დიდი მოსაქმება


სადამდე შეიძლება მივიდეს დამსაქმებლის თავხედობა? რამდენის უფლება უნდა მისცეს თავს და რა ზომამდე შეიძლება დაამციროს სამუშაოს მაძიებელი?
თუ გაინტერესებთ, შედით ჯობს.გე-ზე და ნახეთ iPhone+ის მიერ გამოცხადებული ვაკანსია კონსულტანტისა და მოლარის თანამდებობზე. ისეთი ტონით წერენ სამუშაო წინაპირობებს თითქოს – აიიიი, ნახეთ ჩვენ რა მაგრები ვართ და აქ მუშაობა ვისაც გინდათ მაგარი ბანძები ხაართო, გაყვედრიან სამუშაო ადგილს ფაქტიურად!!!

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება,
** ასაკი: 21-27 წლის,
** სასიამოვნო გარეგნობა,
** კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე, საქმეზე ორიენტირებული,
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში და სარეკომენდაციო წერილები; სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოუცდელიც, თუ მონდომებულია
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული სასაუბრო დონეზე,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** კომპიუტერის ცოდნა.
** არამწეველი.

არ მიიღებიან მწეველები, სტაჟიორები ბანკებში, შემცირებებში მოყოლილები, 10 ადგილას ნამყოფი სტაჟიორები, რომლებიც ერთგანაც კი არ გამოდგნენ.

რა უნდა ვთქვა ამ უკანასკნელი სტრიქონის დამწერზე? სოფლის ბირჟაცეც კი, სადაც სიმართლეს პირდაპირ პირში გახლიან, ასე უბოდიშოდ, უტაქტოდ არავინ გეტყვის რომ უვარგისი ხარ. ამის ავტორს კი, განათლებასთან ერთად, ვიტყოდი რომ აღზრდაც აკლია. სერიოზულობის პრეტენზიის მქონე ორგანიზაცია მსგავს იდიოტობას არ უნდა აქვეყნებდეს სახალხოდ, თუნდაც მართლა ასე ფიქრობდეს.

კიდევ იმასაც დავამატებდი, რომ ეს კაცი თუ ქალი ცხოვრების აზრზე არ არის. ალბათ არ ესმის რა რულია მუდმივი სამუშაოს მიღება, ან რას ნიშნავს მოულოდნელი გათავისუფლება. თუ ასეა, ვუსურვებ რომ რაც შეიძლება მალე გამოსცადოს, მერე ასე ხეპრულად მაინც აღარაფერს გამოაქვეყნებს! მოკლედ, ამის დამწერი თვითონაა აბსოლუტურად უვარგისი, უვიცი და დეგენერატი! შედავება არც გაბედოთ, ჩაიკითხეთ განცხადება ბოლოდე და თავად დარწმუდებით: იგი სავსეა მსგავსი “მარგალიტებით”:

გაითვალისწინეთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება. ასევე არ განიხილება 2 CV-ზე მეტის გამომგზავნი (ზოგი აგზავნის 20-30 ერთ და იმავე CV-ს)

რა საჭიროა რაოდენობრივი ლიმიტის დაწესება? საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რამდენ CV-ს აგზავნის. საკადრო პოლიტიკა ქუჩის ბაზარი არ არის, ყველაფერზე ღიად რომ დაწეროს. შერჩევის კრიტერიუმად CV გაგზავნის სიხშირის არჩევა სად ნახა, რომელ სახელმძღვანელოში წაიკითხა, ნეტა გამაგებინოს. პრაქტიკაში არ მქონია 2-ჯერ ზედიზედ CV-ის მიღება. ეგ უბედური ასეთ რა გატიალებულ ორგანიზაციაში მუშაობდა ადრე რომ 20-30-მდე იღებდა? ვაი, ვაი და კიდევ ოთხმოცჯერ ვაი!!!

3. ასევე გვესაჭიროება 2 მოლარე ოპერატორი, იგივე მოთხოვნებით, რაც კონსულტანტზეა, დამატებული კომპიუტერის და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

დამატებული ყავის მოდუღება და უფროსის ტრაკის ლოკვაც რომ მიეწერა არაფერი დაშავდებოდა, რას იტყვით?
დაეზარა მოთხოვნების დაკოპირება და ქვედა ხაზზე ერთის დამატება? მიდი და იმუშავე ასეთის ზედამხედველობის ქვეშ!!! ფუი!!!

4. და გვესაჭიროება 2 პროგრამული სპეციალისტი, “ეპლის” პროდუქციის დასაპროგრამებლად.

ღმერთო, ალბათ არ იცის რომ ლათინური ასო-ნიშნებიც არსებობს და “ეპლის” დაწერა მისი ავორის გონებაშეზღუდულობას უფრო აჩვენებს, ვიდრე “პროგრესულობას” ან “პროდასავლურობას”.

<<იყოს მონდომებული, არაზარმაცი და არაზანტი; უნდა იყოს ცოცხალი და უყვარდეს მუშაობა. ასაკი: 19-28 წელი. დანარჩენი მოთხოვნები იგივე, რაც ზემოთაა.>>

ამის დამწერი უნდა დაიჭირო და იძულებით ჩაუტარო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები! ნეტა რომელმა მასწავლებელმა დააზუთხინა “არაზარმაცი”, და “არაზანტი”?  ეტყობა დასავლური განათლების პრეტენზია აქვს ვიღაცას და თავში ძალიან აუვარდა. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე, მაგრამ ამან სხვები არ უნდა დააზარალოს! ლექსიკონში მაინც ჩაიხედოს, ან სხვა დამსაქმებლების განცხადებები ნახოს, მაგალითის ასაღებად… ეჰ კი არა, სამგზის ტFუი და კიდევ ბევრგზის!!!

სამუშაო პირობებიც ხომ გაინტერესებთ?  ვირულად უნდა იმუშაო მათხოვრული ხელფასის ასაღებად!

სამუშაო საათები: 10:00-დან 21:00 საათამდე, კვირაში 6 დღე, ნახევარ საათიანი შესვენება დღის განმავლობაში.
ანაზღაურება: 10 ლარი მოჭრილი დღეში, პლუს პროცენტები. საშუალო ანაზღაურება: დღიური 15-25 ლარი (ზოგჯერ მეტი).

“გაბლატავდნენ” კიდევ მსუბუქი ნათქვამია, პირდაპირ თავზე ასაქმებენ დასასაქმებელ ადამიანს, ამ სიტყვის ყველაზე ბინძური და მყრალი გაგებით!!!

ათასი წლის უმუშევარიც რომ ვიყო, მხოლოდ იმის გამო არ გავაგზავნიდი ჩემს მონაცემებს ამ მისამართზე! იმიტომ რომ ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებაა. პირდაპირ გეუბნება, უვარგისი ხარ და თავს ნუ შეიწუხებო. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დონე უკიდურესად მაღალია და ძააალიან ძნელია მაღალანაზღაურებადი კი არა, ნებისმიერი მუდმივი სახის სამუშაოს მიღება, მსგავსი განცხადებები ათასწილად ამაზრზენია!!! ნორმალურ ქვეყანაში, სულ მცირე, სასამართლოში უნდა უჩიოდნენ და იგებდნენ პროცესებს, მაგრამ ჩვენთან???…

2 thoughts on “დიდი მოსაქმება

  1. ხტფუი……
    არადა, მსგავსი განაცხადი ერთეული შემთხვევა ხომ არაა?!

  2. კარგი სტატიაა. სამწუხაროდ ეგ ერთადერთი დამამცირებელი განცხადება არ არის.😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s