რითი ვჯობივართ ქართველები ამერიკელებს


ანბანი:
ამერიკა: ანბანი მხოლოდ 26 ასო-ნიშანით
საქართველო: 33 ასო-ბგერა, 5-ით გადავასწარით ამერიკელებს, თითქმის 20%-ით.🙂

პრეზიდენტები:
ამერიკა: მოკრძალებული და მშვიდი პრეზიდენტი

საქართველო: აქტიური, ყველგანმავალი, ყველაფრისმკეთებელი ქვეყნის თავკაცი. ცეკვაც იცის, სიმღერაც, თხილამურებზე დგომაც, სკამზე ჯდომაც, ხელში ყანწის დაჭერაც, დატუქსვაც და საჭიროების შემთხვევაში ძაღლის დასისინებაც. კაფეებშიც ხშირად ვახშმობს, აბა რა!

ამერიკა: ყველაზე უარეს შემთხვევაში, პრეზიდენტის მხოლოდ ერთი ჰამურულ-გლამურული თავგადასავალი ხმაურდება ხოლმე. კლინტონს მონიკა ლევინსკი ეყო სასკანდალოდ, ობამას- ვერა ბეიკერი.

საქართველო: რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკონ ჩვენი პრეზიდენტის “ბავშვურ ცელქობებზე”, სკანდალი მაინც არ გამოცხვება. გაგლოევას ამბით ცოტა ხანს ერთობოდა თბილისი, ალიევას ტრაკზე პწკენითაც, კიდევ ერთიორ ტურფაზეც წაილაყბეს ცოტა, მაგრამ ყოვლისშემძლე სკანდალი მაინც არ გამოვიდა. ეს ჩვენი პრესის არაკომპეტენტურობას დავაბრალოთ თუ ეროვნულ გაგებას? ჩვენთან “კაცური კაცობის” ერთ-ერთი მაჩვენებელი ბევრი ქალის “დაპყრობის” სტატისტიკაცაა.

ამერიკა: ერთი ციცქნა, სუუუულ პაწაწინა პრეზიდენტის სასახლე
საქართველო: ისე ფართოდ გაშლილი და მოხატული, დავით აღმაშენებელს რომ წამოახედა, შურით მეორედ მოკვდებოდა

ტრანსპორტი:
საქართველო: თბილისში მარშუტკები, მეტრო, ნაირ-ნაირი ზომის ყვითელი ავტობუსები, ტაქსები, ფაიტონები, გზასაცდენილი ძაღლები დადიან

ამერიკა: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ დიდ ქალაქებში უნდა მოიკითხო, სხვაგან ავტობუსები დადიან გრაფიკით და ისიც – დიდი ინტერვალებით. რაც ჩამოვედი ჯერ ტაქსი არ მინახავს ქუჩასში. subway ერთ ადგილას ეწერა და ისიც კაფე აღმოჩნდა.

საკვები:
ქართული და ამერიკული საკვების შედარებაც კი არ სეიძლება. ყველ შემთხვევაში მათთვის, ვინ ქართულ სამზარეულოზე აფანატებს. იმიტომ, რომ ამერიკული საკვები განსხვავებული სანელებლებით მზადდება. ეს – ძველი პოსტი ამ თემაზე

ისტორია:
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ისტორიის სახელმძღვანელოები ინდიელებით იწყება,, ჩვენი გაგებით “ძველი” ძალიან ცოტა რამ შეიძლება ნახო. ჩემი ქალაქის “ღირსშესანიშნაობა” XIX საუკუნის დასაწყისში თუ ადრეულ XX-ში აშენებული ქარხანაა. შეადარეთ ეს ბოლნისის სიონს, ხერთვისის ციხეს, არმაზსა და ფიტარეთს.. თუნდაც თბილისში VI საუკუნიდან შემორჩენილ ანჩისხატს.

გაგიხარდათ? ახლა წელში გაწყდით სიამაყისგან😀

6 thoughts on “რითი ვჯობივართ ქართველები ამერიკელებს

  1. რაც ჩამოვედი ჯერ ტაქსი არ მინახავს ქუჩასში. subway ერთ ადგილას ეწერა და ისიც კაფე აღმოჩნდა.

    ver vsuntqav😀 SUBWAY😀

  2. აა, გასაგებია რაც გიშლის ხელს საქართველოში მოგზაურობაშიც.

  3. ვაჰ აი ძაან მაგარია🙂 ჰო იცი ჩემი ტიტანური სიყვარული ამერიკისადმი მარა ამ პოსტის მერე გავწყდიწელში სიამაყით : საღოლ ძეტკა :*

  4. გაგიხარდათ? ახლა წელში გაწყდით სიამაყისგან
    vaime, cudad var😀 civi shxapi iyo😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s