობაში გამარჯვებული ფინალისტები ბრიტანეთში გაივლიან ორკვირიან სემინარებს, ინდივიდუალურ პრაქტიკას შესაბამის დაწესებულებებში, შეხდებიან  თავიანთი დარგის თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს, დაესწრებიან კულტურულ ღონისძიებებს.
სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა აპლიკაციების შევსება, ინგლისურის ტესტის ჩაბარება და გასაუბრების გავლა.

HANSARD SOCIETY SCHOLARSHIP

სტიპენდიატი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში გაივლის ბრიტანეთის პოლიტიკისა და საჯარო პოლიტიკის კურსებს. ასევე, ინტენსიურ სტაჟირებას ბრიტანეთის მსხვილ პოლიტიკურ ორგანიზაციაში.

საბუთების შეტანის ვადები: 1 ივნისი, 1 თებერვალი და 1 აპრილი

CHEVENING SCHOLARSHIP

12 თვიანი სტიპენდია, რომელიც ფარავს ყველა დანახარჯს (საცხოვრებლისა და საერთშორისო ფრენისათვლით) განკუთვნილიშემდეგი სფეროებისათვის:

  • კონფლიქტების მოგვარება
  • კანონის უზენაესობა; ადამიანთა უფლებების დაცვა და მართვა
  • მედიის განვითარება,სასამართლო სისტემის და დემოკრატიული რეფორმა

მითხოვნები:

  • შერჩეულ სფეროში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება მაინც
  • უმაღლესი განათლება
  • საქართველოს მოქალაქე
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ონლაინაც, პროგრამის ვებსაიტზე.

სხვა პროგრამების მსგავსად, აქაც შემდეგ ეტაპზე აუცილებელია ინგლისურის ტესტის ჩაბარება და გასაუბრების გავლა.

დაწვრილებითი ინფრომაციისთვის, შეკითხვებისთვის მიმართეთ ბრიტანეთის საბჭოს.

————————————————–

American Councils Logoამერიკული საბჭოები

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX): ყოვეწლიურად საქართველოს საშუალო სკოლების მე-9-10-11-12 კლასების 50-მდე მოსწავლე მიდის გაცვლითი პროგრამით ამერიკაში. ისინი სწავლობენ ამერიკის სკოლებში და ცხოვრობენ ამერიკელ ოჯახებში. სტიპენდია ფარავს როგორც სწავლებისა და ცხოვრების ხარჯებს, ასევე ფრენის ღირებულებას.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • სააპლიკაციო მასალები
  • სარეკომენდაციო წერილები
  • ინგლისური ენის ცოდნ დონე
  • აპლიკანტის მზაობა ერთწლიანი გაცვლითი პროგრამისათვის

მეორე ეტაპზე კანდიდატები ჩააბარებენ ინგლისური ენის ტესტს, მესამე რაუნდში გასულები კი გაივლიან გასაუბრებას.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ამერიკულ საბჭოებ

წარმატებას გისურვებთ🙂

78 thoughts on “სად ვეძებოთ სტიპენდიები – სააგენტოები, პროგრამები, გრანტები საქართველოში

  1. sainteresoa es yvelaferi erti ram mainteresebs, xelovnebis nebismier speroshi saertod vinme rame programebs aketebs aq? ase gacvlits an grantebs ?
    rasac vnaxulob iritadad sazogadoebaze,self developmentze da iuridiul temebzea.

    • რამდენადაც მახსოვს, სოროსის ფონდს აქვს საგრანტო კონკურსები ხელოვნების სფეროში. მოვიძიებ ამ დღეებში და დავდებ.

      • მეც ძალიან მაინტერესებს ხელოვნების მიმართულებით სად ჯობია დაფინანსების ძებნა. ცოტა რთულია დაფინანსების მოპოვება რადგან პრიორიტეტულ დისციპლინებში ნაკლებად შედის🙂

      • სად შეიძლება მოვნახო სტიპენდიები ხელოვნების სფეროში?

      • eastchance.com >> ამ საიტზე იდება ხოლმე სტიპენდიები სხვადასხვა სფეროში, ხელოვნებაშიც იქნება

  2. iqneb mipasuxot es programebi (romeli ? ) rame kontraqtit an rame pirobit tu uvheben students rom scavlis damtavrebistanave unda dabrundes saqartveloshi. tu studenti tavisufalia da sheuzlia darches ?

    • ამერიკის საბჭოებისა და აირექსის მიერ ადმინისტრირებული ყველა სასტიპენდიო პროგრამის აუცილებელი მოთხოვნაა ქვეყანაში დაბრუნება და სულ მცირე 2 წლის გატარება მანამ, სანამ სამუშაო ან საცხოვრებელ უფლებას მოგცემენ შეერთებულ შტატებში. ბრიტანულ პროგრამებს არ ჰქონდათ ეს შეზღუდვა, მაგრამ წელს გამოცხადებული ედინბურგისა და ვარვიკის სტიპენდიებს მიუმატეს რატომღაც.

      თუ შენით შეავსებ სააპლიკაციო დოკუმენტებს, ჩააბარებ ტესტებს და მიიღებ ადგილს უნივერსიტეტში, არ მოგთხოვენ დაბრუნებას. გაითვალისწინე, რომ ეს ბევრ დროსა და თანხასთანაა დაკავშირებული.

      • madloba🙂
        iqneb mipasuxo yvelaze kargi gza ra aris amerikashi casvlis da normalur universitetshi scavlis masterze , Computer Science-ze (15 000 – 20 000$-is qonis shemtxvevashi daaxloebit) ise rom mere iq darchenis varianti iyos. cota cudi kitxva davsvi, iqneb mipasuxo :)) . ragac institutebi met-naklebad tviton afinanseben. mara ver vnaxe iseti saiti sadac ceria rankingi tu romeli instituti ramdenad kargad afinansebs international students.

      • რეიტინგები ცალკე უნდა მოძებნო, მერე სათითაოდ შეხვიდე უნივერსიტეტების საიტებზე და ნახო როგორ აფინანსებენ საერთაშორისო სტუდენტებს.

        ქართული ასოებით წერე ხოლმე კომენტარები

  3. TOEFEL-ის კურსების გავლა მინდა თქვენთან და როგორ უნდა მოვხვდე? ასევე მაინტერესებს ღირებულება და შეიძლება თუ არა ამ კურსების გავლა ზაფხულში.

    • მალე გამოცხადდება ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (აშშ), რომლის ერთ-ერთი იმართულება სამართალია. აპლიკაციაში უკვე თვითონ აკონკრეტებ რომელი სამართლის შესწავლა გსურს და რატომ

  4. რა ხანია ვეძებ და ვერ მივაგენი, ვინ დააფინანსებს ძველქართულ ეზოთერულ ცოდნაში მიგნებულ უახლეს თეორიებს, რამაც ხვალ-ზეგ კაცობრიობის სამეცნიერო აზროვნება უნდა შეცვალოს.

    დიდი გულისტკივილით,
    გივი ალაზნისპირელი

  5. gamarjoba. gtxovt damexmarot sachiro samagistro programis modziebashi samartlis sferoshi. maqvs ilts sertifikati 5.5 da var amamtavrebeli kursis studenti. ras mirchevdit?

    • სტიპენდიის აღება თუ გინდა მაშინ კონკურსებს უნდა დაელოდო. 2012-13 სასწავლო წლისთვის საბუთების მიღება თითქმის ყველაგან დასრულებულია. ხელახლა გამოცხადდება 2012-ის შემოდგომაზე, აგვისტოდან დეკემბრამდე, დამოკიდებულია კონკრეტულ პროგრამაზე. შენით წასვლა თუ გინდა და თან სწავლის გადასახადის გადახდაც შეგიძლია, უნდა მოძებნო უნივერსიტეტი, საბუთები გაგზავნო, სააპლიკაციო თანხა გადაიხადო და მათ პასუხს დაელოდო. უფრო კონკრეტულად ამ პოსტში ნახავ.

  6. არის საზღვარგარეთ ეგეთი ინგლისური ენის კურსი, ორი კვირიდან ერთ თვემდე ხანგრძლივობით, და თუ შემიძლია დაფინანსების მოპოვება? მიპასუხეთ რა თუ შეიძლება ))) მადლობთ. pre-intermediaty დონისთვის?)))

  7. xalxno,e.i. TOEFLshi avige 93 qula..ratomgac mxolod axla davfiqrdi,rom sheidzleba rame programa movnaxo da welsve wavide Masterze ucxoetshi.. pirvel rigshi mainteresebs dzaan gvian xo ar gamaxsenda,iqneba kidev rame darchenili romlis vadac ar aris gasuli???da meore- mirchiet saidan daviwyo,saitebi mitxrat an a.sh…ragacebs vatvaliereb,magram International criminal law-s kutxit veraferi vnaxe:(( tan dafinansebac minda..didi siamovnebit gadavixdidi fuls,rom vicode rom ar momiwevs wvaleba da vigac chem magivrad ipovis da damakvalianebs…gijmaj damexmare me gachirvebuls…skypes tu momcem gamixardeba:p

  8. 1 kviraa qula gavigee.au, dzaan gvian gamaxsenda,magram megona ufro gamichirdeboda kai qulis ageba,sul ragac 1 tvea am testistvis momzadeba gadavwyvite da..:p axla wavikitxe ragac centri yofila “Leaf”,mand misvlas mirchev?aqvt 200$ad sruli servisi,tavisi modzebnit da dokumnetebshi daxmarebito…ise kidev erti kitxva maqvs,jer bakalavriati damtavrebuli ar maqvs,bolo semestrshi var da diplomis arqonda xels xom ar shemishlis masteristvis aplikaciis shevsebisas??

    • leaf-თან შეხება არ მქონია, ამიტომ ვერ გეტყვი რამდენად კარგია. მის გარდა კიდევ ბევრი სააგენტოა რომელიც გიძებნის უნივერსიტეტს, საბუთების შეგროვებაშიც, ჩარიცხვის შემდეგ საცხოვრებლის მოძებნაში გეხმარება და ა.შ. მაგრამ ისინი სტიპენდიებს არ გიძებნიან, ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნად აქვთ რომ გადახდისუნარიანი იყო.
      მასტერების უმეტესობა ბაკალავრის დიპლომს ითხოვს. შენს ტოეფელს კიდევ 2 წელი ექნება ვადა. ასე რომ ბევრი დრო გაქვს…🙂
      ვფიქრობ რეალური იქნება თუ 2013-ის სექტემბრისთვის აიღებ ორიენტაციას. საბუთების მომზადებას ამ დროისთვის თავისუფლად მოასწრებ. სჯობია რამდენიმე უნივერსიტეტს მიმართო, ჩარიცხვის მეტი შანსი გექნება.

  9. ok…sabolood mec ase vifiqre,rom sadme morchenil adgilze wels “shetenvas”, sjobs momavali wlistvis aqedanve daviwyo normaluri variantis shercheva… wels tsu-shi chavabareb,sxva raga damrchenia…erti is unda gavarkvio 2 wlian akademiurs tu gadzleven…shuaze momiwevs aqauri magistraturis gawyveta da mainteresebs…gaixaree…shemogakitxav xolme:)))

    • საზღვარგარეთ თუ ჩაირიცხე და დაფინანსება მოგცეს, აქაური მაგისტრატურა რაღად გინდა :)))
      ანუ იმას ვამბობ აქ თუ ჩააბარე და მერე უცხოეთის რომელიმე უნივერსიტეტმა მიგიღო… სჯობია ის აირჩიო🙂

  10. xoo,eg tavistavad…ubralod vedzeb da ver vpoulobbb..ramdenime saatit vjdebi komptan viqeqebi da ise mbezrdeba bolos rom tavs vanebeb:(((

    • მასწავლებლებისთვის თუ ლექტორებისთვის?

    • gradschool.com-ით შეგიძლია მოძებნო უნივერსიტეტები და სპეციალობები. რომელ ქვეყანაში გინდა?

    • eastchance.com-ზე ნახე და თვალი ადევნე ჩემს ფბ-ის გვერდს.

  11. გამარჯობა, მაინტერესებს იმ სააგენტოების სახელები(საიტები) რომლებიც გეხმარებიან უნივერსიტეტების შერჩევაში და ასევე სტიპენდიის მოპოვებაში..ეხლა მესამე კურსზე ვარ, მაგისტრატურა მინდა უცხოეთში (ამერიკაში). ბევრი მსმენია სოროსის ფონდზე და თქვენ რას მირჩევდით? და ბოლოს, ხომ არ იცით შემთხვევით, ამერიკის უნივერსიტეტებში მაგისტრატურაზე მარტო ძირითადი(major) საგნის არჩევა არის შესაძლებელი თუ მეორადიც(minor) შეიძლება..?ბევრი კითხვა დავსვი, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხანია უცხოეთში სწავლაზე ვფიქრობ და სამწუხაროდ იმდენი ფინანსებიც არ მაქ რომ ჩემით წავიდე, ამიტომ იმედი მაქ რომ მაგისტრატურაზე მაინც გამომივა რამე…

    • უნივერსიტეტის შერჩევაში ბევრი სააგენტო გეხმარება. სტიპენდიის მოპოვებაშჲ კი, რაც მე ვიციმ საერთაშორისო განატლების ცენტრი. და რაც მთავარია ამას უფასოდ აკეთებენ.

  12. გამარჯობა. ეხლახანს გავედი პროგრამაში, რომელიც ყველა ხარჯს მიფარავს გარდა ვიზისა და მგზავრობისა აშშ.ში. ხომ ვერ მირჩევ ფონდებს საქართველოში რომელიც ამგვარ გრანტს გასცემს?

  13. gamarjobat ra mainteresebs tu vinmem icit kulinariuli ganxrit amerikis romelime kolejshi an universitetshi tu aris gacvliti programa an rame nransferi?

  14. მაინტერესებს რომელია ისეთი პროგრამა რომელიც ამერიკაში წასვლას დააფინანსებს (მგზავრობის ხარჯებს ვგულისმობ)

    • ბაკალავრიატისთვის UGRAD, მაგისტრატურა Muskie იყო, მაგრამ გაუქმდა.

  15. gamarjobat minda amerikashi an kanadashi inglisuri enis kursebit wasvla shemdeg iq kolejshi an unishi gagrdzeleba swavlis chemi mxridan tanxaze problema araa romel saagentos mirchevdit damexmaret gtxovt

  16. ვარ გერმანული ენის მასწავლებელი, ნამყოფი ვარ გერმნიაში 2 წელი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვმუშაობ ანაკლიის საჯარო სკოლაში მასწავლებლად. გერმანულ ენას ვფლობ კარგად. ეხლა სურვილი მაქვს ამერიკაში გაცვლითი პროგრამით მოვხვდე, არის თუ არა შესაძლებელი ამერიკაში გერმანული ენის მასწავლებლად წავიდე?

    • ინგლისური იცი? ინგლისურის გარეშე ამერიკაში წასვლა ძალიან ძნელია.

  17. გამარჯობა, მოკლედ ივლისში ვაბარებ ტოეფელს, ამჟამად ჩემით ვეძებ დაფინანსების წყაროებს, უნივერსიტეტების საიტებზე და ა.შ. ვაპირებ შევავსო nyu wagner აპლიკაცია, რამდენად გაგიგია მის შესახებ? და რა მაინტერესებს, აპლიკაციას რომ შევავსებ დაფინანსებაზე მერე უნდა მივწერო თუ დაფინანსება უნდა მოვითხოვო ჯერ, რიგითობა მაინტერესებს, ეს პირველი ცდაა და ალბათ მერე უფრო სააგენტოებს მივმართავ დასახმარებლად ტოეფელს რომ ჩავაბარებ, ინგლისური კარგად ვიცი, 2 სპეციალობა მაქვს, ახლა დოქტორანტურაზეც ვაბარებ, თან ასაკითაც არ ვარ დიდი, მოკლედ მაქვს თუ არა შანსი რომ ამ მონაცემებით ამერიკაში დამიფინანსდეს სწავლება🙂

    • საერთაშორისო განათლების ცენტრს მიმართე, უფალსო კონსულტაციები და მომსახურება აქვთ, ჭოველიძჲს 10.
      სააპლიკაციო ფორმაში უნდა მიუთითო გჭირდება თუ არა დაფინანსება, ან ასისტანტშიფი.
      მაგისტრატურაზე აბარებ? რა სპეციალობა?
      უნივერსიტეტის ვებსაიტზე ნახე თუ აქვთ დაფინანსება საერთაშორისო სტუდენტებისთვის. შეიძლება ჰქონდეთ ცალკე ფონდები ამერიკის მოქალაქეებისათვიის და უცხოელებისათვის, ამიტომ კარგად წაიკითხე ინფო.
      თუ კარგი მონაცემები გაქვს და შენში პერსპექტივა დაინახეს, აუცილებლად დაგაფინანსებენ.

      • მადლობა დიდი პასუხისთვის, კი საერთაშორისო სტუდენტებისთვის აქვთ დაფინანსება გამოყოფილი და ახლა გასაგებია, ანუ თვითონ აპლიკაციის შევსებისას უნდა მივუთითო დაფინანსებაზე, რაც შეეხება საერთაშორისო განათლების ცენტრს აუცილებლად მივმართავ🙂

      • აპლიკაციაში აუცილებლად იქნება შესაბამისი გრაფა, ყურადღებით შეავსე

  18. გამარჯობა gijmaj ვარ ბაკალავრიატზე და ugrad-ის პროგრამით მინდა წასვლა და მაინტერესებს ტოეფელის ჩაბარებამდე რამე სხვა პროცედურებიც ხომ არ უნდა გავიარო, მაგალითად გასაუბრება ან რამე ასეთი გთხოვ გამარკვიო რაა..

    • სამედიცინო სფეროსთან შეხება არ მაქვს, თუ რამე მომივა დავდებ ფეისბუქზე. უნივერსიტეტს შეიძლება ჰქონდეს რამე გაცვლითი პროგრამა.

  19. გამარჯობა gijmaj
    პირადი მიზეზების გამო პოლონეთში მინდა სწავლის გაგრძელება, ვარ მესამე კურსის სტუდენტი. ვის შეიძლება მივმართო რომ პოლონეთის უნივერსიტეტებში გრანტის აღებაში დამეხმაროს? ინგლისური ნორმალურად ვიცი, იელტს ან ტოეფელზე არ გავსულვარ თუმცა 6.5/90 ვფიქრობ ავიღებ. რაც მთავარია მოტივაცია ძალიან დიდი მაქვს და რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ. პრობლემა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობაა (და ფინანსები)

    • მაგისტრატურისათვის არსებობს კირკლანდის სტიპენდია. რა სპეციალობაზე სწავლობ?
      პოლონეთის საელჩს შეგიძლია მიწერო/დაეკონტაქტო

  20. ვსწავლობ ტურიზმზე, ჯავახიშვილში. ბაკალავრიატის მეოთხე წლის ჩამთავრება მინდა პოლონეთში, მაგისტრატურაზე მოგვიანებით ვიფიქრებ. დავუკავშირდები აუცილებლად, მადლობა

  21. გამარჯობათ დიდი ბრიტანეთში მსურს ენის შემსწავლელ კურსებზე წასვლა ვის შეიძლება რომ დავუკავშირდე ამ საკითხთან დაკავშირებით?

    • gradschools.com-ზე შეიძლება მაგისტრატურის პროგრამების მოძებნა ქვეყნებისა და სპეციალობების მიხედვით. მოთხოვნები/საბუთების ჩამონათვალი კონკრეტული უნივერსიტეტის ვებსაიტზე იქნება.

  22. ხომ ვერ მეტყვით, უნივერსიტეტის ლექტორისთვის (ჟურნალისტიკის მიმართულებით) ამერიკის რომელ უნივერსიტეტს აქვს პროგრამა დაფინანსებით? ან როგორ უნდა მოვიქცე? სად ვეძებო? ან ვინ დამეხმარება? მადლობა წინასწარ

    • ფეისბუქის გვერდზე ვდებ ხოლმე ინფორმაციას კონკურსებისა და სტიპენდიების შესახებ. როგორც მახსოვს აშშ-ის საელჩოს აქვს გაცვლითი პროგრამა ლექტორებისათვის.

      • გამარჯობათ მაგისტრატურის გაგრძელება მინდა ამერიკაში საინჯინრო ან არქიტექტურის კუთხით სტიპენდიის მოპოვებას ვაპირებ ინგლისურის ცოდნას ვიგრმავებ ეხლაც მაინტერესებს საიტები სად მოვძებნო უნივერსიტეტი რომელი ჯობია და როგორმე თ სჰეგიდზლიატ დამეხმაროტ ამისტვის რა გავაკეტო საქართველოში ვის მივმართ ან ემაილი მომწერეტ ან საიტის მისამართ ამაშ ვინ დამეხმარება წინასწარ უდიდესი მადლობა

      • ინგლისურთან ერთად GRE ან GMAT დაგჭირება, უნივერსიტეტების საიტებზე უნდა დააზუსტო. gradschools.com-ით ადვილად მოძებნი უნივერსიტეტებსა და პროგრამებს.
        “რომელი სჯობია” – ამისთვის კონკრეტული კრიტერიუმებით უნდა შეადარო. არსებობს რეიტინგებიც. ბლოგზე ასევე დევს სტატია როგორ შევარჩიოთ უნივერსიტეტი და ა.შ.

  23. ჟურნალისტიკის სწავლა მინდა კანადის ერთერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში და როგორ უნდა მოვიქცე?უბრალო სკოლა დამთავრებული ვარ

    • კონკრეტული უნივერსიტეტის საიტზე უნდა ნახო მიღების მოთხოვნები და დაფინანსების შესაძლებლობები საერთაშორისო სტუდენტებისათვის ბაკალავრიატში. კიდევ ეს პოსტი გამოგადგება.

    • USA shi minda da sad gavigoo sruli informaciaaa gaclit programastan da dapinansebastan dakavshirebit?? madloba winaswar :* dzalian kargi saitia ❤

      • გამარჯობა თეონა. შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრენინგზე, სადაც მთელ სააპლიკაციო პროცესს, დოკუმენტებს, დაფინანსების შესაძლებლობებს მიმოვიხილავ. გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებთ ვიდრე ბლოგზეა🙂 ტრენინგი ჩატარდება 10 ოქტომბერს, სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზეა: http://goo.gl/forms/BpzXiZcyzP

  24. გამარჯობათ მაინტერესებს თუ იცით სპორტსმენებისთვოს კოლეჯში დაფინანსება როგორ მოვიძიო? კერძოდ კალათბურთელისთვის

    • ამერიკაში არის კალათბურთის სტიპენდიები, რომლებიც აფინანსებენ საფასურის 25-75%. ზოგიერთი მეტსაც. ამ ლინკზე შეგიძლია ნახო უნივერსიტეტების ჩამონათვალი.

  25. მოგესალებით, მაინტერესებს გარემოსდაცვის სფეროში რაიმე გრანტი თუ არის?

    • რა სახის გრანტებს ეძებთ? სასწავლო თუ აქტივობების დასაფინანსებლად?

  26. სად შეიძლება მოვიძიოთ პროგრამა, რომელიც აშშ–ში მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს დააფინანსებს? წინასწარ გიხდით მადლობას.

    • დამიკავშირდი და შემიძლია კონსულტაცია გაგიწიო

    • ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონით დამიკავშირდით, შევხვდეთ და გაგაცნობთ დეტალებს.

  27. gamarjoba. var inglisuris maswalebeli da minda inglisshi raime komperenciaze an seminarze daswreba. sad unda davregistrirde? zalian minda inglisis naxva. pedagogis xelpasit ki es sheuzlebelia )))

    • გამარჯობა. თვალი ადევნეთ ჩემს ფეისბუქის გვერდს და თუ რამე გამოჩნდება დავდებ იქ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s